მერიის წარმატებული მცდელობა- მოქალაქეების ჩართულობა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში
მერიის სამსახურმა შექმნა ახალი ვებგვერდი, სადაც თბილისის მოსახლეობას შეუძლია, მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას ხმა მისცეს იმ საკითხებს, რასაც ის ქალაქისთვის პრიორიტეტულად თვლის. გვერდის მომხმარებლებს შეუძლიათ, კენჭი უყარონ ხარჯების გაზრდას, მათ შემცირებას, დატოვონ ხარჯები იგივე ან საერთოდ გააუქმონ დაფინანსება რიგი პროგრამებისათვის. ჩვენ ვთვლით, რომ ეს შესანიშნავი ინიციატივაა. ის წაახალისებს მოქალაქეებს, ჩაერთონ ქალაქის მართვაში და უზრუნველყონ ფულის ხარჯვა ისეთ პროგრამებზე, რომლებიც ყველაზე საჭირო და აუცილებელია. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, ეწვიოს ვებგვერდს და შეავსოს კითხვარი.
თუმცაღა, გვინდა, აღვნიშნოთ, რომ ვეჭვობთ, წლევანდელი წლის გამოკითხვის შედეგები საბოლოო ბიუჯეტში აისახოს. ბიუჯეტი მერიის სამსახურს თბილისის საკრებულოსათვის 15 ნოემბერს უნდა გადაეგზავნა, ხოლო მოქალაქეთა მიერ ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობის შესახებ ინიციატივა მხოლოდ 12 ნოემბერს გამოცხადდა. 3 დღე ალბათ არ არის საკმარისი დრო საჭირო რაოდენობის პასუხების შესაკრებად. საბოლოო ვადა საკრებულოსათვის, რათა მან დაუბრუნოს ბიუჯეტის პროექტი მერიის სამსახურს გადასახედად 25 ნოემბერია და ჩვენ მოვუწოდებთ მერიის სამსახურს, გამოკითხვის შედეგები გახადოს სრულად საჯარო აღნიშნული ვადის ამოწურვამდე საკმაო ხნით ადრე, რათა საკრებულომ მოახდინოს საზოგადეობრივი აზრის ჩართვა თავის კომენტარებში.
მოხარულები ვართ, რომ ქალაქის მმართველობის ინიციატივით უკვე მოსახლეობაც ჩაერთო მართვის პროცესში და გვაქვს რიგი შეთავაზებებისა მერიისათვის, რომ ვებგვერდი კიდევ უფრო გამოსადეგი გახდეს:
- თუ კითხვარში ჩამოთვლილი ყოველი პროგრამის გასწვრივ მითითებულ იქნება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი იხარჯება აღნიშნულ პროგრამაზე ლარებში და საერთო ბიუჯეტის რამდენ პროცენტს შეადგენს გახარჯული თანხა, მოქალაქეებს გაუადვილდებათ სწორი გადაწყვეტილების მიღება.
- თუ მოიხსნება პირადი ნომრის მითითების საჭიროება მანამ, სანამ მომხმარებლები არ შეავსებენ კითხვარს, ეს ერთგვარი გარანტი იქნება იმისა, რომ კითხვარების შევსება მოხდება მოქალაქეთა რეალური ინტერესების გათვალისწინებით, რაც წაახალისებს აგრეთვე სხვა მომხმარებლებს, შეავსონ კითხვარი. დარეგესტრირება შეიძლება მხოლოდ ელექტრონული მისამართის მითითებით მოხდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული მრავალჯერადად კითხვარის შევსება.
- მომხმარებლებისათვის დამადასტურებელი ნომრის მინიჭება კითხვარის შევსების შემდეგ და კითხვარების შევსების პერიოდის დამთავრების შემდეგ ყველა შევსებული კითხვარის ონლიან გამოქვეყნება, კიდევ ერთი დასტური იქნება მომხმარებლისთვის, რომ მათი პასუხები რეალურად აისახა კვლევაში.
- მომავალში საბიუჯეტო მონაცემების სრულად გამოქვეყნება ონლაინ რეჟიმში მოქალაქეებს დაუმტკიცებს, რომ მათი სურვილები თუ პრიორიტეტები ბიუჯეტში აისახა. დამატებით, კარგი იქნება, ისეთი ანგარიშის გამოქვეყნება, სადაც აისახება, რა გავლენა იქონია კითხვარის შედეგებმა ბიუჯეტზე.
- მომხმარებლებისათვის არჩევანის შეცვლის საშუალების მიცემა, რათა გამოკითხვის შედეგები მაქსიმალურად იყოს ადაპტირებული მოქალაქეების ცვალებად საჭიროებებთან.
- იმის უზრუნვყოფა, რომ მომხმარებელთა პრეფერენციებთან მათი პირადი ნომრების მიბმით შეგროვებული მონაცემები არ იქნას გამოყენებული საარჩევნო კამპანიისათვის 2012 წლის არჩევნების წინ.
- თუ მომავალ წელს გამოკითხვის პროცესი დაიწყება საბიუჯეტო ვადებიდან გარკვეული ხნით ადრე, საბოლოო ბიუჯეტში უკვე მოქალაქეთა სურვილები და პრეფერენციები აისახება. ჩვენს მიერ შემოთავაზებული პერიოდია სექტემბერი, რადგან თვითმმართველობები საბიუჯეტო განაწილების წინასწარ გეგმას ფინანსთა სამინისტროდან ოქტომბრის დასაწყისში იღებენ.