სამეგრელოს მუნიციპალიტეტების საკრებულოების თანამდებობის პირთა და მათი ოჯახის წევრების მონაწილეობა კომერციულ საქმიანობაში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

სამეგრელოს მუნიციპალიტეტების საკრებულოების თანამდებობის პირთა და მათი ოჯახის წევრების მონაწილეობა კომერციულ საქმიანობაში

01 ივნისი, 2015

 

საქართველოს კანონი საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ განსაზღვრავს იმ თანამდებობის პირთა სიას, რომლებიც ვალდებულნი არიან თანამდებობაზე დანიშვნიდან ორი თვის ვადაში წარადგინონ ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია.

დეკლარაციის წარუდგენლობა ან/და არასრულად შევსება, მათ შორის საკუთარი და ოჯახის წევრების ქონებრივი თუ ეკონომიკური ინტერესების არასრულად ასახვა წარმოადგენს კანონდარღვევას და ამავდროულად, შეიცავს კორუფციის საფრთხეებსაც.

ამჯერად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოების ყველა თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია შევისწავლეთ და წარმოგიდგენთ ინფორმაციას:

  • საკრებულოს იმ თანამდებობის პირთა შესახებ, რომლებმაც დეკლარაციაში არასრულად წარადგინეს ინფორმაცია საკუთარი ან/და ოჯახის წევრთა კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ;

  • საკრებულოს თანამდებობის პირთა და მათი ოჯახის წევრებთან დაკავშირებული კომპანიების შესახებ, რომლებმაც სახელმწიფო ელექტრონულ ტენდერებში მიიღეს მონაწილეობა ან/და გამარტივებული შესყიდვის გზით მიაწოდეს საქონელი და მომსახურება საჯარო უწყებებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 32–ე მუხლი თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირები არიან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს კომისიის და ფრაქციის თავმჯდომარეები;

ამავე კოდექსის 39–ე მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები წესრიგდება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით.

„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–13 მუხლის მე–4 პუნქტის თანახმად, თანამდებობის პირს უფლება არ აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე საწარმოში.

ფოთის საკრებულო

ალექსანდრე თოფურია - ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე

ალექსანდრე თოფურიამ დეკლარაცია 2014 წლის 2 დეკემბერს შეავსო, თუმცა მას საკუთარი ოჯახის წევრთა ბიზნესწილები დეკლარაციაში სრულად არა აქვს ასახული. კერძოდ, მისი მეუღლე ეთერი თოფურია წილებს ფლობს შემდგო კომპანიებში:

სევერიანე შენგელია - ქალაქ ფოთის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე

სევერიანე შენგელიამ დეკლარაცია 2014 წლის 10 სექტემბერს შევასო, დეკლარაციაში მოყვანილი მონაცემების თანახმად, ის ამ დრომდე არის შპს „ჯი ეს მაგდუსი“-ს (ს/კ 415080977) დირექტორი, რითიც ირღვევა საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი.

სევერიანე შენგელაია ამავდროულად არის შპს „ჯი ეს“ (ს/კ 415083787) 100% წილის მფლობელი და დირექტორიც, თუმცა ეს ინფორმაცია მას დეკლარაციაში არ აქვს ასახული, რაც ასევე წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობის დარღვევას.

წალენჯიხა

თემურ ღვინჯილია - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

თემურ ღვინჯილიას 2014 წლის 8 სექტემბერს შევსებული დეკლარაციის თანახმად, შპს „შე-ლი“-ს (ს/კ 442728274) მეწილეა. ამ შპს-სგან 2012 წლის 22 აგვისტოს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამარტივებული წესით შეისყიდა სამშენებლო სამუშაოები სტიქიის შედეგად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ობუჯში დაზიანებული ხიდის აღდგენის მიზნით, რომლის ღირებულებამაც 30 069 ლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში თემურ ღვინჯილია საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციას არ იკავებდა.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, თემურ ღვინჯილია 2013 წლის 25 ივლისიდან (შპს-ს რეგისტრაციის მომენტიდან) 2014 წლის ივნისამდე იყო შპს „მშენებელი 777“-ის (ს/კ 442729273) 100 % წილის მფლობელი და დირექტორი, 2014 წლიდან კი აღნიშნული წილი გადავიდა პაატა ჭანტურიას საკუთრებაში, რომელიც ამავე დროს მისი დირექტორიცაა.

