ENG

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ბიოგრაფიები

22 სექტემბერი, 2019

 

2019 წლის 10 მაისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენად კანდიდატთა შერჩევის პროცესი დაიწყო, რომელიც თითქმის 4 თვე გაგრძელდა. 2019 წლის 4 სექტემბერს საბჭომ პარლამენტისთვის წარსადგენი 20 კანდიდატი აირჩია, რომელთაც პარლამენტი განიხილავს და კენჭს უყრის.  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მთელი პროცესის მანძილზე აკვირდებოდა კანდიდატებთან გასაუბრებებს. 

წარმოგიდგენთ შერჩეული კანდიდატების მოკლე ბიოგრაფიებს, მათ მიერ განხილულ გახმაურებულ საქმეებს, მონაცემებს მათი ფინანსური მდგომარეობის შესახებ, კავშირებს სასამართლოში არსებულ გავლენიან მოსამართლეებთან თუ ხელისუფლებასთან და კანდიდატის შესახებ სხვა დამატებით საინტერესო ინფორმაციას.

გიორგი მიქაუტაძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, თბილისის საქალაქო სასამართლოს უვადო მოსამართლე

დაიბადა 1982 წლის 6 სექტემბერს, ქ. თბილისში

განათლება:

2004 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაქულტეტი;

2010-2011 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი;

სამუშაო გამოცდილება:

აქვს მოსამართლედ მუშაობის 8 წლიანი გამოცდილება. ამ პერიოდში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე, ხოლო 2015 - 2017 წლებში იკავებდა ამავე სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციას. 2017 წელს გახდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ხოლო მოგვიანებით - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

სასამართლო სისტემაში მოსვლამდე მუშაობდა  პროკურორად.

კავშირები:

გიორგი მიქაუტაძე სასამართლო სისტემაში არსებულ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერად მოიაზრება:

  • 2010 წელს, მიხეილ ჩინჩალაძის უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარეობის დროს, იყო სამდივნოს უფროსი;
  • არის პარლამენტის წევრის, ვანო ზარდიაშვილის, კურსელი და ახლო მეგობარი. ზარდიაშვილი წლებია საბჭოში არსებულ გავლენიან მოსამართლეებსა და ხელისუფლებას შორის საკონტაქტო პირად მიიჩნევა.

გახმაურებული საქმეები

  • გიორგი მიქაუტაძის სახელს უკავშირდება პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით 2012 წლის ივლისში განხილული საქმე, სადაც მან პოლიტიკური პარტიებისთვის თანხის უკანონო შემოწირულობის გამო 17 პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულებს შორის ძირითადად ოპოზიციური პარტიების შემომწირველი პირები იყვნენ.

გასაუბრების მიმდინარეობა და კანდიდატის შეფასება:

გასაუბრება 5 საათისა და 10 წუთის მანძილზე მიმდინარეობდა. საბჭოს წევრებს მიეცათ კითხვების დასმის შესაძლებლობა მეტნაკლებად მშვიდ გარემოში. იყო შემთხვევები, როდესაც საბჭოს ერთ-ერთი წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის მიერ დასმული კითხვების რაოდენობამ და შინაარსმა საბჭოს ზოგიერთი წევრის გაღიზიანება გამოიწვია.

მიუხედავად იმისა, რომ გასაუბრება საკმაოდ ხანგრძლივად მიმდინარეობდა, კანდიდატი მთელი პროცესის მანძილზე იყო გაწონასწორებული, კითხვებს სცემდა მეტნაკლებად ვრცელ და ამომწურავ პასუხებს. მწვავე კითხვები ძირითადად  საბჭოში კრიტიკულად განწყობილი ორი არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის მიერ დაისვა. მართალია, კანდიდატი კვალიფიკაციის მიმართულებით გასაუბრებაზე დამაჯერებლად გამოიყურებოდა, თუმცა მწვავე კითხვებზე მის მიერ გაცემული პასუხებით, მან სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფის მიმართ აშკარა მხარდაჭერა გამოხატა.

დამატებითი ინფორმაცია:

  • გიორგი მიქაუტაძემ 2017 წლის მაისში მხარი დაუჭირა მიხეილ ჩინჩალაძის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დანიშვნის საკითხს;
  • 2018 წლის 24 დეკემბერს, კონსტიტუციური პრინციპების უგულებელყოფით,   უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კაციანი პრობლემური სია წარადგინა, რომლის ერთ-ერთი წევრი თავად იყო;
  • 2018 წლის 27 დეკემბერს მხარი დაუჭირა ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნის საკითხს;
  • მისი მეუღლე, მაია კვირიკაშვილი, 2018 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა;
  • საჯაროდ, სისტემატიურად, აფიქსირებდა გავლენიანი ჯგუფის მხარდამჭერ განცხადებებს.

