ანტიკორუფციული კვირეული 2012: დაგეგმილი ღონისძიებები - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ანტიკორუფციული კვირეული 2012: დაგეგმილი ღონისძიებები

07 დეკემბერი, 2012

კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 10-დან 14 დეკემბრის ჩათვლით აწყობს ანტიკორუფციულ კვირეულს, რომლის ფარგლებშიც გაიმართება პრეზენტაციები და განხილვები ჩვენი ქვეყნისათვის ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და კორუფციის აღმოფხვრა ყველა დონეზე. კვირეულის სრული განრიგი შეგიძლიათ იხილოთ ფლაერში.

დიდი იმედი გვაქვს, რომ თქვენც ჩაერთვებით ჩვენს კვირეულში! გთხოვთ დარეგისტრირდეთ თქვენთვის საინტერესო ყველა ღონისძიებაზე ქვემოთ მოცემული ბმულების მეშვეობით.


10 დეკემბერი

ანგარიშის პრეზენტაცია: ცენტრ პოინტ ჯგუფი – ყველაზე დიდი სამშენებლო სკანდალი საქართველოში. სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“ (12:00-13:00)


11 დეკემბერი

დისკუსია: კორუფცია საქართველოში და ახალი სტუდენტური პროექტი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ელსა თბილისი) (17:00 - 18:00)

დისკუსია: კორუფცია საქართველოში და ახალი სტუდენტური პროექტი. საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები (18:30 - 20:00)


12 დეკემბერი

დაჯილდოება: სტუდენტთა კონკურსი ანტიკორუფციულ დღესთან დაკავშირებით. იუსტიციის სამინისტრო. (11:00 - 12:00)

ანგარიშის პრეზენტაცია: ღია მმართველობა საქართველოში - მიღწევები და გამოწვევები. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა (15:30 - 16:30)


13 დეკემბერი

დისკუსია: კორუფცია საქართველოში და ახალი სტუდენტური პროექტი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ექვემდებარება დადასტურებას) 

ფილმის პრეზენტაცია: საკუთრების უფლებები საქართველოში: აჭარა და სვანეთი. წიგნის მაღაზია ლიგამუსი (19:00 - 20:30) 

14 დეკემბერი

კონფერენცია: საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკა. სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“ (12:00-14:00)

 

ანტიკორუფციული კვირეული 2012: ღონისძიებები

 

print
ანტიკორუფციული კვირეული 2012: დაგეგმილი ღონისძიებები - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

Error

The website encountered an unexpected error. Please try again later.