
არსებობის ეგზისტენციალური საფრთხე და გადარჩენისთვის ბრძოლა - ამ გამოწვევებით ხვდება დამოუკიდებელი ქართული მედია 3 მაისს, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს. მიმდინარე წელს, კვლავაც გრძელდება 2024 წლის საგანგაშო ტენდენცია, რა დროსაც, მედიის წარმომადგენლების მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის 200-მდე შემთხვევა დაფიქსირდა [1]. მხოლოდ 2025 წლის პირველ 4 თვეში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 85-ზე მეტი საჯაროდ დაფიქსირებული ასეთივე შემთხვევა აღრიცხა.

ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლების გახშირებული შემთხვევების პარალელურად, განსაკუთრებით სახიფათო ტენდენციად ყალიბდება მმართველი ძალის მხრიდან სამართალდამცველი და სასამართლო სისტემის ინსტრუმენტალიზება და მათი ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენება, რაც ძირითადად მათ უკანონო დაკავებებსა და დაჯარიმებაში ვლინდება. 2025 წელს, დაფიქსირებული შემთხვევების 40% (33) სწორედ ასეთია. აღნიშნული ანგარიში სწორედ ამგვარ მაგალითებს მიმოიხილავს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ მედიის წინააღმდეგ მართლმსაჯულების სისტემის მანკიერი გამოყენების პრაქტიკა 3 ძირითად მიმართულებად დაყო: ჟურნალისტების უკანონო დაკავება; ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება ან/და სამართალდამრღვევად ცნობა; ჯარიმები „გზის გადაკეტვისთვის“. აღსანიშნავია, რომ ეს ტენდენცია მსგავსია სხვა ავტორიტარული რეჟიმების მიერ მიღებული ზომებისა, როდესაც თავისუფალი მედიის წარმომადგენლები რეპრესიების ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენენ. მათ შორის, აქტიურად გამოიყენება ქვეყანაში არსებულ საშუალო შემოსავლის დონესთან არაადექვატურად მაღალი ჯარიმები, რაც, ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ბელარუსი და რუსეთი ეფექტიან ინსტრუმენტებად იქნა გამოყენებული ჟურნალისტების საქმიანობის შეზღუდვისა და, ზოგადად, საპროტესტო ტალღის ჩასახშობად.
ჟურნალისტების უკანონო დაკავება
ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება ან/და სამართალდამრღვევად ცნობა
10 თებერვალს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 5 000-5 000 ლარით დააჯარიმა [10] გამოცემა „მთის ამბების“ დამფუძნებელი, გელა მთივლიშვილი, ასევე „ქუთაისი პოსტის“ ორი ჟურნალისტი - ეკა კუხალაშვილი და ხვიჩა ვაშაყმაძე. გამოძიება მათ, სხვა სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან არასანქცირებული მიტინგის გამართვას ედავებოდა, სადაც ისინი მოსამართლის მიერ მზია ამაღლობლის სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას აპროტესტებდნენ.
სასამართლომ დამკვიდრებულ პრაქტიკად აქცია იმ ჟურნალისტების სამართალდამრღვევებად გამოცხადებაც, რომლებიც საპროტესტო აქციებისას თავად გახდნენ სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი. მაგალითად:
ჯარიმები „გზის გადაკეტვისთვის“
კიდევ ერთი მავნე პრაქტიკა, რომელიც წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაამკვიდრა, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, გზის გადაკეტვის საბაბით ჟურნალისტების 5 000 ლარით დაჯარიმებაა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 2025 წლის 1 იანვრიდან დღემდე 20-ზე მეტი ასეთი შემთხვევა აღრიცხა. ზოგიერთ შემთხვევაში, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ერთი და იგივე ჟურნალისტი რამდენჯერმეც კი დააჯარიმეს. მაგალითად, გამოცემა „OC Media-ს“ ჟურნალისტს, მარიამ ნიკურაძეს უკვე 4 ასეთი ჯარიმა გამოუწერეს. მართალია, დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ჟურნალისტური საქმიანობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემდეგ, სამინისტრო ამგვარი საქმეების წარმოებას წყვეტს, თუმცა ადმინისტრაციული ჯარიმების მასობრივი გამოწერა მსუსხავი ეფექტის მატარებელია და ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მისი მიზანი ერთგვარი თვითცენზურის დაწესებაა, რათა საბოლოო ჯამში, დაჯარიმების თავიდან აცილების საბაბით, ჟურნალისტებმა პროფესიულ საქმიანობაზე უარი თავადვე თქვან.
