სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების ხარჯები 2020 წელს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შეისწავლა სახელმწიფო რწმუნებულის ცხრა ადმინისტრაციის მიერ 2020 წელს გაწეული ხარჯები, რამაც ჯამურად 5,182,978 ლარი შეადგინა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შეისწავლა სახელმწიფო რწმუნებულის ცხრა ადმინისტრაციის მიერ 2020 წელს გაწეული ხარჯები, რამაც ჯამურად 5,182,978 ლარი შეადგინა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” წარმოგიდგენთ ინფორმაციას 2017 წლიდან 2020 წლის დეკემბრის ჩათვლით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული ხარჯების შესახებ, რაც ჯამურად 22,551,848 ლარს შეადგენს.
სენაკის საკრებულოს წევრმა, დათო ადამიამ და მისმა კომპანია - შპს “დაგიმ” 2011 წლიდან დღემდე ჯამში 87 ტენდერი მოიგო. ასევე მიიღო 80 გამარტივებული შესყიდვა. ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 6,779,143 ლარი შეადგინა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსის, ბადრი რომანაძის კომპანია „ჯორჯიან სტოუნი” ქობულეთის მუნიციპალიტეტის შესყიდვებიდან ისევ დიდ მოგებას იღებს - კომპანიამ 2020 წელს ელექტრონული ტენდერებიდან მიღებული შემოსავლის 58% (5,837,734 ლარი) ქობულეთის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან მიიღო.
აჭარის 6 მუნიციპალიტეტში (ბათუმი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო, ქობულეთი) სულ 52 ა(ა)იპი ფუნქციონირებს, სადაც 6,991 დასაქმებული პირის შრომის ანაზღაურებაზე ყოველთვიურად დაახლოები 3,444,517.35 ლარი, წლიურად კი - 41,334,208.2 ლარი იხარჯება.