ქონებრივი უფლებები - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ქონებრივი უფლებები

მიზანი: ხალხის ქონებრივი უფლებები მთავრობის მიერ მთლიანად დაცულია, მოქალაქეებს სათანადო კომპენსაცია ეძლევათ, როცა საკუთარ მიწას სახელმწიფო პროექტებისათვის თმობენ. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“:

  • გახსნის ერთ უფასო იურიდიული კონსულტაციის ენტრს ზუგდიდში, რომელიც ქონებრივი უფლებების საკითხებზე იმუშავებს.
  • ხალხს დაეხმარება თავიანთი ქონებრივი უფლებების დაცვაში, მიაწვდის სათანადო ინფორმაციას და ბერკეტებს.
  • მოამზადებს ანალიტიკურ ბლოგებს, ანგარიშებს, ინტერვიუებს, სტატიებს, სულ მცირე თვეში ერთხელ, სადაც განხილული იქნება ქონებრივი უფლებების მხრივ არსებული ვითარება და ხაზი გაესმება აქტუალურ საკითხებს. ბლოგზე  იმუშავებენ ჟურნალისტები და აქტიური მოქალაქეები მთელი ქვეყნიდან.
  • ჩაატარებს ბლოგის წარმოების სამ ინტენსიურ ტრეინინგს 35 ჟურნალისტისათვის, აქტივისტებისა და შესაბამისი დაინტერესებული მხარეებისათვის. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელი კოორდინაციას გაუწევს ბლოგზე პოსტების განთავსებას შესაბამის რეგიონულ აქტივისტთან/ჟურნალისტთან ერთად. ქონებრივი უფლებების შესახებ მათ მიერ მომზადებული მასალები გამოქვეყნდება, როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და შესაბამისი მედიასაშუალების/ორგანიზაციის ან კერძო პირის ერთობლივი ნამუშევრები.
  • რეგიონულ გაზეთებთან ერთად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ შექმნის რეგულარულად მოქმედ „რჩევის სვეტს“. მკითხველები დასვამენ კითხვებს ქონებრივი უფლებების საკითხებზე და მიიღებენ კომპეტენტურ პასუხებს. კითხვებს ამ გაზეთების ჟურნალისტები შეაგროვებენ და ორგანიზაციას გადაუგზავნიან. თუ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კომპეტენცია და ექსპერტიზა არ იქნება საკმარისი რომელიმე კონკრეტული კითხვისთვის, მოწვეული იქნება ექსპერტი, რომელიც კითხვას „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ სახელით უპასუხებს.
  • „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ მალე გაუშვებს ვებგვერდს www.propertyrights.ge, სადაც კერძო პირებს შეეძლებათ ელექტრონულად განათავსონ და რუკაზე აღნიშნონ ქონებრივ უფლებებთან დაკავშირებული მათ წინაშე მდგარი პრობლემების შესახებ ინფორმაცია. ჩვენი იურისტები ამ პრობლემებთან დაკავშირებით გაატარებენ გარკვეულ ღონისძიებებს, რის შემდეგაც რუკაზე დაიტანება ამ პრობლემის მოგვარებისკენ გადადგმული ნაბიჯები. ვებგვერდის სტუმრებს შეეძლებათ ნახონ ძირითადად რა პრობლემებია დაკავშირებული ქონებრივ უფლებებთან, ამჟამად რა კეთდება ამ პრობლემებთან დაკავშირებით, გადაჭრილია თუ არა ისინი.
  • მონიტორინგს გაუწევს საკუთრების უფლებების აღიარების კომისიების მუშაობას, რომლებიც 73-ვე მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი საკრებულოების ფარგლებში იქმნება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ყველა მუნიციპალიტეტს გაუგზავნის „ინფორმაციის თავისუფლების” (FOI) მოთხოვნას, რათა მოიპოვოს სტატისტიკური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობენ ეს კომისიები.  (მაგალითად, სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენი მოთხოვნა დაფიქსირდა თითოეულ კომისიაში და რამდენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა სულ მიღებული მოთხოვნებიდან). ამასთან ერთად, მონიტორინგი ჩაუტარდება კომისიების მუშაობის ეფექტურობას: თითოეულ კომისიაში კონკრეტული მოთხოვნით მიგზავნილი იქნება საიდუმლო კლიენტი. ამ მონიტორინგის შედეგები კი გამოქვეყნდება.
  • გააანალიზებს შემთხვევებს, როცა მოქალაქეები სახელმწიფოს ქონებას ჩუქნიან, განსაკუთრებით თუ ეს შემთხვევები ერთსა და იმავე ადგილას ხდება. ეს შეიძლება მიანიშნებდეს იმას, რომ კერძო პირებზე ხორციელდება ზეწოლა ქონების დათმობის მიზნით.
  • „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ საპარლამენტო პროგრამასთან თანამშრომლობით, პარლამენტში მიმდინარე მოვლენებზე მოხდება დაკვირვება  და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მონაწილეობას მიიღებს კანონპროექტების შექმნაში. იგი პარლამენტს ქონებრივი უფლებების საკითხებზე ალტერნატიული საკანონმდებლო ინიციატივებით მიმართავს. ამასთან ერთად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“  მოამზადებს სპეციალურ დოკუმენტს, რომლითაც დარეგულირდება გადაადგილების საკითხები საინვესტიციო პროექტების შემთხვევაში. კანონში შესატანი ცვლილებების პროექტებს მოვამზადებთ მსოფლიო ბანკის სტანდარტების შესაბამისად და საბოლოოდ წარვუდგენთ პარლამენტს.
ქონებრივი უფლებები - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

Error

The website encountered an unexpected error. Please try again later.