მხარი დაუჭირეთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საქმიანობას შემოწირულებებით - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

მხარი დაუჭირეთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საქმიანობას შემოწირულებებით

თუ სურვილი გაქვთ საქართველოში გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება უფრო გაიზარდოს და გაძლიერდეს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საქმიანობას შემოწირულებების საშუალებით შეგიძლიათ დაეხმაროთ.

შემოწირულებების გადმორიცხვის გზები:

საკრედიტო ბართით, PayPal-ით ან ATM/Bancomat ბარათით

თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შემოწირულებით Ammando-ს საქველმოქმედო სისტემის გამოყენებით. ეს ინსტრუმენტი საშუალებას მოგცემთ თქვენი სადებეტო ბარათით, საკრედიტო ბარათით ან PayPal-ით გააკეთოთ ერთჯერადი ან რეგულარული შემოწირულებები. ჩვენ მივესალმებით ყველა სახის შემოწირობას და განსაკუთრებული მადლიერებით მივიღებთ რეგულარულ შემოწირულებებს. 

 

 

გადასახადი: Ammado გამოქვითავს ყველა შემოწულობის 5%–ს. 

 

საბანკო გადარიცხვით:

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“
 

თი-ბი-სი ბანკი (მარჯანიშვილის ქუჩა 7, 0102 თბილისი, საქართველო)

SWIFT: TBCBGE22  

Bank account for USD EUR GBP: 

GE64TB1100000062070702 

Bank account for GEL:

GE14TB1100000003700882

 

ჩვენი შემოწირულების პოლიტიკა: 

  • ჩვენ ვიღებთ შემოწირულებებს ინდივიდებისგან, კერძო სექტორისგან, თუკი შემოწირულება არ ახდენს გავლენას ჩვენი საქმიაონობის დამოუკიდებლობაზე და არ აგდებს საფრთხეში ჩვენ რეპუტაციას.
  • ჩვენ არ ვიღებთ შემოწირულებებს პოლიტიკური პარტიების, პოლიტიკოსების ან პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული პირებისგან. ჩვენ არ გვსურს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მისიასთან შეუსაბამო საქმიანობაში ჩართული წყაროებისგან დაფინანსების მიღებამ საფრთხე შეუქმნას ჩვენი, როგორც ღია ორგანიზაციის რეპუტაციას და პატიოსნებას.
  • ჩვენ არ ვიღებთ შემოწირულებებს კომპანიებისგან, რომლებიც კორუფციულ გარიგებებში იყვნენ შემჩნეულნი.
  • 1000 ევროს და მეტი ოდენობის შემოწირულებების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ჩვენ ვებგვერდზე და ორგანიზაციის წლიურ ანგარიშში და ვეცდებით იგივე გაკეთდეს უფრო მცირე შემოწირულებების შემთხვევაში. ჩვენ ასევე ჩამოვწერთ ყველა ახლანდელი და წარსული დონორების სიას. 
  • „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთვის“ გაცემული ნებისმიერი შემოწირულება უნდა იყოს საჯარო. ჩვენი დამოუკიდებლობიდან გამომდინარე, შეიძლება ჩვენი რომელიმე დონორის საქმიანობა ისევე გავაკრიტიკოთ როგორც ნებისმიერი სხვა ორგანიზაცია იმავე სიტუაციაში.

თუ გსურთ ჩვენთან დაკვშირება შემოწირულებასთან ან ნებისმიერი სხვა ფორმით თანამშრომლობასთან დაკავშირებით ან თუ გაქვთ რაიმე კითხვები, თავისუფლად მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე.

როდესაც მივიღებთ შემოწირულებას, სიამოვნებით გამოგიგზავნით დასტურის წერილს.

მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის!