სავიზო პოლიტიკის გადახედვის მეოთხე მცდელობა
გამკაცრებული სავიზო რეგულაციები, რომელიც 2014 წლის 1 სექტემბერს შევიდა ძალაში, არაერთხელ გახდა კრიტიკის საგანი. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულმა ახალმა კანონმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ გაუმართლებელი ბარიერები დაუწესა საქართველოში ტურისტული, ოჯახის გაერთიანების თუ მუშაობის მიზნით ჩამოსვლის მსურველ უცხოელებს და ქვეყნის საინვესტიციო გარემოც დააზარალა. ამ უარყოფითი ეფექტების გამო, ეს კანონი უკვე სამჯერ შეიცვალა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აქტიურად ადევნებდა თვალს ამ რეფორმას და არაერთხელ უსაუბრია საიმიგრაციო პოლიტიკაში არსებულ პრობლემებზე. ახალი კანონით შექმნილი უმნიშვნელოვანესი პრობლემები ჩვენ დეტალურად აღვწერეთ და მთავრობას კონკრეტული რეკომენდაციებით ჯერ კიდევ 2014 წელს მივმართეთ, რომელთა მხოლოდ მცირედი ნაწილი იქნა გათვალისწინებული და ქვეყნის სავიზო-საიმიგრაციო პოლიტიკაში კვლავ ბევრი პრობლემა დარჩა მოუგვარებელი. სწორედ ამიტომ, რამდენიმე თვის წინ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადება წარუდგინა, რომლითაც დღესღეობით ჯერ კიდევ არსებული პრობლემების ეფექტური გადაწყვეტა შევთავაზეთ. ბოლო ინფორმაციით, ჩვენი წინადადების განხილვა საგარეო საქმეთა კომიტეტში 30 მარტს უნდა შედგეს.
საგულისხმოა, რომ ჩვენი წინადადების წარდგენის შემდეგ, 13 მარტს მთავრობამ კანონში შესატანი რიგით მეოთხე ცვლილებების პროექტი დაარეგისტრირა პარლამენტში, რომელიც ჩვენი რეკომენდაციების დიდ ნაწილს ითვალისწინებს. ამ პროექტის განხილვა საკომიტეტო მოსმენებზე დღეს, 27 მარტს იწყება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიესალმება მთავრობის გადაწყვეტილებას, მნიშვნელოვნად გაამარტივოს გაუმართლებლად გამკაცრებული სავიზო რეგულაციები. ეს ცალსახად წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის ტურისტული მიმზიდველობის გაზრდის თვალსაზრისით. თუმცა ვფიქრობთ, წარმოდგენილი ცვლილებები საკმარისი არ არის საიმიგრაციო პოლიტიკაში არსებული პრობლემების გამოსასწორებლად და მიზანშეწონილად მიგვაჩნია, კანონში შეიცვალოს სხვა ნორმებიც, რომლებიც საქართველოში სამუშაო, სასწავლო თუ ოჯახის გაერთიანების მიზნით ასაღებად დაუსაბუთებელ ბარიერებს ქმნის. კერძოდ, თუ პარლამენტი ცვლილებას წარმოდგენილი სახით მიიღებს, კანონში კვლავ დარჩება ყველაზე პრობლემატური ნორმა, რომლის თანახმადაც ბინადრობის ნებართვაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება იყოს „უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ“. ამ ნორმის ბოროტად გამოყენებამ უახლოეს წარსულში სერიოზული პრობლემები შეუქმნა საქართველოში სწავლის, მუშაობისა და ცხოვრების მსურველ უცხოელ მოქალაქეებს, მათ შორის – ინვესტორებს.
ქვემოთ წარმოდგენილი შედარება მოქმედ კანონს, მთავრობისა და ჩვენს ინიციატივებს შორის ცხადყოფს იმ დარჩენილ სირთულეებს, რომლებიც მთავრობის ინიციატივის მიღმა რჩება.
ძირითადი ცვლილებები
ცვლილების არსი |
მოქმედი კანონი |
ჩვენი წინადადება |
მთავრობის ინიციატივა |
მოწვევის დეფინიცია |
საქართველოს მოქალაქის, ბინადრობის ნებართვის მქონე პირის ან რეგისტრირებული იურიდიული პირის წერილობითი შუამდგომლობა უცხოელის საქართველოში ჩამოსვლისა და ჩამოსვლის მიზნის თაობაზე |
– |
განიმარტება უფრო ფართოდ: წერილობითი შუამდგომლობის შემცვლელი ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება უცხოელის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი |
ვიზის გაცემა ელექტრონულად |
– |
უცხოელმა საქართველოში ნებისმიერი კატეგორიის ვიზის მისაღებად დოკუმენტები შესაძლებელია ვიზის გამცემ ორგანოს მიაწოდოს ელექტრონული ფოსტით. საჭიროების შემთხვევაში, ვიზის გამცემმა ორგანომ ვიზის მსურველი შესაძლოა მიიწვიოს გასაუბრებაზე. |
საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხოელზე გასცემს ელექტრონულ ვიზას სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის მეშვეობით. საჭიროების შემთხვევაში, ვიზის გამცემმა ორგანომ ვიზის მსურველი შესაძლოა მიიწვიოს გასაუბრებაზე. მოკლევადიანი ვიზის გაცემა 2 დღის ვადაში. მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება, თუ რა კატეგორიის ვიზების გაცემა იქნება შესაძლებელი ვებგვერდის მეშვეობით. |
ვიზის გაცემა სახელწიფოში, სადაც არ არსებობს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა |
– |
– |
იმ უცხოელთათვის, რომლის მოქალაქეობის ქვეყანაშიც საქართველოს არ აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა, ვიზის გაცემა შესაძლოა მიენდოს მესამე სახელმწიფოს, რომელსაც ამ ქვეყანაში აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა. |
მესამე ქვეყანაში ვიზის აღების შესაძლებლობა |
უცხოელს, რომლის მოქალაქეობის ქვეყანაშიც საქართველოს აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა და რომელიც იმყოფება მესამე სახელმწიფოში, შეუძლია საქართველოს ვიზის მისაღებად მიმართოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში მდებარე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას, თუ მას აქვს იმ ქვეყნის მოქმედი მრავალჯერადი ვიზა ან ბინადრობის ნებართვა. ამ ვიზის ან ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა 3 თვით უნდა აღემატებოდეს საქართველოში მოთხოვნილი ვიზის მოქმედების ვადას. |
უცხოელს, რომელიც კანონიერი საფუძვლით იმყოფება მესამე სახელმწიფოში, შეუძლია საქართველოს ვიზის მისაღებად მიმართოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში მდებარე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. |
უცხოელისთვის მესამე ქვეყანაში ვიზის ასაღებად აღარ იქნება აუცილებელი თავის მოქალაქეობის ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის არსებობა. |
უძრავი ქონების ფლობა, როგორც ვიზის/ბინადრობის ნებართვის გაცემის საფუძველი |
– |
მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელმაც შეიძინა 150 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონება საქართველოში. |
ახალი, D5 კატეგორიის ვიზა: უცხოელს, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიაზე გააჩნია უძრავ ნივთზე საკუთრება (გარდა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 35 000 აშშ დოლარს. ასევე მისი ოჯახის წევრებისთვის. ვიზა გაიცემა ერთი წლის მოქმედების და ყოფნის ვადით. აღების ვადა განაცხადის წარდგენიდან არაუმეტეს 10 დღე. ასევე წესდება იგივე საფუძვლის ბინადრობის ნებართვა ერთწლიანი მოქმედების ვადით. |
ვიზის ვადის გაგრძელება ქვეყნის ტერიტორიაზე |
საქართველოში შესაძლებელია მხოლოდ დიპლომატიური და სპეციალური ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელება. |
– |
შესაძლებელი ხდება ასევე სასწავლო (D3) და უძრავი ქონების მესაკუთრეების (D5) ვიზის მფლობელებისთვის ვიზის გაგრძელება. |
ქვეყანაში უვიზოდ შემოსვლის დამატებითი შესაძლებლობა |
– |
უცხოელებზე, რომლებიც ბინადრობის ნებართვის საფუძველზე ცხოვრობენ ისეთ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა, ვრცელდება ამ ქვეყნის მოქალაქეების იდენტური სავიზო რეჟიმი. |
უცხოელებს, რომლებსაც გააჩნიათ ბინდარობის ნებართვა ან/და ვიზა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით გასაზღვრულ ქვეყნებში, შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა, ამავე დადგილებით განსაზღვრული ვადით და პირობებით. |
ბინდარობის ნებართვის ტიპის შეცვლა |
შეუძლია აიღოს მხოლოდ იმ ტიპის ბინადრობის ნებართვა, რა ტიპის ვიზითაც იმყოფება ქვეყანაში. |
– |
საქართველოში მყოფ უცხოელს, რომელსაც უკვე აქვს ბინადრობის ნებართვა შეუძლია აიღოს სხვა ტიპის ბინადრობის ნებართვა თუ აკმაყოფილების მის მოთხოვნებს. |
ჩვენი წინადადებით განსაზღვრული ცვლილებები, რომელიც არ არის გათვალისწინებული მთავრობის ინიციატივაში
ცვლილების არსი |
მოქმედი კანონი |
ჩვენი წინადადება |
მთავრობის ინიციატივა |
ბინდარობის ნებართვის აღებაზე უარის თქმის საფუძველი |
ბინადრობის ნებართვაზე უარის თქმის საფუძველი – „არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ“ |
გაუქმდეს ეს საფუძველი |
დატოვებულია უცვლელად |
ბინადრობის ნებართვის აღების ვადა |
განაცხადის შეტანიდან 30 დღე, დამატებითი თანხის გადახდის შემთხვევაში შესაძლოა შემცირდეს 10 დღემდე. |
განაცხადის შეტანიდან 10 დღე |
უცვლელია |
ქვეყანაში ყოფნის ვადა |
90 დღე 180-დღიან პერიოდში |
მთავრობის დადგენილებით განისაზღვროს ქვეყნები რომლის მოქალაქეებსაც შეეძლებათ ქვეყანაში 360 დღემდე ყოფნა. |
დაემატა ვიზის ახალი კატეგორია (D5), ქვეყანაში უძრავი ქონების მფლობელთათვის განკუთვნილი რომლის მფლობელებსაც შეეძლებათ ქვეყანაში 1 წლით დარჩენა. |