
შპს „მონოლითი 2005 [1]“ და შპს „ბონდი-2009 [2]“-ს 25-25%-იანი წილის მფლობელმა და ბათუმის საკრებულოს ყოფილმა წევრმა [3] ნუკრი დოლიძემ მმართველ პარტიას 2024 წლის 2 აგვისტოს 58,000 ლარი შესწირა [4]. ნუკრი დოლიძე „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველია, მან ბოლო სამ წელში პარტიას ჯამში 168,000 ლარი შესწირა. დოლიძის ბიზნესპარტნიორებს, შპს „ბონდი-2009“-ის მეწილეებს, ოთარ ფუტკარაძეს და დავით დევაძეს, „ქართულ ოცნებისთვის“ ჯამში 257,000 ლარი აქვთ შეწირული.

2010 წლიდან შპს „მონოლითი 2005“-მა და შპს „ბონდი-2009“-მ ჯამში 294 მლნ ლარის სახელმწიფო შესყიდვები მიიღეს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” 2021 წლის კვლევის თანახმად [5], აღნიშნულმა ორმა კომპანიამ 2010-2021 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 130 მლნ ლარამდე მიიღო, აქედან 68% - უკონკურენტო პირობებში. 2021 წლიდან, მხოლოდ 3 წლის განმავლობაში, დოლიძის კომპანიებმა 164 მლნ ლარი მიიღეს.
Links
[1] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFMMdvOry1Cr5z9zsx7mNIDe4SXYDNOydgVg3plsFFkpM
[2] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFPbRxNP9sYbXXdXWmXEmlQIX7WFB8pxFXh5GgNztqbrB
[3] https://batumicc.ge/index.php?l=1&menu=23
[4] https://transparency.ge/politicaldonations/ge/donations/2285
[5] https://transparency.ge/ge/blog/batumis-sakrebulos-qopili-cevris-kompaniebis-130-milioniani-sargebeli-saxelmcipo-shesqidvebidan
[6] https://transparency.ge/sites/default/files/dolidze.png
[7] https://transparency.ge/ge/category/tags/archevnebi