
საარჩევნო კოდექსის თანამხად მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს პოლიტიკური პარტია, რომელიც, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგების შესაბამისად, სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 4 პროცენტის მხარდაჭერით. ტელეკომპანია „ფორმულამ“ კომუნიკაციების კომისიას წარუდგინა დეტალური ინფორმაცია Edison Research-ის კვლევის კანონის მოთხოვნების შესაბამისად ჩატარების დასადასტურებლად. გაუგებარი და უკანონოა კომისიის მოთხოვნები „ფორმულას“ მიმართ საზოგადოებრივი კვლევის სანდოობის კანონში არ არსებული კრიტერიუმებით გადამოწმების თაობაზე. კომუნიკაციის კომისიის გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს [3] „მედიაომბუდსმენიც“.
მიღებული გადაწყვეტილება კიდევ უფრო ამყარებს არგუმენტს, რომ, წინასაარჩევნო პერიოდში კომუნიკაციების კომისია არ არის პოლიტიკურად ნეიტრალური და მოქმედებს მმართველი პარტიის სასარგებლოდ.
კომისიამ მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდში კრიტიკული მაუწყებლების მიმართ ფინანსური სანქცია არაერთხელ გამოიყენა მათ შორის 15 აგვისტოს [4] „მთავარი არხის“ მიმართ (2500₾), 13 [5], 19 სექტემბერს [5] და 9 ოქტომბერს [6] „მთავარს“, „პირველს“ და „ფორმულას“ სამ-სამჯერ შეუდგინა სამართალდაღვევის ოქმი, თითოეულს 5000 ლარის ოდენობით.
Links
[1] https://comcom.ge/ge/yvela-siaxle/comcom-ma-formulas-kvalificiuri-saarchevno-subieqtis-statusis-kanondargvevit-minichebistvis-samartaldargvevata-oqmi-sheudgina.page
[2] https://www.radiotavisupleba.ge/a/33156929.html
[3] https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=538261698940872&id=100082711382543
[4] https://transparency.ge/ge/post/15-agvisto-komunikaciebis-komisiis-gadacqvetileba-mtavari-arxis-dajarimebaze-gaumartleblad
[5] https://www.comcom.ge/ge/yvela-siaxle/comcom-ma-tv-pirvels-da-formulas-qartuli-ocnebis-politikuri-reklamis-eteridan-amogebis-gamo-samartaldargvevis-oqmi-sheudgina.page
[6] https://www.transparency.ge/ge/post/9-oktomberi-komunikaciebis-komisia-kvlav-ajarimebs-kritikul-maucqeblebs