
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” წარმოადგენს კორუფციის რუკის განახლებულ ვერსიას, სადაც დატანილია თანამდებობის პირებთან და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ის კომპანიები, რომლებმაც 2013 წლიდან დღემდე ჯამურად 3 მილიარდ 280 მილიონ ლარზე მეტი მსხვილი კონტრაქტები მიიღეს სახელმწიფო შემსყიდველებისგან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ამ თანხის თითქმის მესამედი - მილიარდ 130 მილიონ ლარზე მეტი მათ მხოლოდ 2024 წელს დაერიცხათ. კორუფციული ფაქტების სიმრავლე და მასშტაბები აჩენს განცდას, რომ პრივილეგირებული ადამიანებისთვის ხალხის ხარჯზე გამდიდრებას მწვანე შუქი აქვს ანთებული ქვეყანაში.
დოკუმენტში თავმოყრილია ის საეჭვო ტენდერები და გამარტვებული შესყიდვები, რომლებსაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” იკვლევდა სხვადასხვა დროს და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს ოფიციალურად მიმართავდა რეაგირებისთვის იმ სავარაუდო კორუფციის ფაქტებზე, რომლებიც ამ შესყიდვებში იკვეთებოდა.
რეგიონების მიხედვით კორუფციის ნიშნების შემცველი შესყიდვების სურათი ასე გამოიყურება:
კორუფციის რუკაზე ნახავთ პარლამენტის დეპუტატებს, რომლებიც ჩამოყალიბდნენ ადგილობრივ “ფეოდალებად”: ანზორ ბოლქვაძე, ვიქტორ ჯაფარიძე, ასევე ყოფილ დეპუტატებს - იოსებ მაკრახიძეს, ენზელ მკოიანს, ჯუმბერ იზორიას, სერგო ხაბულიანს. აქვე არიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მერები. მათ შორის, სენაკის მერი, ვახტანგ გადელია, ზუგდიდის მერი, მამუკა წოწერია, ჩხოროწყუს მერი, დავით გოგუა, ახალციხის ყოფილი მერი, ზაზა მელიქიძე, ადგილობრივი საკრებულოების წევრები და მერიების სხვადასხვა მუნიციპალური სამსახურის ხელმძღვანელები. რუკაზე მოხვდა ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი გიორგი ჭყონია, რომელიც “ქართული ოცნების” დეპუტატობის კანდიდატია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
თანამდებობის პირებთან და მათი ოჯახის წევრებთან დაკავშირებული კომპანიების გარდა, დოკუმენტში მოხვდნენ ის კომპანიები, რომლებიც პირადად არიან დაკავშირებულნი ბიძინა ივანიშვილთან და სხვადასხვა კლანურ დაჯგუფებებთან.
ამ კომპანიების მონაწილეობა მსხვილ სახელმწიფო შესყიდვებში და შემდგომ მათი მხრიდან მმართველი პოლიტიკური ძალის დაფინანსება, ქმნის სახელმწიფოს მიტაცებისა და კლეპტოკრატიული მმართველობის სისტემას ქვეყანაში.
საქართველოს რეგიონებში სულ უფრო იმატებს კორუფციული შემთხვევები, რაც უკონტროლო სახეს იღებს, ვინაიდან მათზე შესაბამისი სტრუქტურები ან საერთოდ არ რეაგირებენ, ან საზოგადოებას არ აწვდიან ინფორმაციას ამ საქმეებით დაინტერესების შესახებ.
აჭარა / 933 060 894 ლარი
ბოლოს “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ანზორ ბოლქვაძის ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან დაკავშირებული კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებზე კვლევითი ანგარიში 2021 წლის 4 აგვისტოს გამოაქვეყნა [3]. მას შემდეგ სახელმწიფო შესყიდვებით მიღებული შემოსავალი 16 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა.
“აჭარგანათების” 100% წილს სრულად ფლობს „ქართული ოცნებიდან” ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ირაკლი თოფურიძის დედა, ზოია დოლიძე. ეს კომპანია დააფუძნა ირაკლი თოფურიძის მამა, თამაზ თოფურიძემ, რომელიც ასევე იყო ბათუმის საკრებულოს წევრი 2010-2014 წლებში. დღეს კომპანიის წილები სრულად გამოისყიდა ოჯახმა და მას ხელმძღვანელობს ირაკლი თოფურიძის ძმა, ნიკოლოზ თოფურიძე. თავის მხრივ, ნიკოლოზ თოფურიძე ფლობს შპს „განათებას [5]” 100%-იან წილს და იგი სახელმწიფო შესყიდვებში უმეტესად უკონკურენტოდ მონაწილეობს. თუ „აჭარგანათება” ბათუმის გარე განათების სერვისის ძირითადი მიმწოდებელია, „განათების” სამოქმედო სივრცე ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებია.