შპს „მშენებელი 777“-სგან წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ გამარტივებული წესით, 2013 წლის აგვისტოდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით, მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები ექვსჯერ იქნა შესყიდული. ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხა ჯამში 316 796,74 ლარი იყო, კერძოდ, თემურ ღვინჯილიას საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევამდე გაფორმდა პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულებები:

საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ კი:

  • 02.12.2014 (CMR140192385) - 178 106.74 ლარი

ყველა შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია წალენჯიხის მუნიციპალიტეტია, შესყიდვის მიზანი კი სტიქიიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარება.

თემურ ღვინჯილია ასევე არის შპს „წალენჯიხის საგზაოს“ (ს/კ 442728522) 20% წილის მფლობელი, რომლისგანაც 2012 წლის აგვისტოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამარტივებული წესით სამჯერ შეისყიდა სხვადასხვა სახის სამშენებლო სამუშაო (გზის რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხისა და მდინარის კალაპოტის გაწმენდა):

შპს „წალენჯიხის საგზაომ“, 2011 წლიდან 2014 წლის ჩათვლით, ხუთ ელექტრონულ ტენდერში მიიღო მონაწილეობა, გაიმარჯვა მხოლოდ ერთში - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ 2012 წელს გამოცხადებულ ტენდერში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტომობილების შეკეთების მომსახურების შესყიდვის მიზნით, რაშიც წალენჯიხის გამგეობის მიერ 7 400 ლარი იქნა გადახდილი.

თვითმმართველი თემი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

გიორგი კუკავა - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების გამოყენების და მართვის კომისიის თავმჯდომარე

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, გიორგი კუკავა რამდენიმე შპს-ს მეწილე და დირექტორია, თუმცა მას დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი სხვა კომპანიებთან ერთად ფლობს 100% წილს შპს GL Group-ში (ს/კ-419985476) და არის მისი დირექტორიც.

გარდა ამისა, გიორგი კუკავა ფლობს შპს „ლაზიკ ლიმიტედ“-ის (ს/კ-419989775) 20%-იან წილს და ამავდროულად არის მისი დირექტორი. რეესტრის მონაცემების თანახმად, 2013 წელს რეგისტრირებული კომპანია თხილის შესყიდვა, გადამუშავება, რეალიზაციაზეა ორიენტირებული, ამავე საქმიანობითაა დაკავებული შპს „ჯ.ნ.მ.“ (419982898), რომლის 50% წილს ფლობს გიორგი კუკავა და ასევე მისი დირექტორია. ამ ორი უკანასლენ კომპანიაში მონაწილეობა მას დეკლარაციაში ასახული აქვს.

დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ სამეწარმეო საქმიანობიდან 2013 წელს 2540 ლარი მიიღო. ის გარემოება, რომ გიორგი კუკავა საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეობასთან ერთად რამდენიმე შპს-ს დირექტორია, წარმოადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევას.

გონელ ნაჭყებია - ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე

გონელ ნაჭყებია შპს „მერე“-ს (ს/კ-219996225, ძველი ს/კ-220398255) 80% წილის მფლობელია, შპს-ს 20% წილის თანამფლობელი მისი და როზა ნაჭყებიაა, რომელიც ამავდროულად კომპანიის დირექტორიცაა, აღნიშნული ინფორმაცია კი გონელ ნაჭყებიას დეკლარაციაში არ აქვს შეტანილი. რეესტრის მონაცემებით, შპს-ს საქმიანობის სფერო ფართოა და მოიცავს როგორც ვაჭრობას, ასევე ტურიზმის განვითარებას, მედიცინას, მშენებლობას და ა.შ.

ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, რომ იკვეთება თანამდებობის პირთა მიერ კანონდარღვევის შემდეგი შემთხვევები:

მიუხედავად იმისა, რომ სახეზეა კანონის აშკარა დარღვევა, ქართული კანონმდებლობა მსგავს შემთხვევებზე რეაგირების ეფექტიან მექანიზმებს არ ითვალისწინებს. არც საჯარო სამსახურის ბიუროს და არც რომელიმე სხვა უწყებას არ ევალება თანამდებობის პირების მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციების გადამოწმება, საჭიროების შემთხვევაში, შესწორება ან სანქციების დაკისრება. ჩვენ ამ პრობლემის შესახებ არაერთხელ გვისაუბრია და სამართლებრივი ხვრელის გამოსწორების მიზნით საკანონმდებლო წინადადებაც შევიმუშავეთ, რომელსაც, იმედი გვაქვს, პარლამენტი უახლოეს მომავალში განიხილავს.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“