ინფორმაცია ფინანსური მდგომარეობის შესახებ:

ოჯახის წლიური შემოსავალი: 164 189 ლარი

გიორგი მიქაუტაძე

90 675 ლარი

მაია კვირიკაშვილი (მეუღლე)

73 514 ლარი

ოჯახის ჯამური ვალდებულებები:

სესხის ხელშეკრულება, 2014 წელი

ღირებულება - 25 000 დოლარი

სესხის ხელშეკრულება (განვადება), 2018 წელი

ღირებულება - 1 695 ლარი

სესხის ხელშეკრულება (განვადება), 2018 წელი

ღირებულება - 3 193 ლარი

სესხის ხელშეკრულება, 2019 წელი

ღირებულება - 20 000 ლარი

* ფინანსური ინფორმაცია 2019 წლის დეკლარაციის მიხედვით, დეკლარაცია

**დეტალური ინფორმაცია კანდიდატზე იხ: https://bit.ly/2lWz8Wl

 

შალვა თადუმაძე                                                                    

გენერალური პროკურორი

დაიბადა 1978 წლის 22 იანვარს, ქ. თბილისში

განათლება:

1998 წელს დაამთავრა ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის

ჰუმანიტარული ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება:

აქვს პროფესიით მუშაობის 19 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობებზე. 2012 - 2018 წლებში იყო საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, 2018 წელს გახდა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ხოლო ამავე წლის 16 ივლისიდან იკავებს გენერალური პროკურორის თანამდებობას. ცნობილია, რომ 2012 წლამდე იყო პარტია „ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი.

არ აქვს სამოსამართლო საქმიანობის გამოცდილება.

კავშირები:

  • იყო ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი, 2011-2012 წლებში;

გახმაურებული საქმეები:

მისი გენერალური პროკურორობის დროს,  პროკურატურის მხრიდან შერჩევითი მიდგომის აღქმა გაჩნდა რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე. ასეთები იყო, 20 ივნისის (მათ შორის,  პოლიტიკოსების ირაკლი ოქრუაშვილისა და ნიკანორ მელიასათვის ბრალის წარდგენა),  თიბისი ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ასევე“რუსთავი 2”-ის ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეები.  

გასაუბრების მიმდინარეობა და კანდიდატის შეფასება:

გასაუბრება 5 საათისა და 5 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც საბჭოს კრიტიკულად განწყობილი არამოსამართლე წევრების კითხვები  საბჭოს გავლენიანი წევრი მოსამართლეების გაღიზიანებას იწვევდა. კანდიდატის კვალიფიკაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი პრობლემები არ დაფიქსირებულა, თუმცა საბჭოს რამდენიმე წევრის კითხვამ კანდიდატში გაღიზიანება გამოიწვია და პასუხების გაცემის პროცესში ხშირ შემთხვევაში იგი კითხვის ავტორების  (არამოსამართლე წევრების ნაზი ჯანეზაშვილის, ანა დოლიძის, ირმა გელაშვილის) მიმართ  აგრესიას გამოხატავდა. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც დასმულ კრიტიკულ კითხვებს დამაჯერებელი და დასაბუთებული პასუხები არ გასცა. ასევე, შეიძლება ითქვას, რომ კანდიდატმა უპატივცემულობა გამოიჩინა ქვეყნის ერთ-ერთი კონსტიტუციური ორგანოს - სახალხო დამცველის მიმართ. კერძოდ,  დაუსაბუთებლად გააკრიტიკა სახალხო დამცველის შეფასება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 10 წევრის ერთიანი სქემით მოქმედებასთან დაკავშირებით. კანდიდატმა  ამ მიმართულებით სახალხო  დამცველის კვალიფიკაცია და სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა.

დამატებითი ინფორმაცია:

  • შალვა თადუმაძის დიპლომი მისი გენერალური პროკურორად დანიშვნისთანავე გახდა საზოგადოებრივი ინტერესის საგანი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” თადუმაძის დიპლომის მიღებას 1 წლის მანძილზე ცდილობდა სხვადასხვა უწყებებიდან, მათ შორის იუსტიციის სამინისტროსგან, თუმცა უშედეგოდ. დავამ სასამართლოშიც გადაინაცვლა, თუმცა ამ ინფორმაციის გასაჯაროვება, საბოლოოდ,  იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწია.

    გასაჯაროვებული დიპლომის მიხედვით, თადუმაძე ნ.დუმბაძის სახელობის ჰუმანიტარული ინსტიტუტში 1993 წელს ჩაირიცხა და 1998 წელს დაამთავრდა. რეესტრიდან მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, ეს ინსტიტუტი პირველად 1994 წელს დარეგისტრირდა და განათლების სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის თანახმად საგანმანათლებლო სფეროში საქმიანობის უფლება, ასევე 1994 წელს მიიღო. შესაბამისად, გარკვეული კითხვები ჩნდება ამ მიმართულებით, როგორ მოხერხდა იმ უნივერსიტეტში 1993 წელს ჩარიცხვა, რომელიც საჯაროდ ცნობილი ოფიციალური დოკუმენტაციის თანახმად 1994 წელს დარეგისტრირდა. ამასთან საეჭვოა ის გარემოებაც, რომ კანდიდატი მუდმივად თავს იკავებს მისი განათლების კუთხით დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხების გაცემისაგან.
  • შალვა თადუმაძე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე  საპროკურორო საბჭომ შეარჩია, რომლის ერთ-ერთი წევრი იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანიც იყო. თეა წულუკიანი შალვა თადუმაძის შვილის ნათლიაა.

ინფორმაცია ფინანსური მდგომარეობის შესახებ:

ოჯახის წლიური შემოსავალი: 88 781 ლარი

შალვა თადუმაძე

88 781 ლარი

მზევინარ ანსიანი (მეუღლე)

არ ფიქსირდება

ოჯახის ჯამური ვალდებულებები:  არ ფიქსირდება

* ფინანსური ინფორმაცია 2019 წლის დეკლარაციის მიხედვით დეკლარაცია

**დეტალური ინფორმაცია კანდიდატზე იხ: https://bit.ly/2lWz8Wl

 

თამარ ალანია

თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე

დაიბადა 1976 წლის 8 ივლისს, ქ. თბილისში

განათლება:

1998 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება:

აქვს მოსამართლედ მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება. 2006 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ხოლო 2017 წლიდან აღნიშნულ თანამდებობაზე  დაინიშნა უვადოდ.

2013-2017 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

სასამართლო სისტემაში მოსვლამდე მუშაობდა  პროკურორად.

კავშირები: 

თამარ ალანია სასამართლო სისტემაში არსებულ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წევრად მოიაზრება.

2004-2005 წლებში, მაშინ როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი და სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი მოსამართლეების ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი, ვალერი ცერცვაძე, გენერალურ პროკურატურაში მუშაობდა, იყო ამავე პროკურატურაში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სპეციალური სამსახურის პროკურორი.

ფიგურირებს შალვა რამიშვილის მიერ გასაჯაროვებულ ვაიბერ მიმოწერაში, სადაც შალვა რამიშვილი და ტელეკომპანია იმედის გენერალური დირექტორი გადაცემა „პოლიტიკა”-ს ერთ-ერთ ეთერს გეგმავენ. მიმოწერიდან ირკვეოდა, რომ ტელეარხის გენერალური დირექტორი ბატონი გიორგი ბახტაძე, ჟურნალისტს გადაცემაში მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონკრეტული წევრების მიწვევას სთხოვს. ესენი იყვნენ: თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, დიმიტრი გვრიტიშვილი და გიორგი ტყავაძე. სტუმრების მოწვევის მიზანი ლევან მურუსიძისათვის კრიტიკული კითხვების დასმა იყო, თუმცა გადაცემიდან აშკარად იკვეთებოდა, რომ მოსამართლეთა მთავარი მიზანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მაშინდელი მდივნის, მურუსიძის მხარდაჭერა იყო. გადაცემაში მონაწილე მოსამართლეებს არცერთი კრიტიკული კითხვა არ დაუსვამთ და არც ერთი პრობლემური საკითხი არ წამოუჭრიათ. უფრო მეტიც, ისინი შეგნებულად ახდენდნენ რეალობის დამალვასა და საზოგადოებისთვის მცდარი წარმოადგენების შექმნას.  ამ საქმეზე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დარღვევა დაადგინა.

გახმაურებული საქმეები:

2010 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ მისი თავმჯდომარეობით ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის განაჩენი მუხროვანის სამხედრო ამბოხთან დაკავშირებით, რომელიცეხებოდა 2009 წელს მუხროვანის სამხედრო ნაწილში ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხების მოწყობაში სამხედრო და სამოქალაქო პირების წინააღმდეგ წარმოებულ საქმეს.

გასაუბრების მიმდინარეობა და კანდიდატის შეფასება:

გასაუბრება 3 საათისა და 3 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც  საბჭოს მოსამართლე წევრმა და სხდომის თავმჯდომარემ, დიმიტრი გვირტიშვილმა პრეტენზია დააფიქსირა, რომ ნაზი ჯანეზაშვილი ერთიდაიმავე კითხვებს სხვადასხვა ფორმულირებით სვამდა, თუმცა თავად კანდიდატმა განაცხადა, რომ მას ნებისმიერი ფორმით დასმულ კითხვაზე სურდა პასუხის გაცემა. ასევე, იყო შემთხვევები, როდესაც ნაზი ჯანეზაშვილის მიმართ, მის მიერ დასმული კითხვების შინაარსის გამო, საბჭოს ზოგიერთი მოსამართლე წევრი უპატივცემულო დამოკიდებულებას გამოხატავდა. კანდიდატი კვალიფიკაციის მიმართულებით დამაჯერებლად გამოიყურებოდა, დასმულ კითხვებს დასაბუთებულად სცემდა პასუხებს. უნდა აღინიშნოს, რომ გასაუბრებისას მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ლევან მურუსიძისა და სასამართლოს გავლენიანი მოსამართლეთა ჯგუფის მიმართ მისი მხარდაჭერა. ამასთან, საბჭოს მიერ, 2018 წლის 24 დეკემბერს, პარლამენტისათვის კონსტიტუციური პრინციპების უგულებელყოფით წარდგენილ 10 კაციან სიასთან დაკავშირებით საზოგადოების სამართლიანი პროტესტი „ისტერიად” შეაფასა.

დამატებითი ინფორმაცია:

  • თამარ ალანია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი 2013 წელს გახდა. მოსამართლეთა კონფერენციამ იმ დროს მასთან ერთად კიდევ 6 წევრი აირჩია, ესენი იყვნენ: ზაზა მეიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, ილონა თოდუა, პაატა სილაგაძე და ლევან მურუსიძე;
  • 2015 წლის 5 დეკემბერს მან მხარი დაუჭირა ლევან მურუსიძის თბილისის სააპელაციო სასამართლოში დანიშვნას და მას შემდეგ რაც ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გახდა, აცხადებდა, რომ სასამართლოს ნდობისა და დამოუკიდებლობის ხარისხმა აიწია.
  • 2017 წელს მხარი დაუჭირა მიხეილ ჩინჩალაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დანიშვნის საკითხს;
  • 2017 წელს თამარ ალანია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში ორჯერ მონაწილეობდა. მან ვერცერთჯერ ვერ დააგროვა საკმარისი ქულა იმისათვის, რომ მთავრობას მისი კანდიდატურა ევროპის საბჭოსთვის წარედგინა.
  • თამარ ალანია ერთ-ერთი იყო იმ 10 მოსამართლიდან, რომელიც საბჭომ 2018 წლის 24 დეკემბერს, კონსტიტუციური პრინციპების უგულებელყოფით  პარლამენტს წარუდგინა.

ინფორმაცია ფინანსური მდგომარეობის შესახებ :

ოჯახის წლიური შემოსავალი: 93 373 ლარი

თამარ ალანია

69 373 ლარი

შალვა მარგველაშვილი (მეუღლე)

24 000 ლარი

ოჯახის ჯამური ვალდებულებები:

სესხის ხელშეკრულება, 2016 წელი

ღირებულება - 50 000 დოლარი

* ფინანსური ინფორმაცია 2019 წლის დეკლარაციის მიხედვით, დეკლარაცია

**დეტალური ინფორმაცია კანდიდატზე იხ: https://bit.ly/2lWz8Wl

 

მერაბ გაბინაშვილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე

დაიბადა 1973 წლის 28 თებერვალს, ქ. თბილისში

განათლება:

1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;

სამუშაო გამოცდილება:

მოსამართლედ მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება. ამ პერიოდში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში ადმინისტრაციულ თანამდებობებზე (კოლეგია/პალატის თავმჯდომარე). 2013-2017 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.  დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე და ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარეა.

სასამართლო სისტემაში მოსვლამდე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო შემდეგ ფინანასთა სამინისტროს სისტემაში გამომძიებლად.

კავშირები:

მერაბ გაბინაშვილი  სასამართლო სისტემაში არსებული მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ერთ-ერთ წევრად მოიაზრება. იგი 2006-2007 წლებში, გორში მიხეილ ჩინჩალაძის პროკურორობის დროს, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო.

ფიგურირებს შალვა რამიშვილის მიერ გასაჯაროვებულ ვაიბერ მიმოწერაში, სადაც შალვა რამიშვილი და ტელეკომპანია იმედის გენერალური დირექტორი 18 დეკემბრის გადაცემა „პოლიტიკა”-ს გეგმავს. მიმოწერიდან ირკვეოდა, რომ ტელეარხის გენერალური დირექტორი ბატონი გიორგი ბახტაძე, ჟურნალისტს გადაცემაში მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონკრეტული წევრების მიწვევას სთხოვს. ესენი იყვნენ: თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, დიმიტრი გვრიტიშვილი და გიორგი ტყავაძე. სტუმრების მოწვევის მიზანი ლევან მურუსიძისათვის კრიტიკული კითხვების დასმა იყო, თუმცა გადაცემიდან აშკარად იკვეთებოდა, რომ მოსამართლეთა მთავარი მიზანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მხარდაჭერა იყო. გადაცემაში მონაწილე მოსამართლეებს არცერთი კრიტიკული კითხვა არ დაუსვამთ და არც ერთი პრობლემური საკითხი არ წამოუჭრიათ. უფრო მეტიც, ისინი შეგნებულად ახდენდნენ რეალობის დამალვასა და საზოგადოებისთვის მცდარი წარმოადგენების შექმნას.  ამ საქმეზე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დარღვევა დაადგინა.

გახმაურებული საქმეები

  • 2019 წელს განიხილა დეპუტატ ნიკანორ მელიასთვის თბილისის საქალაქო  სასამართლოს მიერ განსაზღვრული აღკვეთის ღონისძიების სახეების კანონიერება. პირველი ინსტანციის სასამართლომ დეპუტატს გირაოსთან ერთად დამატებითი შეზღუდვები დაუწესა, მათ შორის: ელექტრონული სამაჯურის ტარება და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საჯარო განცხადებების გაკეთება. განჩინება ორივე მხარემ გაასაჩივრა. დაცვის მხარე დეპუტატისთვის საჯარო განცხადებების შეზღუდვას არაკონსტიუტციურად მიიჩნევდა, თუმცა მოსამართლის მიერ ეს პოზიცია იგნორირებული იქნა. ასევე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და პატიმრობის შეფარდების შესახებ, შედეგად უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება.