„ჯორჯიან სტოუნის” დირექტორი ბადრი რომანაძე 2011-2014 წლებში ქობულეთის მერიაში არქიტექტურის სამსახურის უფროსი იყო. სწორედ მისი საჯარო სამსახურიდან წასვლისა და კომპანიის დირექტორად დანიშვნის შემდეგ იმარჯვებს „ჯორჯიან სტოუნის” ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ შესყიდვებში.
ნუკრი დოლიძე ადრე თავად იყო ბათუმის საკრებულოს წევრი. მისი და მისი ოჯახის წევრების კომპანიების ფავორიტული მდგომარეობა სახელმწიფო შესყიდვებში კიდევ ერთხელ ავლენს ე.წ. მბრუნავი კარის პრობლემის სიმწვავეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის დასკვნაში [7] პირდაპირ უთითებდა „მონოლითი 2005”-სა და „ბონდი 2009”-ის უკონკურენტო პირობებში გამარჯვების შემთხვევებზე. ნუკრი და ლევან დოლიძეები, ასევე მათთან დაკავშირებული პირები უმთავრესად ფინანსებს სწირავენ მმართველ პარტიებს. მათ ქართულ ოცნებას ჯამში 435,000 [8] ლარი შეწირეს. საკმაოდ მანკიერ პრაქტიკად ჩამოყალიბდა, რომ ბიზნესის წარმომადგენლები პოლიტიკურ ძალას მაშინ აფინანსებენ, როდესაც ეს ძალა მმართველი ხდება. მსგავს პრაქტიკაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” პერიოდულად ანგარიშებს აქვეყნებს.
ლევან დოლიძე ჯერ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლად/კონსულტანტად დაინიშნა ინფრასტრუქტურულ საკითხებში, შემდეგ კი გახდა ბათუმის საკრებულოს წევრი და ამჟამად ფრაქცია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილეა.
შემოსავლების 67% ამ კომპანიებმა ბათუმის იმ მუნიციპალური იურიდიული პირებიდან მიიღეს, რომელთა კონტროლი ირაკლი პატარიძეს ევალებოდა. ის, საკრებულოს დეპუტატის უფლებამოსილების ამოწურვიდან დღემდე აჭარის მთავრობის შპს “აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ ადმინისტრაციის უფროსია.
კომპანიის დირექტორი, ოთარ ზოიძე მუნიციპალური შპს „ქობულეთის წყლის” ყოფილი ხელმძღვანელია, მისი მოადგილის, გია გოლიაძის მეუღლე - ფატი ჯინჭარაძე კი ქობულეთის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსია. აუდიტის სამსახურის ანგარიშებით ირკვევა, რომ „ზომა” სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული სხვა კომპანიების ქვეკონტრაქტორიცაა.
სახელმწიფო ტენდერებში შპს „ესია ჯგუფი” 2021 წლის ივლისიდან მონაწილეობს და დღემდე 5,344,077 ლარი მიიღო. ეს კომპანია ბათუმის მუნიციპალური ა(ა)იპის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დირექტორის, აკაკი ბერიძის ყოფილმა ბიზნესპარტნიორმა, ირაკლი აზნაურიშვილმა დააფუძნა. „ესია ჯგუფი” ქედის მერიისა და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების ქვეკონტრაქტორია და მნიშვნელოვან შემოსავალს აქედან იღებს. ქედის მერი, როლანდ ბერიძე და გზების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე, რაულ ბერიძე აკაკი ბერიძის ძმები არიან.
გიორგი ჭყონია ფლობს 20 კომპანიის წილს და ხელმძღვანელობს 3 კომპანიას. ეს კომპანიები, თავის მხრივ, ფლობენ სხვა კომპანიების წილებს. გიორგი ჭყონიას კომპანიებიდან 3 - Შპს „გზა” [12], შპს „ბათუმი ცენტრალი” [13] და შპს „შატო კვირიკე” [14] აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში. გიორგი ჭყონიამ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა მმართველ პარტიას და საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ჯამში შეწირეს 1,500,000 ლარი.
სამცხე-ჯავახეთი / 841 145 309 ლარი
ჩვენი კვლევის გამოქვეყნების საფუძველზე სუს-ის ანტკორუფციულმა სამსახურმა ზაზა მელიქიძის საქმეზე გამოძიება დაიწყო [17]. თუმცა, ზაზა მელიქიძისა და მისი ნათესავების კომპანიები ამის შემდეგაც მონაწილეობენ სახელმწიფო შესყიდვებში და ამ პერიოდში მათ ჯამში 752 686 ლარი მიიღეს. ზაზა მელიქიძე დღეს აღარ არის მუნიციპალიტეტის მერი, იგი 2021 წლის მოწვევის საკრებულოს დეპუტატია „ქართული ოცნებიდან“.
ჩვენი კვლევის გამოქვეყნების დროს კომპანიას 4 096 286 ლარი ჰქონდა მიღებული. მაშინ ამ შესყიდვებში აუდიტმა დარღვევა დაადგინა [19], გელვასი გელაძემ კომპანიაში წილიც კი დათმო [20], თუმცა კომპანია დღემდე იღებს სახელმწიფო შესყიდვებს.
2021 წლის თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც ენზელ მკოიანი „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად აღარ წარადგინა, საჯარო უწყებებმა მის კომპანიებთან შესყიდვების გაფორმება შეწყვიტეს.
ვიდრე მამუკა მელიქიძე თანამდებობის პირი გახდებოდა, მისი ძმის კომპანია, ასპინძის მუნიციპალიტეტის ტენდერებში არ მონაწილეობდა. მამუკა მელიქიძის საკრებულოში შესვლის შემდეგ კი სს „XXI საუკუნემ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში 2016-2019 წლებში 740 065 ლარი მიიღო. დღეს მამუკა მელიქიძე ასპინძის საკრებულოს წევრია მხოლოდ, თუმცა მისი ძმის კომპანიის შემოსავლები სახელმწიფო შესყიდვებიდან კიდევ 1 240 502 ლარით გაიზარდა.
ჩვენი კვლევის გამოქვეყნების დროს კონსტანინ ვარდანიანის კომპანიას ბიუჯეტიდან მხოლოდ 320 645 ლარი ჰქონდა მიღებული. ამის შემდეგ მან კომპანია დათმო და ის დღემდე მის მეუღლე ეკუთვნის. თავად ისევ მიიღო მონაწილეობა ადგილობრივი თვითთმართველობის 2021 წლის არჩევნებში და ისევ Საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გახდა.
შპს „არალისთვის“ ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხა ათეულობით მილიონი ლარით გაიზარდა 2018 წლის აგვისტოდან, როცა კომპანიის მაშინდელმა მესაკუთრემ, ოთარ თათეშვილმა აბასთუმანში ბიძინა ივანიშვილს საკუთარი სახლის ასაშენებლად [24] 450 კვ.მ. მიწა მიჰყიდა [25]. თუ მანამდე 7 წელში ტენდერებით ჯამურად 51,585,275 ლარი ჰქონდა მიღებული, მომდევნო ოთხწელიწადნახევარში მოგებული ტენდერებით ხელშეკრულებები 700 მილიონ ლარზე მეტი გაუფორმდა.
შპს „კომპანია ელ ეს ჯორჯია“ თათეშვილების ოჯახის კუთვნილი ათზე მეტი კომპანიიდან ერთ-ერთია, იგი ეკა თათეშვილმა 2014 წელს დააფუძნა [28]. თუმცა, კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებს 2020 წლის 4 თებერვლიდან იღებს, მას შემდეგ, რაც ეკა თათეშვილმა შპს-ს დირექტორობა და 50% წილი მეუღლეს, ტარიელ ტალახაძეს, ნოდარ ტალახაძის ვაჟს გაუფორმა [29]. კომპანიამ ახალციხის მუნიციპალიტეტში ყველა ტენდერი, გარდა ერთისა, უკონკურენტოდ ან კონკურენტის დისკვალიფიკაციით მოიგო. იმ ერთ შემთხვევაშიც მისი კონკურენტი შპს „არალი“ იყო [30].
ჩვენი კვლევის გამოქვეყნების შემდეგ ნოდარ ბალახაშვილის კომპანიას ახალციხის მერიიდან არცერთი შესყიდბვა არ მიუღია, თუმცა ზოგადად სახელმწიფო შესყიდვებით 183,508 ლარი მიიღო.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილ უფროსთან გიორგი [32] ყიფიანთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2014-2023 წლებში 6,713,852 ლარი მიიღეს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „მაჟორიტარების“ თავმდჯომარის, ფირან [33] გოგიჩაშვილის კომპანიამ 2018-დან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებიდან 2,703,435 ლარი მიიღო, ბორჯომის მუნიციპალური ააიპ-ის ხელმძღვანელის, ვაჟა [26] გელაშვილის მეუღლის კომპანიამ 2020 წელს სახელმწიფო შესყიდვებით 935,614 ლარი მიიღო.
შესყიდვებიდან მიღებული თანხიდან 667 186 ლარი (საერთო თანხის 47.9%) კომპანიას ახალქალაქის ბიუჯეტიდან დაერიცხა. ჩვენი კვლევის გამოქვეყნების შემდეგ მარტინ გაბრიელინის კომპანიისა და ახალქალაქის მერიის სახელმწიფო შესყიდვებში, შესყიდვების სააგენტომ დარღვევები დაადგინა. რის საფუძველზეც თბილისის საქალაქო სასამართლომ ახალქალაქის მერიის სატენდერო კომისიის წევრებს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
ვახტანგ კაპანაძის შვილს, ნოდარ კაპანაძეს ამავე პერიოდში, სამცხე-ჯავახეთში, ძალოვან უწყებებში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა. გარდა ამისა, ვახტანგ კაპანაძის ბიზნესსაქმიანობა, ბაკურიანში ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის დაცვის ყოფილი უფროსის, ასევე, სამცხე-ჯავხეთის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, რევაზ მუმლაძის ცოლის ძმის, შალვა ფხიკიძის ოჯახთანაა დაკავშირებული.
შიდა ქართლი / 427,245,670 ლარი
მხოლოდ 2024 წელს შპს “საგზაო სამშენებლო სამმართველო #1”-მა 59,339,827 ლარის სახელმწიფო სესყიდვა მიიღო, ხოლო შპს “საგზაო სამშენებლო სამმართველო #2”-მა - 7,823,119 ლარის.
იოსებ მაკრახიძე 2016-2020 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი და ამ წლებში მისმა და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა - შპს “იბოლიამ”, შპს “შარამ” და შპს “არქმშენსტუდია-2002”-მა სახელმწიფო შესყიდვებიდან 91.8 მილიონ ლარზე მეტის მიიღეს. ეს კომპანიები ძირითადად უკონკურენტოდ იმარჯვებდნენ, შემსყიდველები კი უმრავლეს შემთხვევაში გორი და შიდა ქართლის სხვა მუნიციპალიტეტები არის.
კახეთი / 442 000 000 ლარი
გიორგი ზედელაშვილი სამართალდამცავ სტრუქტურებში, მათ შორის მაღალ თანამდებობებზე, 1994 წლიდან მუშაობდა [47], ხოლო “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იგი შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ/სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტის) დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. 2017 წლის ბოლომდე გიორგი ზედელაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. გიორგი ზედელაშვილის სახელი კახეთში მიმდინარე არაერთ პროცესს უკავშირდება. მისი აქტიურობა განსაკუთრებით იკვეთება ყვარელში, თელავში, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში. ზედელაშვილი მოიაზრება ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვის წევრად [48].
იმერეთი / 500,131,038 ლარი
2020 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ბლოგში ვწერდით, რომ მურმან [50] ტოგონიძემ 2014 წლიდან გამოქვეყნების დღემდე 16,395,591 ლარის შესყიდვები მიიღო. ბოლო ოთხ წელიწადში ამ თანხამ 22 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
ჯეირან ომანაძე პოლიტიკური შემწირველიცაა, მან და მისმა კომპანიამ “როსტვერკმა” [54]პარტია “ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს” 2017-დან დღემდე 135,000 ლარი შესწირეს [55].
“ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულია შპს “ბორანის” [56] მოქმედი დირექტორის, ბექა არაბიძის დედა, ნინო ჩხიკვაძე, რომელიც წარსულში კომპანიის 22% წილს ფლობდა. ამჟამად იგი თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა. კორუფციის რუკის წინა პუბლიკაციის შემდეგ (2024 წლის მარტი) კომპანიის მესაკუთრეთა კონფიგურაცია შეიცვალა: დღეს კომპანიის 85% წილს ბექა არაბიძე ფლობს, 15%-ს მესაკუთრე კი არის შპს “ჯი-ემ-ჯი”, რომელიც ასევე მონაწილეობს ტენდერებში.
აღსანიშნავია, რომ თავად იუზა უგულავა 2019 წლიდან ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიას. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, იუზა უგულავა ვალდებული იყო, განეცხადებინა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ (რადგანაც ტენდერში მონაწილე კომპანიის წილის მფლობელი და დირექტორი მისი ბიზნესპარტნიორია) და შეეწყვიტა აღნიშნული შესყიდვების განხილვის პროცესში მონაწილეობა.
სერგო ხაბულიანი საქართველოს პარლამენტის წევრი 2012 წელს გახდა. იგი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატი იყო, თუმცა ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა “ნაციონალური მოძრაობა” და პარლამენტში საქმიანობა დამოუკიდებელ დეპუტატად განაგრძო. 2018-2020 წლებში სერგო ხაბულიანმა, მისმა მეუღლემ ლელა მეშველიანმა და შვილებმა ბექა და ირაკლი ხაბულიანებმა და კომპანია “ცეკურმა” “ქართული ოცნებასა” და მისგან მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს 398,000 ლარი შეწირეს.
სამეგრელო - ზემო სვანეთი / 138,371,368 ლარი
ალეკო ხვისტანი შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისის” დირექტორია, ხოლო ამ კომპანიის 50% წილს ფლობს მისი მეუღლე მაია ჭელიძე. ეს კომპანია საიდუმლო შესყიდვებში მას შემდეგ მონაწილეობს და იმარჯვებს, რაც მის მმართველობაში ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავები გამოჩნდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია ვიქტორ ჯაფარიძის ვაჟი, ოთარ ჯაფარიძე.
დავით ჩართოლანი 2012 წელს ბოლნისში ხელმძღვანელობდა “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს და შემდეგ გახდა ამ მუნიციპალიტეტში გამგებლის მოადგილე. დავით ჩართოლანი ამავე სახელწოდების კიდევ ერთ კომპანიას ფლობს პარტია “ქართული ოცნების” შემწირველთან [65] და საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის ბიზნესპარტნიორთან [66] - ოთარ ჩართოლანთან ერთად.
ამავდროულად ალექსანდრე ხერგიანი მესტიის მერის მოადგილის, ნელი ნავერიანის შვილის ბიზნესპარტნიორია შპს “ჰაწვალი 2015“ [68]-ში. ნელი ნავერიანი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის ბიძაშვილის მეუღლეა.
ამ ტენდერებში „არქეოპოლისს“ კონკურენტი მხოლოდ 3 შემთხვევაში ჰყავდა, მათ შორის ორჯერ სენაკის მერის ბიძაშვილის, იოსებ გადელიას კომპანია შპს „ინდიკო“. ვახტანგ გადელია წასულში თავადაც მუშაობდა სს „არქეოპოლისში“ – 2009-2013 წლებში ის ამ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. სენაკის მერის ტენდერებში სს „არქეოპოლისის“ საეჭვო ჩართულობაზე 2022 წელსაც ვწერდით (https://rb.gy/jp5faf [74]) თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ კორუფციის შესაძლო ნიშნები არ/ვერ აღმოაჩინა.
კომპანიის ძირითადი შემსყიდველები არიან სენაკის მერია, მუნიციპალური აიპები და სენაკის საჯარო სკოლები. დღეს დავით ადამია აღარ არის სენაკის საკრებულოს წევრი, თუმცა, სავარაუდოდ, მალავს საკუთარ კავშირს როგორც კომპანიასთან, ისე შესყიდვებში ჩართულობასთან.
ჩხოროწყუში ავტომობილების ტექნიკურ ინსპექტირებას ჯუმბერ იზორიას ოჯახის კომპანია „თოგენი” ახორციელებს.
დათო გოგუა ჩხოროწყუს მერია [87] 2012 წლის დეკემბრიდან დღემდე (2017 წლამდე - გამგებელი). სალომე პაპავა ჩხოროწყუს მერიის თანამშრრომელია, მისი მამა, ჯამბულ პაპავა კი პარტია “ქართული ოცნების” კოორდინატორია.
Links
[1] https://www.youtube.com/watch?v=SktcEtvzIns
[2] https://docs.google.com/spreadsheets/d/19hcV4LR8zigPpQtl8cc1mZFsCuxknZDJ/edit?usp=sharing&ouid=102159389130470958925&rtpof=true&sd=true
[3] https://transparency.ge/ge/blog/mazhoritarobis-13-celi-da-13-milion-larze-meti-saxelmcipo-shesqidvebidan-anzor-bolkvazis-ojaxs
[4] https://transparency.ge/ge/post/mmartvel-partiastan-dakavshirebuli-acharganatebisa-da-ganatebis-monopoliuri-mdgomareoba-acharis/?custom_searched_keyword=%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%97%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90
[5] https://drive.google.com/file/d/1CroL97LDiz9IPzpOxSyd0DbRWcS8fkIP/view?usp=sharing
[6] https://transparency.ge/ge/blog/korupciis-riskebi-kobuletis-municipalitetis-ukonkurento-shesqidvebshi
[7] https://sao.ge/files/auditi/auditis-angarishebi/2018/batumis-meria.pdf?fbclid=IwAR2r1gc_3S_pW2jlfQIJohPLazXwHLVt67cGPGA6acUBUllABPHz90I5t_s
[8] https://transparency.ge/ge/post/2-milion-larze-meti-9-tveshi-vin-avsebs-kartuli-ocnebis-salaros-acharidan
[9] https://transparency.ge/ge/blog/batumis-sakrebulos-cevrisa-da-misi-sizis-kompaniebis-milioniani-sargebeli-batumis
[10] https://transparency.ge/ge/blog/kobuletis-meriis-qopil-da-mokmed-magalchinosebtan-dakavshirebuli-kompaniis-saechvo-shesqidvebi
[11] https://transparency.ge/ge/blog/zmebi-berizeebis-satendero-mada-5-milion-lars-ascda
[12] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFMHZexMzLEBmPE9ZDkAB7eq1%5BEbTgAufN8oF%5BN6MmJPh
[13] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFJyI0oMKvkiI0bTjOT4d6JlIokCvVUMLIbr6Yin3QxIR
[14] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFL9rjEUFkghzeQslbYjxgDKL%5Bfn5HMUSNA%5DPh1quLBpX
[15] https://transparency.ge/ge/post/axalcixis-meris-kompaniebi-axalcixeshi-tenderebs-igeben
[16] https://transparency.ge/ge/blog/samcxe-javaxetshi-tanamdebobis-pirebis-zmebis-kompaniebi-tenderebs-igeben
[17] https://sknews.ge/ka/old/24641
[18] https://transparency.ge/ge/blog/axalcixis-meris-mrchevlis-kompania-axalcixeshi-tenderebs-igebs
[19] https://sknews.ge/ka/news/31206
[20] https://sknews.ge/ka/news/27228
[21] https://transparency.ge/ge/blog/enzel-mkoianis-sacvavis-biznesi-javaxetshi-deputatis-ojaxis-kompaniebma-biujetidan-2-mln-larze
[22] https://transparency.ge/ge/blog/ninocmindis-sakrebulos-tavmjdomaris-moadgilis-televizia-ninocmindis-municipalitetshi-tenderebs
[23] https://transparency.ge/ge/blog/abastumanshi-bizina-ivanishvilis-dagegmil-proektebshi-chartuli-kompania-arali-milionian
[24] https://sknews.ge/ka/old/20309
[25] https://drive.google.com/file/d/1ITaSlpq2mI7x44Y5rtt-UDor7W8LUHrv/view
[26] https://transparency.ge/ge/blog/ocnebis-shemcirvelebis-da-tanamdebobis-pirebis-kompaniebi-saxelmcipo-programebidan-subsidiebs/?custom_searched_keyword=%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98
[27] https://transparency.ge/ge/blog/axalcixis-sakrebulos-tanamdebobis-piris-shvilis-kompaniam-9-mln-laramde-saxelmcipo-shesqidvebi?fbclid=IwAR1ba8_kMh0YeeuOkc-14wZgvIk36Pd0oYiVfhZUkv7Dq6HvjNTPm3hiEoM
[28] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFAJOmmHYbbcl7TBSJoP6do5wUon%5DG%5D1qH1E3bbLrc%5B%5B9
[29] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFCNo%5DVhKhFkDnp89DvJ6sdtDVz9qjA2AaoDsHCZ2s%5DKw
[30] https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=481799&lang=ge
[31] https://transparency.ge/ge/blog/samcxe-javaxetshi-korupciistvis-nasamartlevi-pirebi-saxelmcipo-shesqidvebs-igeben
[32] https://transparency.ge/ge/post/savaraudo-korupciuli-paktebi-borjomis-municipalitetis-saxelmcipo-shesqidvebshi/?custom_searched_keyword=%E1%83%A7%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98
[33] https://transparency.ge/ge/post/mbrunavi-karis-da-shesazlo-korupciis-shemtxveva-borjomis-municipalitetshi/?custom_searched_keyword=%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98
[34] https://transparency.ge/ge/blog/axalkalakis-municipaluri-aaip-direktoris-kompania-adgilobriv-tenderebs-igebs
[35] https://transparency.ge/ge/blog/samcxe-javaxetis-municipalitetebi-ivanishvilis-ashenebul-saragbo-bazas-apinanseben
[36] https://transparency.ge/ge/blog/axalkalakis-policiis-qopili-magalchinosnis-kompaniebma-tenderebit-26-milion-larze-meti-miiges
[37] https://www.facebook.com/photo/?fbid=656284139874690&set=a.622651449904626
[38] https://transparency.ge/ge/blog/ninocmindis-sakrebulos-magalchinosnis-bizam-da-ocnebis-shemcirvelma-3-mln-laramde-shesqidvebi
[39] https://transparency.ge/ge/blog/adigenis-sopel-xevashenshi-meris-carmomadgenlis-zmebis-kompaniebma-2-milionamde-laris
[40] https://www.transparency.ge/ge/post/adigenis-meris-zmebis-ketildgeoba-biujetis-xarjze/?custom_searched_keyword=%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94
[41] https://www.transparency.ge/ge/post/nepotizmi-da-savaraudo-korupciis-nishnebi-adigenis-meriashi/?custom_searched_keyword=%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94
[42] https://www.transparency.ge/ge/blog/sagamoziebo-ucqebis-qopili-magalchinosnis-mamam-saxelmcipo-shesqidvebit-15-mln-larze-meti-1
[43] https://www.transparency.ge/ge/post/borjomis-ketilmocqobis-direktoris-shvilma-borjomis-saxelmcipo-shesqidvebit-milionamde-lari
[44] https://transparency.ge/ge/blog/kartuli-ocnebis-dampinanseblebis-da-qopili-magalchinosnebis-kompaniebi-shida-kartlshi-da-samcxe
[45] https://transparency.ge/ge/blog/goris-mazhoritar-kandidatad-dasaxelebis-shemdeg-ioseb-makraxizestan-dakavshirebulma-kompaniebma
[46] https://transparency.ge/ge/blog/giorgi-zedelashvilis-ojaxis-cevrebis-biznes-interesebi-hesebsa-da-gzebis-msheneblobashi
[47] https://www.interpressnews.ge/ka/article/309092-davit-sujashvilma-giorgi-zedelashvili-saxelmcipo-usaprtxoebisa-da-krizisebis-martvis-sabchos-aparats-carudgina/
[48] https://www.kvirispalitra.ge/politic/23567-shemdegi-tcikaidze-iqneba-qgharib?all=1&add_new=1&reply=0&fbclid=IwAR157RyWKBl3yLzej8edBbht8LCDoI0w9FRjveF37ujK-YpqNmpAbpbKUos
[49] https://transparency.ge/ge/post/sistemuri-tendenciebi-kaxetis-municipalitetebis-shesqidvebshi
[50] https://transparency.ge/ge/blog/bizina-ivanishvilis-natesavi-tenderebs-umtavresad-imeretshi-igebs-0
[51] https://tendermonitor.ge/ge/organization/33667
[52] https://companyinfo.ge/ka/corporations/332218
[53] https://transparency.ge/ge/post/cqaltubos-sakrebulos-cevris-kompaniebma-63-milioni-laris-saxelmcipo-shesqidvebi-miiges/?custom_searched_keyword=%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%91
[54] https://transparency.ge/politicaldonations/ge/donations/11620
[55] https://transparency.ge/politicaldonations/ge/donations/7057
[56] https://www.companyinfo.ge/ka/corporations/398102
[57] https://transparency.ge/ge/post/imeretshi-tenderebs-kartul-ocnebastan-dakavshirebuli-kompania-igebs/?custom_searched_keyword=%E1%83%A9%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%99%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94
[58] https://transparency.ge/ge/blog/kutaisis-meris-moadgilis-biznespartnioris-kompania-adgilobriv-tenderebs-igebs
[59] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFOf02TGZwFRQEUJpVO0Jx0Wehf3Y40KgpD0u8Mt%5Bvu83
[60] https://transparency.ge/ge/blog/deputat-viktor-japarizestan-dakavshirebulma-kompaniebma-shesqidvebidan-6-milion-larze-meti
[61] https://transparency.ge/ge/post/sakartvelos-parlamentis-cevris-viktor-japarizis-ekonomikuri-interesebi
[62] https://transparency.ge/ge/blog/viktor-japarizis-natesavebis-kompania-saxelmcipo-shesqidvebshi-imarjvebs
[63] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFGPKGaXeaIbwLT9UVn7lxEqiTtDrS%5Bjeoz993JuZkNhC
[64] https://transparency.ge/ge/blog/bolnisis-gamgeblis-qopili-moadgilis-kompania-mestiashi-tenderebs-igebs
[65] https://transparency.ge/politicaldonations/ge/donations/4571
[66] https://transparency.ge/ge/post/sakartvelos-parlamentis-cevris-viktor-japarizis-ekonomikuri-interesebi/?custom_searched_keyword=%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0+%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%AB
[67] https://www.facebook.com/tigeorgia/photos/a.217670378307579/8914748128599717/
[68] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFKvDsUTmIZiVdA6HB312YcwFVuZ8gWuyKafptFyLY2n4&fbclid=IwAR3YVAUeyHyDuOb1SQo_-oFlhwvfz_JS6ssiWcPk8c7OdEHeTHcdSDhah0I
[69] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFBBoTlgqxzGpZl1Mm6veKezxR2wj7w54jUb%5DwuPdDFjw
[70] https://transparency.ge/ge/post/mestiis-sakrebulos-cevris-kompania-adgilobriv-shesqidvebs-igebs
[71] https://transparency.ge/ge/post/samegrelo-zemo-svanetis-municipalitetebis-tanamdebobis-pirta-mexutedma-deklaraciebi-xarvezebit
[72] https://www.facebook.com/tigeorgia/photos/a.217670378307579/8949791781762018/
[73] https://transparency.ge/ge/post/senakis-meris-bizisa-da-bizashvilis-kompaniebi-adgilobriv-tenderebs-igeben?fbclid=IwAR2FeE8YcIdiCVnOpku6rWoLyOXAe4bWU1s8jEVM9bXTVzT7VmCCQzRLn0I
[74] https://rb.gy/jp5faf
[75] https://transparency.ge/ge/blog/senakis-sakrebulos-cevris-kompania-tenderebs-igebs
[76] https://transparency.ge/ge/blog/parlamentis-cevris-jumber-izorias-zmisgan-chxorocqus-meriis-aaip-i-sacvavs-gamartivebuli-cesit
[77] https://transparency.ge/ge/blog/calenjixis-sakrebulos-tavmjdomaris-biznespartniori-calenjixashi-tenderebs-ukonkurentod-igebs
[78] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFLMgpdd%5By%5DTFox2TDvj7yzFJAb1I45lyJalH%5Du8wfrap
[79] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFAIIx4ZsTfnrBRZSqSziiR%5D06TTk%5BBLxbsdymOe0dTZc
[80] https://transparency.ge/ge/blog/saechvo-shesqidvebi-zugdidis-municipalitetshi
[81] https://transparency.ge/ge/blog/zugdidshi-tenderebs-meriis-zedamxedvelobis-samsaxuris-uprosis-qopili-kompania-igebs/?custom_searched_keyword=%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%90+%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98
[82] https://drive.google.com/file/d/1jxCGxBvHRpbO34Dy5heVDt4k3PR8oMgl/view
[83] https://transparency.ge/ge/blog/potis-meris-biznespartnioris-gamartivebuli-shesqidvebi
[84] https://transparency.ge/ge/post/zugdidis-municipaluri-kompaniis-direktori-da-misi-meugle-adgilobriv-tenderebs-igeben
[85] https://transparency.ge/ge/blog/saechvo-shesqidvebi-chxorocqus-municipalitetshi
[86] https://transparency.ge/ge/post/chxorocqus-municipalitetis-saechvo-shesqidvebi/?custom_searched_keyword=%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90
[87] http://chkhorotsku.gov.ge/ge/meri
[88] https://www.facebook.com/tigeorgia/photos/a.217670378307579/6016826401725252/?type=3&locale=zh_TW
[89] https://transparency.ge/sites/default/files/untitled_design_5_0.png
[90] https://transparency.ge/ge/category/tags/koruptsia