საქართველოს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი შემოდის - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საქართველოს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი შემოდის

29 სექტემბერი, 2010

1 ოქტომბერს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოშიც დაიწყებს ფუნქციონირებას. პირველ ეტაპზე ნაფიცი მსაჯულები მხოლოდ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობების საქმეებს განიხილავენ, და მხოლოდ თბილისში. თუმცა საზოგადოების პრაქტიკული მმართველობის სფეროში საზოგადოების მეტი ჩართულობა მნიშვნელოვანი ამოცანაა,ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება დაბალი ნდობის მქონე სასამართლო სისტემის იმიჯის გამოსწორების მცდელობად შეიძლება მივიჩნიოთ. ასევე გამოითქმება იმედი, რომ ნაფიცი მსაჯულები საქართველოს სასამართლოებში გამამართლებელი განაჩენის გამოტანის უკიდურესად დაბალი მაჩვენებელის (1%–ზე ნაკლები) გამოსწორებას შეძლებენ. საზოგადოების ინფორმირების კამპანია უკვე დაწყებულია ტელევიზიისა და ბილბორდების საშუალებით. თუმცა ჯერ–ჯერობით ნაკლები ინფორმაციაა ხელმისაწვდომი იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს რეალურად ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი და როგორ მოქმედებს. გზავნილის „1 ოქტომბრიდან შენ ხარ მოსამართლე“ ერთადერთი დამატებაა წერილი, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის სახელით ეგზავნება თბილისის ყველა მცხოვრებს. წერილში მხოლოდ რამდენიმე ძირითადი საკითხია მოკლედაა მოცემული. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ჩავთვალეთ, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს 2007 წლის ანგარიში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღების შესახებ მეტი ინფორმაციის მომწოდებელი შეიძლება იყოს, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში ეს საკითხი ჯერ კიდევ მსჯელობის საგანი იყო და საკანონმდებლო ინიციატივაც საბოლოო სახით არ იყო ჩამოყალიბებული.

Author: Mariam Gabedava