გასაუბრების მიმდინარეობა და კანდიდატის შეფასება:

გასაუბრება 5 საათისა და 55 წუთის მანძილზე მიმდინარეობდა. ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი გასაუბრება სწორედ ამ კანდიდატთან ჩატარდა. ზოგ შემთხვევაში საბჭოს არამოსამართლე წევრების (ნაზი ჯანეზაშვილის, ანა დოლიძის, ირმა გელაშვილის) შეკითხვებს  საბჭოს მოსამართლე წევრების გაღიზიანება მოჰყვა, რამაც რამდენჯერმე გასაუბრების მიმდინარეობა შეაფერხა და არასამუშაო გარემო შექმნა. კანდიდატი გასაუბრების ბოლომდე გაწონასწორებულად და დასაბუთებულად სცემდა მისთვის დასმულ სამართლებრივ შეკითხვებს პასუხებს. თუმცა სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ, მათ შორის, ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებზე კანდიდატმა პასუხებით მხარდაჭერა დააფიქსირა სისტემაში არსებული გავლენიანი მოსამართლეების მიმართ.

დამატებითი ინფორმაცია:

  • მერაბ გაბინაშვილი საბჭოს წევრი 2013 წელს გახდა. მოსამართლეთა კონფერენციამ იმ დროს მასთან ერთად კიდევ 6 წევრი აირჩია, ესენი იყვნენ: ზაზა მეიშვილი, თამარ ალანია, შოთა გეწაძე, ილონა თოდუა, პაატა სილაგაძე და ლევან მურუსიძე;
  • 2015 წელს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა სურდა. იგი ამ პოზიციისთვის მოსამართლეთა საინიციატივო ჯგუფმა დაასახელა, თუმცა საბოლოოდ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იგი პარლამენტს არ წარუდგინა;
  • 2015 წელს, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, მხარი დაუჭირა ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში 3 წლიანი ვადით დანიშვნას;
  • საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა ასევე 2016 წელს მერაბ გაბინაშვილის 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნის პროცესი თბილისის სააპელაციო სასამართლოში. აქციას საბჭოსთან ადვოკატთა ასოციაციის წევრები მართავდნენ;
  • აქტიურად უჭერდა მხარს ევა გოცირიძის ინიციატივას, რომელიც მოსამართლეთა მიმართ „კრიტიკის ზღვარის დაწესებას” გულისხმობდა. ეს ინიციატივა იმ პერიოდში უარყოფითად შეაფასეს  ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ოპოზიციური პარტიების ცალკეულმა წარმომადგენლებმა, ადვოკატთა ასოციაციის წევრებმა და ეთიკის ქარტიამ. ქარტიამ ეს ინიციატივა „ცენზურად” შეაფასა;
  • მერაბ გაბინაშვილი ერთ-ერთი იყო იმ 10 მოსამართლიდან, რომელიც საბჭომ 2018 წლის 24 დეკემბერს, კონსტიტუციური პრინციპების უგულებელყოფით  პარლამენტს წარუდგინა.

ინფორმაცია ფინანსური მდგომარეობის შესახებ :

ოჯახის წლიური შემოსავალი: 87 635 ლარი

მერაბ გაბინაშვილი

76 635 ლარი

ეკა მელქაძე (მეუღლე)

11 000 ლარი

ოჯახის ჯამური ვალდებულებები:

სესხის ხელშეკრულება(იპოთეკა), 2017 წელი

ღირებულება - 60 000 დოლარი

* ფინანსური ინფორმაცია 2019 წლის დეკლარაციის მიხედვით, დეკლარაცია

**დეტალური ინფორმაცია კანდიდატზე იხ: https://bit.ly/2lWz8Wl

 

შოთა გეწაძე

თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე

განათლება:

2004 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;

2011 წელს დაამთავრა იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი.

სამუშაო გამოცდილება:

აქვს მოსამართლედ მუშაობის 9 წლიანი გამოცდილება. ამ პერიოდში იგი ადმინისტრაციულ პოზიციებზე მუშაობდა. 2011-2015 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე, ხოლო 2011-2017 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. დღეს იგი თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დანიშნული მოსამართლეა.

კანდიდატის კარიერა დაიწყო სასამართლო სისტემაში სხდომის მდივნის პოზიციიდან, 2003 წელს.

კავშირები:

შოთა გეწაძე  სასამართლო სისტემაში არსებული მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წევრად მოიაზრება:

  • კანდიდატის განმარტებით, მიხეილ ჩინჩალაძესთან მას ახლო ურთიერთობა იმ პერიოდიდან აქვს, როდესაც ორივე მათგანი სასამართლო სისტემაში სხდომის მდივნის პოზიციას იკავებდა;
  • მიხეილ ჩინჩალაძესთან ერთად 2 წლის მანძილზე მუშაობდა ასევე უზენაეს სასამართლოში. 2007-2009 წლებში შოთა გეწაძე უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსი, ხოლო მიხეილ ჩინჩალაძე ამავე პალატის თავმჯდომარე იყო.

გახმაურებული საქმეები

  • წინა ხელისუფლების დროს, კანონიერად მიიჩნია  პარტია „ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და ბიზნესმენისათვის, ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი.

გასაუბრების მიმდინარეობა და კანდიდატის შეფასება:

გასაუბრება 3 საათისა და 45 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. იყო შემთხვევები, როდესაც საბჭოს წევრები უპატივცემულო დამოკიდებულებას გამოხატავდნენ საბჭოს ერთ-ერთი არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის მიმართ, მის მიერ დასმული კითხვების შინაარსის გამო.  გასაუბრების მანძილზე კანდიდატი გაწონასწორებული იყო და დასაბუთებულად ცემდა პასუხებს მის მიმართ დასმულ შეკითხვებს. არ გამოუვლენია უპატივცემულო დამოუკიდებულება საბჭოს წევრების მიმართ. აშკარა მხარდაჭერა გამოხატა სისტემაში არსებული გავლენიანი მოსამართლეების მიმართ.

დამატებითი ინფორმაცია:

  • 2015 წელს მან მხარი დაუჭირა ლევან მურუსიძის 3 წლის ვადით თბილისის სააპელაციო სასამართლოში დანიშვნას;
  • 2017 წელს მთავრობამ იგი სტრასბურგში მოსამართლეობის კანდიდატად წარადგინა, თუმცა სტრასბურგში ექსპერტთა საბჭომ მისი კანდიდატურა დაიწუნა;
  • იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამოირჩეოდა გავლენიანი ჯგუფის მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერით და ლოიალურობით;
  • 2017 წელს მხარი დაუჭირა მიხეილ ჩინჩალაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ  უვადოდ დანიშვნის საკითხს, ამ პოზიციაზე მიხეილ ჩინჩალაძე საბჭოს თავად შოთა გეწაძემ წარუდგინა;
  • საბჭოს წევრობის დროს მხარს უჭერდა, საბჭოს ერთ-ერთი არამოსამართლე წევრის, ევა გოცირიძის ინიციატივას, მოსამართლეებისათვის „დასაშვები კრიტიკის ზღვარის დაწესებასთან” დაკავშირებით, ეთიკის ქარტიამ ეს ინიციატივა „ცენზურად” შეაფასა;

ინფორმაცია ფინანსური მდგომარეობის შესახებ :

ოჯახის წლიური შემოსავალი: 119 386 ლარი და 1 800 ევრო

შოთა გეწაძე

95 626 ლარი

1 800 ევრო (საექსპერტო მომსახურებიდან)

თეონა ხმალაძე (მეუღლე)

23 760 ლარი

ოჯახის ჯამური ვალდებულებები:

სესხის ხელშეკრულება(საკრედიტო ბარათი), 2016 წელი

ღირებულება - 15 000 ლარი

სესხის ხელშეკრულება (იპოთეკა), 2016 წელი

ღირებულება - 50 000 დოლარი

*ფინანსური ინფორმაცია 2019 წლის დეკლარაციის მიხედვით, დეკლარაცია

**დეტალური ინფორმაცია კანდიდატზე იხ: https://bit.ly/2lWz8Wl

 

მირანდა ერემაძე

თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე

დაიბადა 1973 წლის 15 ივლისს ქ. ზუგდიდში

განათლება:

1995 წელს დაამთავრა პროფესორ ჯ. ბაქრაძის სახელობის თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტი.

2015-2016 წლებში სწავლობდა ჩიკაგო-კენტის სამართლის კოლეჯში, ბიზნეს სამართლის მიმართულებით.

სამუშაო გამოცდილება:

აქვს მოსამართლედ მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება. 2016-2017 წლებში იყო მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის, ხოლო 2016 წელს მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარე. დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა.

სასამართლო სისტემაში მოსვლამდე მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს გამომცემლობაში იურისტად.

კავშირები: 

მირანდა ერემაძე სასამართლო სისტემაში არსებულ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წევრად მოიაზრება:

  • 2000-2004 წლებში, ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძესთან ერთად მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში.

გახმაურებული საქმეები:

  • განიხილავდა დავით ფაცაციას ადმინისტრაციული დაკავების საქმეს. 2012 წლის 21-22 სექტემბერს მოქალაქეები დავით ფაცაცია, დაჩი ცაგურია და ბექა ალადოშვილი დააკავეს, პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით. მირანდა ერემაძემ ფაცაციას 40 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განმარტებით, რომელიც დაკავებულების ინტერესებს იცავდა, სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოსამართლეების მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონის არაერთ უხეშ დარღვევას, რამაც დაცვის მხარეს არ მისცა იმის დადასტურების შესაძლებლობა, რომ დაკავებულ პირებს სამართალდარღვევა არ ჩაუდენიათ. მათ განმარტეს, რომ ამ საქმეთა ანალიზმა გააჩინა დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ მითითებულ პირთა დაკავების მიზეზი მათი პოლიტიკური და სამოქალაქო აქტივობა გახდა და არა რაიმე სახის სამართალდარღვევის ჩადენა.

    ეს საქმეები ასევე მოხვდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ანგარიშშიც, რომელიც წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგებს აფასებდა. ანგარიშში გამოითქვა ეჭვები, რომ ამ საქმეებზე ადმინისტრაციული დაკავებები პოლიტიკურად იყო მოტივირებული.

