
ბათუმის მერიამ შპს „ახალი ბულვარს” [1] 2021 წლის 1 სექტემბერს, 2 წლის ვადით, უსასყიდლოდ, უზუფრუქტის წესით სარგებლობის უფლებით გადასცა [2] 8339 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ავტოდრომი. კომპანიამ [3] ამ ტერიტორიაზე მოაწყო კარტინგის კლუბი [4] და კომერციულ საქმიანობას 2023 წლის 1 სექტემბრიდან დღემდე, უკანონოდ აგრძელებს. შპს „ახალი ბულვარის” დამფუძნებელი [5] და 100% წილის მფლობელი [3], ალექსანდრე ბაღათურია [6] პოლიტიკური შემწირველია - 2016 წლიდან დღემდე მან “ქართულ ოცნებას” და მის მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს 253,000 ლარი შეწირა (მათ შორის 15,000 ლარი - მიმდინარე წლის 6 აგვისტოს).

მიწის ნაკვეთით სარგებლობის ვადა კომპანიას 2023 წლის 1 სექტემბერს ამოეწურა, თუმცა კარტინგის კლუბი დღემდე ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. უფრო მეტიც, შპს „ახალი ბულვარი” 2024 წლის 25 მარტამდე [7] საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უზუფრუქტის წესით მოსარგებლედ იყო რეგისტრირებული და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ მხოლოდ ჩვენი მიმართვის შემდეგ დაიწყო [8] ორგანიზაციულ-სამართლებრივი პროცედურები მოცემული ჩანაწერის გასაუქმებლად.
საჯარო წყაროებით ვერ მოვიძიეთ ამ მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული ავტოდრომის სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია 2023 წლის 1 სექტემბრის შემდეგ. 2024 წლის 23 თებერვალს მივმართეთ [9] ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და ვთხოვეთ, მოეწოდებინათ სარგებლობის უფლებასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია და დოკუმენტები. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ 2024 წლის 11 მარტს გვაცნობა [10], რომ ამ მიწის ნაკვეთზე გაცემული სარგებლობის უფლების ვადა 2023 წლის 1 სექტემბერს ამოიწურა და მიმდინარე წლის 11 მარტის მდგომარეობით ის სარგებლობაში არ არის გაცემული. ამ პასუხმა დაადასტურა ჩვენი ვარაუდი, რომ პოლიტიკური შემწირველის კომპანია უკანონოდ სარგებლობს მუნიციპალური ქონებით.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქალაქ ბათუმის მერიის შიდა აუდიტის სამსახურს, მიიღონ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.
Links
[1] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFAtrMn5pwDWcDBHv2ZGusJsRB8OC9cltmjxFU5PqCQg7
[2] https://drive.google.com/file/d/1NVAiQMioO80EIZMsr3ZWVAbSGDFd-56Z/view
[3] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFI4SwbXno66w4sbsD0HUPsuvS11YkTsmS2fYkqoMc63N
[4] https://batumikarting.ge/ka/
[5] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFLnwk3mNfhhIzesjyewVSFPy41TbEVfAMzv0EGCumeiA
[6] https://www.transparency.ge/politicaldonations/ge/donations/5798
[7] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFPfq1xQWLn7K0Zl0xJrMyvYLkzYyu9OWMoK8DiCk%5BHMm
[8] https://naprweb.reestri.gov.ge/api/document/68760058/98/25865254
[9] https://drive.google.com/file/d/1C5bTNR9Zj0IZlXGsUX6JmABRY0XWzZfG/view?usp=sharing
[10] https://drive.google.com/file/d/1MLssPG0zsEjQFazuttqfOQYkTfADT-sK/view?usp=sharing
[11] https://transparency.ge/sites/default/files/signal-2024-09-06-112200_002.jpeg
[12] https://transparency.ge/ge/category/tags/koruptsia
[13] https://transparency.ge/ge/category/tags/archevnebi