დამოუკიდებელი მედიის მიმართ გახშირებული ძალადობის შემთხვევებისა და გაძლიერებული ღია რეპრესიების ფონზე, კიდევ უფრო მკაფიოა ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოუძიებლობა და დამნაშავეთა დაუსჯელობა, რაც ამგვარ შემთხვევებს კიდევ უფრო ახალისებს. მთლიანობაში, ჟურნალისტების დევნის პრაქტიკა „ქართული ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა, რომლის მიზანიც ქვეყანაში თავისუფალი ველის სრულად მოსუფთავება და გაქრობაა. მიუხედავად ამისა, ქვეყნისთვის ამ გარდამტეხ მომენტში, ქართული დამოუკიდებელი მედია აქტიურად იბრძვის ძალადობრივი სისტემის რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ და მწირი რესურსებით ოპერირობის პირობებშიც კი ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს საზოგადოების ჯეროვან ინფორმირებას და სამთავრობო პროპაგანდის საპირწონე, ალტერნატიული საინფორმაციო ველის შექმნას. რის ხელშეშლასაც „ქართული ოცნება“ სხვადასხვა რეპრესიული კანონებით ცდილობს.
Links
[1] https://www.transparency.ge/ge/post/mediis-mimart-zaladobis-shemtxvevebi-da-matze-saxelmcipos-reagireba
[2] https://netgazeti.ge/life/759481/
[3] https://www.transparency.ge/ge/post/mzia-amaglobelis-dakavebis-patimrobisa-da-braldebis-kanonierebis-sakitxi/?custom_searched_keyword=%E1%83%9B%E1%83%96%E1%83%98%E1%83%90+%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A
[4] https://batumelebi.netgazeti.ge/news/558571/?fbclid=IwY2xjawJ-3shleHRuA2FlbQIxMABicmlkETE4a0dPNW1IbTB4WWJjZEJ4AR6ZvdGv7hjGUUM61qvdfkEVTGg2m8VAWc8JwQmuG-UsiCmK9h_bjG86hrvAWA_aem_0fpUv-Jos7kkE0WtpnnCDA
[5] https://www.facebook.com/photo/?fbid=1063883619114908&set=a.581253230711285
[6] https://www.facebook.com/photo/?fbid=1376391550427058&set=a.715406393192247
[7] https://mediacoalition.ge/koaliciis-ganckhadeba-djurnalistis-saba-sordias-dakavebis-shesakheb/
[8] https://www.facebook.com/story.php?story_fbid=1335991188217184&id=100054189464765&rdid=UHGpeBHTSR9Besrd
[9] https://publika.ge/lasha-jioshvils-fb-ze-policielis-sheurackhyofis-sababit-3-000-lariani-jarima-daakisres/?fbclid=IwY2xjawKADGhleHRuA2FlbQIxMQBicmlkETFhZTI3aUo4THRsR0VsVE0xAR41KEjXGXnXzyMfZnwCdEAQ0W4Im5szQ8ie8WMs4PAulHSiWmg-bGVtrnhKjg_aem_LW5RLeYv7Jw-zuKDeF3gbw
[10] https://tabula.ge/ge/news/729917-rezhimma-mosamartlis-sakhltan-gamartuli-aktsiis
[11] https://www.facebook.com/photo/?fbid=1026714392844564&set=a.628036179379056
[12] https://www.facebook.com/photo/?fbid=1396987358367477&set=pb.100041686795244.-2207520000
[13] https://transparency.ge/ge/category/tags/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90