მარნეულის მუნიციპალიტეტი საჯარო ინფორმაციის პროაქტიურად გამოქვეყნების კანონით დადგენილ სტანდარტებს არ იცავს
მარნეულის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთია იმ თვითმმართველ ერთეულებს შორის, რომელსაც საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი ამ დრომდე არ აქვს მიღებული, რითაც არღვევს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს. კოდექსის თანახმად, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მომწესრიგებელი ნორმატიული აქტები მუნიციპალიტეტებს 2013 წლის 1 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ.
ჩვენ გადავამოწმეთ მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი (www.marneuli.gov.ge), მისი ინფორმირებულობისა და გამჭვირვალობის დონე კი მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად შევაფასეთ.
როგორც ჩატარებულმა კვლევამ ცხადჰყო, მარნეულის მუნიციპალიტეტი საჯარო ინფორმაციის უმეტეს ნაწილს ვებ-გვერდზე არ აქვეყნებს:
საკრებულოს შემთხვევაში გამოქვეყნებულია მხოლოდ საკრებულოს დებულება (რეგლამენტი), საკრებულის გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში, დადგენილებების მცირე ნაწილი და სხდომის ოქმები. სხვა დანარჩენი, მათ შორის საკრებულოს წევრთა ვინაობა თუ თანამდებობის პირთა შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი;
მერიის შემთხვევაშიც საჯარო ინფორმაციის დიდი ნაწილი არ არის გამოქვეყნებული - ხელმისაწვდომია ინფორმაცია მხოლოდ მერიის სტრუქტურაზე, თანამდებობის პირებზე, მერიის ფუნქციებსა და შემუშავებულ სტატეგიებზე.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ გრაფიკებში:
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მარნეულის მუნიციპალიტეტს მოუწოდებს:
უახლოეს დროში შეასრულოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულება და მიიღოს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტი;
უზრუნველყოს ინფორმაციის სრული სახით ატვირთვა/განახლება ოფიციალურ ვებ-გვერდზე.