''საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს'' შემოწირულობის პოლიტიკა
''საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო'' დაფინანსებას სხვადასხვა წყაროებიდან იღებს, ესენია: საერთაშორისო ფონდები, უცხოეთის ქვეყნების მთავრობები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ინსტიტუტები, ''საერთაშორისო გამჭვირვალობის'' სამდივნო, კერძო სექტორი და სხვ. შემოსავლების წყაროების სხვადასხვაგვარობა ორგანიზაციის დამოუკიდებლობის და ნეიტრალურობის ერთ-ერთი გარანტია.
''საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო'' დონორის მიერ შემოთავაზებული დაფინანსების (იქნება ეს ფულადი თუ სხვა სახის/in kind) მიღებას თანხმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს დაფინანსება არ ახდენს უარყოფით გავლენას მის რეპუტაციაზე, მიუკერძოებლობაზე და დასახული მიზნების განხორციელებაზე.
''საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო'' აღრიცხავს ყველა მიღებულ დაფინანსებას და ამ ინფორმაციას აქვეყნებს საჯაროდ ორგანიზაციის ვებ-გვერდზე და წლიური ანგარიშისა და ვებგვერდის გამოყენებით. ''საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო'' უარს ამბობს დაფინანსების მიღებაზე იმ კომპანიებისგან, რომლებიც მონაწილეობდნენ ან მონაწილეობენ კორუფციულ გარიგებებში.
''საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს'' დონორი ორგანიზაცია ისევე შეიძლება გახდეს მისი კრიტიკის ობიექტი, როგორც ნებისმიერი სხვა ორგანიზაცია, თუ ის დაარღვევს კანონს, ჩაერთვება კორუფციაში ან ჩაიდენს ნებისმიერ სხვა ქმედებას, რაც ეწინააღმდეგება ''საერთაშორისო გამჭვირვალობის'' ანტიკორუფციულ პრინციპებს. ''საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთვის'' გაწეული ნებისმიერი დახმარება (ფულადი და არაფულადი) არის საჯარო. ამ ინფორმაციის გასაიდუმლოება, მიზეზის მიუხედავად, დაუშვებელია.
ცალკეული პროექტების განსახორციელებლად „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” თანხებს იღებს საერთაშორისო და უცხოური დონორი ორგნაიზაციებისგან. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” დონორები სხვადასხვა დროს იყვნენ:
- ამერიკის იურისტთა ასოციაცია ცენტრალური ევროპისა და ევრაზიის სამართლებრივი ინიციატივა(ABA/CEELI),
- ბრიტანეთის საბჭო საქართველო,
- ბრიტანეთის საელჩო საქართველო,
- კანადის ფონდი,
- კანადის საელჩო,
- აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID),
- BP საქართველო,
- გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტი (DFID),
- ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი,
- ევროკომისიის დელეგაცია საქართველოში,
- ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OSCE),
- ეროვნული შემოწირულობა დემოკრატიისთვის (NED),
- ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო,
- ნიდერლანდების სამეფოს საელჩო,
- პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო,
- პოლონურ-ჩეხურ-სლოვაკური სოლიდარობის ფონდი,
- საბიუჯეტო პოლიტიკის პრიორიტეტების ცენტრი,
- საერთაშორისო გამჭვირვალობა, სამდივნო,
- ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო,
- ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF),
- ღია საზოგადოების ინსტიტუტი (OSI),
- შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC).