ბიუჯეტის გამჭვირვალობის ხელშეწყობა
მიზანი: მთავრობის ხარჯების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ხელშეწყობა და ბიუჯეტის შედგენის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის წახალისება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“:
- შექმნის ონლაინ ბიუჯეტის კალკულატორს, რომელიც საშუალებას მისცემს ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ინტერნეტზე წვდომა აქვს, გაეცნოს საქართველოს ბიუჯეტის ინტერაქტიულ ვერსიას, რომელიც ფაქტობრივ საბიუჯეტო მონაცემებს და ეკონომიკურ პროგნოზებს ეყრდნობა, მათ შორის ინტუიტიური ვიზუალიზაციის გამოყენებით. დაინტერესებული პირებს შეეძლებათ დაიწყონ ოფიციალური ეროვნული ბიუჯეტით და ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანონ, შეამცირონ ან გაზარდონ ხარჯვა ძირითად სფეროებში, დაწიონ ან აწიონ გადასახადები და მთავრობის შემოსავლები. ამით ისინი გაიგებენ, ხარჯვით ნაწილში მომხდარ ცვლილებებს რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს. მათ მიერ შეცვლილი ბიუჯეტი შეიძლება გაზიარდეს ფეისბუქზე, რომელიც საქართველოში ძალიან პოპულარულია, და სხვა სოციალური ქსელების საიტებზე. ასევე გამოქვეყნდება „მოქალაქის ბიუჯეტი“, რომელიც შედგენილი იქნება საიტზე შექმნილი საშუალო ბიუჯეტისგან. ამით მაღალი თანამდებობის პოლიტიკოსებს შეეძლებათ გაეცნონ მოქალაქეთა საშუალო პრიორიტეტებს. ამ საიტის საშუალებით მოქალაქეები ასევე შეძლებენ უკეთ შეისწავლონ არსებული ბიუჯეტი; მაგალითად, ნახონ, მათ მიერ გადახდილი გადასახადებიდან რამდენი მიდის კონკრეტულ პროგრამებზე და შეადარონ ბიუჯეტის მოცულობა საქართველოს ეკონომიკის სიდიდეს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ დაუკავშირდება საქართველოს უმაღლეს აუდიტის ორგანოს, კონტროლის პალატას, რათა ვებგვერდის მუშაობაში მათი ჩართულობა უზრუნველყოს. ამით იგი შეასრულებს ვებგვერდის მიზანს – წარმოადგინოს საქართველოს ბიუჯეტის რაც შეიძლება ზუსტი და დეტალური სურათი.
- საქართველოს იმ რეგიონებისთვის, სადაც ინტერნეტი ჯერ კიდევ არ არის საყოველთაოდ გავრცელებული, შეიქმნება ძირითადი საბიუჯეტო მონაცემების გრაფიკული გამოსახულებები და ვიზუალიზაციის საშუალებები, რომლებიც რეგიონულ გაზეთებს გადაეცემა. ეს გრაფიკული გამოსახულებები მკითხველებს დაეხმარება კარგად გაიგონ მთავრობის შემოსავლების არხების ფარდობითი სიდიდეები, სხვადასხვა ტიპის ხარჯების ფარდობითი ოდენობები და ძირითადი საბიუჯეტო ინფორმაციის ახსნა–განმარტება. იმისათვის, რათა ამ გამოსახულებების ნახვის შედეგად აღქმული იქნას ის ინფორმაცია, რომელსაც ისინი შეიცავენ, მოხდება იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა გრაფიკული გამოსახულება ინფორმაციული და ვიზუალური თვალსაზრისით იყოს ბოლომდე გამართული. შეიქმნება გრაფიკული გამოსახულებების ლოკალიზებული ვერსიები, რათა რეგიონებში მკითხველები თავიანთი კონკრეტული ტერიტორიის შესახებ ინფორმაციას გაეცნონ. ისინი ასევე შეძლებენ, შეადარონ საქართველოს სხვა ნაწილების ბიუჯეტებს ეროვნულ ბიუჯეტში შეტანილი წვლილისა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების თვალსაზრისით, იმ დეტალურობით, რის საშუალებასაც ეროვნული ბიუჯეტი იძლევა.
- გამოსცემს როგორც გრაფიკული გამოსახულებების, ისე ონლაინ ბიუჯეტის კალკულატორის განახლებულ ვერსიებს (მას შემდეგ, რაც ისინი მომზადდება), რათა ისინი ემთხვეოდეს თითოეულ ახალ სახელმწიფო ბიუჯეტს, რომელიც პროექტის მიმდინარეობისას მომზადდება. პროექტის თანამშრომლები ეცდებიან, პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის წარდგენიდან რამდენიმე დღეში ბიუჯეტის კალკულატორის განახლებული ვერსია გამოაქვეყნონ და დაინტერესებულ პირებს მოუწოდონ, ბიუჯეტის თავიანთი ვერსიები გამოაქვეყნონ იმ დროს, როცა ბიუჯეტი პარლამენტში ჯერ კიდევ განიხილება. ამ პერიოდში პროექტის თანამშრომლები მოაწყობენ ქუჩის აქციებს, რომლის დროსაც გამვლელებს მოუწოდებენ თავიანთი საკუთარი ბიუჯეტის შექმნისაკენ. მაღალი თანამდებობის პოლიტიკოსებს მოუწოდებენ გაეცნონ ონლაინ კალკულატორს და მოქალაქეთა მიერ შექმნილ ბიუჯეტებს. პროექტის თანამშრომლები ორგანიზებას გაუკეთებენ შეხვედრებს მერიის თათბირების სტილში რეგიონებში, სადაც ისინი ახსნიან საქართველოს ბიუჯეტს, ახსნიან, თუ რას ნიშნავს ბიუჯეტის ასიგნებებში ცვლილებების შეტანა ადგილობრივი მოქალაქეებისათვის. ამ შეხვედრებზე დამსწრე პირთა შეფასებები პირდაპირ გადაეგზავნება საქართველოს მთავრობას, ასევე გამოქვეყნდება ონლაინ ვერსია.
- სულ მცირე ხუთი სტატია და ბლოგის სტატია, სადაც უბრალო ენით გაანალიზებული იქნება და განიხილება სახელმწიფო რესურსების განაწილება.
- სულ მცირე ხუთი ლექცია უნივერსიტეტებში და ლექცია–სემინარები სახელმწიფო ხარჯების შესახებ, კონკურსი ჟურნალისტებისათვის ბიუჯეტის საკითხებზე, ქუჩის აქციები თბილისში და ორ სხვა ქალაქში, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ხარჯების შესახებ უკეთ ინფორმირებულობას; ლექცია–სემინარი ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებისათვის ბიუჯეტის ანალიზის საკითხებზე.
Status:
Active
თანამშრომლები