გასაუბრების მიმდინარეობა და კანდიდატის შეფასება:

გასაუბრება 2 საათისა და 15 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. საბჭოს არამოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე, სამუშაო დროის ამოწურვის საფუძვლით გასაუბრების გადადებას ითხოვდნენ, თუმცა საბჭომ არ გაითვალისწინა და მათ სხდომა დატოვეს. საბჭოს წევრების მხრიდან კანდიდატისადმი მწვავე და კრიტიკული კითხვები არ დასმულა, ხოლო დასმულ შეკითხვებზე კანდიდატის პასუხები არ იყო საკმარისად დასაბუთებული და დამაჯერებელი. ამასთან, კანდიდატმა აშკარა მხარდაჭერა გამოხატა სისტემაში არსებული გავლენიანი მოსამართლეების მიმართ.

დამატებითი ინფორმაცია:

მოსამართლეთა რიგგარეშე მე-16 კონფერენციაზე, მხარი დაუჭირა ლევან მურუსიძის მოსამართლედ 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნის საკითხს. ამასთან,  მირანდა ერემაძემ მწვავე განცხადებებით საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც გააკრიტიკა და განაცხადა: „ამ  [იგულისხმება მოსამართლეთა დისკრედიტაცია] კამპანიაში ჩაერთო საქართველოს პრეზიდენტიც, რომლის მოქმედებებიც უნდა შეფასდეს როგორც ლევან მურუსიძის დანიშვნის საკითხზე უარყოფითი საზოგადოებივი აზრის შექმნისთვის გამიზნული ნაბიჯი და ამ გზით საბჭოზე ირიბი ზეგავლენის მცდელობა.“

ინფორმაცია ფინანსური მდგომარეობის შესახებ :

ოჯახის წლიური შემოსავალი: 79 030 ლარი

მირანდა ერემაძე

72 444 ლარი

მალხაზ გრიგალავა (მეუღლე)

6236 ლარი

ანი გრიგალავა (შვილი)

350 ლარი

ოჯახის ჯამური ვალდებულებები:

სესხი ხელშეკურლება (იპოთეკური) 2016 წელი

ღირებულება - 140 000 დოლარი

სესხის ხელშეკრულება (სამომხმარებლო), 2017 წელი

ღირებულება - 15 060 ლარი

სესხის ხელშეკრულება, 2017 წელი

ღირებულება - 10 000 ლარი

სესხის ხელშეკრულება, 2018 წელი

ღირებულება - 153 000 დოლარი

სესხის ხელშეკრულება, 2018 წელი

ღირებულება - 40 000 დოლარი

*ფინანსური ინფორმაცია 2019 წლის დეკლარაციის მიხედვით, დეკლარაცია

**დეტალური ინფორმაცია კანდიდატზე იხ: https://bit.ly/2lWz8Wl

 

მამუკა ვასაძე

გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე

დაიბადა 1981 წლის 24 ივნისს, ქ. ბათუმში

განათლება:

2003 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართლისმცოდნეობის სპეციალობით.

სამუშაო გამოცდილება:

აქვს პროფესიით მუშაობის 15 წლის გამოცდილება.  2005 წლიდან 2014 წლამდე მუშაობდა ფინანსთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის, ხელმძღვანელ პოზიციებზე. 2015 წლიდან 2018 წლამდე იყო საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე. 2018 წლის ივნისიდან ამავე წლის ივლისამდე იყო მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი. 2018 წლის 16 დეკემბრიდან დღემდე არის საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე.

არ აქვს სამოსამართლო საქმიანობის გამოცდილება.

კავშირები:

  • 2018 წლის 16 ივლისიდან არის გენარალური პროკურორის, შალვა თადუმაძის პირველი მოადგილე და მასთან დაახლოებული პირი.  თავის მხრივ, შალვა თადუმაძე  2011-2012 წლებში პარტია „ქართული ოცნების” დამფუძნებლის და ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი იყო.

გახმაურებული საქმეები:

მამუკა ვასაძის მთავარი პროკურორის პირველი მოადგილეობის პერიოდში პროკურატურის საქმიანობას უკავშირდება ე.წ. ციანიდის, ტელეკომპანია „იმედის“, ე.წ.  ხორავას ქუჩის, სააკაშვილის ექსტრადირებისა და 7 ნოემბრის დარბევის გახმაურებული საქმეები. მისი უშუალო ხელმძღვანელობით  არის გამოძიებული, იური ვაზაგაშვილის საქმე.

გასაუბრების მიმდინარეობა და კანდიდატის შეფასება:

გასაუბრება 3 საათისა და 46 წუთის მანძილზე მიმდინარეობდა.  კანდიდატი გაწონასწორებულად და დამაჯერებლად პასუხობდა დასმულ შეკითხვებს. თუმცა,  ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს, მაგალითად, გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები ვერ გასცა.

დამატებითი ინფორმაცია:

  • მთავარი პროკურორის მოვალეობის შესრულება ირაკლი შოთაძის გადადგომის შემდეგ დაეკისრა. ირაკლი შოთაძე თანამდებობიდან მძლავრი საზოგადოებრივი პროტესტის გამო გადადგა, რაც  ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს უკავშირდებოდა.
  • იური ვაზაგაშვილის საქმეზე მსჯავრდებული პოლიციელი გია სოსანაშვილი, მამუკა ვასაძეს წამებაში ადანაშაულებდა. თავად მამუკა ვასაძემ გასაუბრებისას განაცხადა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. საქმეზე  გამოძიება არ დაწყებულა;
  • ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე აცხადებდა, რომ მისი დაკავების შემდეგ პროკურატურაში მიყვანისთანავე, მას პროკურორები და გამომძიებლები, მათ შორის, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მამუკა ვასაძე, თხოვდნენ, ეღიარებინა პატრიარქის მკვლელობის მომზადების ფაქტი, მიუხედავად იმისა, რომ მას ბრალი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების საფუძვლით ჰქონდა წაყენებული.  

ოჯახის წლიური შემოსავალი: 110 981 ლარი

მამუკა ვასაძე

110 981 ლარი

ოჯახის ჯამური ვალდებულებები:

სესხი ხელშეკურლება (იპოთეკური), 2018 წელი

ღირებულება - 180 000 დოლარი

სესხის ხელშეკრულება, 2014 წელი

ღირებულება - 10 000 ლარი

სესხის ხელშეკრულება (იპოთეკური), 2015 წელი

ღირებულება - 20 000 დოლარი

*ფინანსური ინფორმაცია 2019 წლის დეკლარაციის მიხედვით, დეკლარაცია

**დეტალური ინფორმაცია კანდიდატზე იხ: https://bit.ly/2lWz8Wl

 

მაია ვაჩაძე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე

დაიბადა 1962 წლის 29 აპრილს, ქ.ამბროლაურში

განათლება:

1984 დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება:

აქვს მოსამართლედ მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება, აქედან 20 წელია იკავებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას.

სასამართლოში მოსვლამდე მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე.

კავშირები:

კანდიდატი არ მოიაზრება სასამართლო სისტემაში არსებულ გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფის წევრად.

ინფორმაციისთვის: 2007-2017 წლებში, მიხელ ჩინჩალაძის უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის თავმჯდომარეობის დროს, იყო ამავე პალატის მოსამართლე.

გახმაურებული საქმეები:

  • უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, მაია ვაჩაძის შემადგენლობით, განიხილა ტელეკომოანია „რუსთავი 2-ის” საქმე, რომლითაც კომპანიის წილები, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა. საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც გასაჩივრდა, რომელმაც დარღვევა არ დაადგინა.

გასაუბრების მიმდინარეობა და კანდიდატის შეფასება:

გასაუბრება 3 საათი და 23 წუთი მიმდინარეობდა. გასაუბრების პროცესში, საბჭოს მოსამართლე წევრების, სერგო მეთოფიშვილისა და ვასილ მშვენიერაძის მხრიდან, ხმაური მოჰყვა საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის ერთ-ერთ შეკითხვას. კანდიდატმა შექმნილი ხმაურის გამო თავად განაცხადა, რომ ის მზად იყო მისთვის დასმულ ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი გაეცა. კანდიდატი გასაუბრების მიმდინარეობისას იყო გაწონასწორებული, კვალიფიკაციის მიმართულებით გამოიყურებოდა დამაჯერებლად, მისი პასუხები იყო დასაბუთებული და ამომწურავი.

ინფორმაცია ფინანსური მდგომარეობის შესახებ :

ოჯახის წლიური შემოსავალი:  115 099 ლარი

მაია ვაჩაძე

112 671 ლარი

პაატა დათეშიძე (მეუღლე)

2 428 ლარი

ოჯახის ჯამური ვალდებულებები: არ ფიქსირდება

 

 

*ფინანსური ინფორმაცია 2019 წლის დეკლარაციის მიხედვით, დეკლარაცია

**დეტალური ინფორმაცია კანდიდატზე იხ: https://bit.ly/2lWz8Wl

 

თამარ ზამბახიძე

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით

დაიბადა 1975 წლის 26 იანვარს ქ. თბილისში

განათლება:

1997 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება:

აქვს მოსამართლედ მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება. 2005-2007 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 2007 წლიდან დღემდე არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. 2017 წელს თანამდებობაზე დაინიშნა 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით.

სასამართლო სისტემაში მოსვლამდე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამოქალაქო სამართლის კათედრაზე.

კავშირები:

არ ფიქსირდება

გახმაურებული საქმეები:

არ იძებნება

გასაუბრების მიმდინარეობა და კანდიდატის შეფასება:

გასაუბრება 2 საათისა და 41 წუთის მანძილზე მიმდინარეობდა. კანდიდატი მშვიდად და გაწონასწორებულად პასუხობდა დასმულ შეკითხვებს. კანდიდატმა 2018 წლის 24 დეკემბერს 10 კაციანი სიის წარდგენის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ იგი ამ ფაქტს „უარყოფითად არ აფასებს”, ამასთან, მან  აშკარა მხარდაჭერა დააფიქსირა ლევან მურუსიძის მიმართ.

დამატებითი ინფორმაცია:

საჯარო სამსახურის ბიუროს 2017 წელს განხორციელებული დეკლარაციების მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, თამარ ზამბახიძის მიმართ   დეკლარაციის შევსების პროცესში დარღვევები დადგინდა.

ინფორმაცია ფინანსური მდგომარეობის შესახებ :

ოჯახის წლიური შემოსავალი: 84 901 ლარი

თამარ ზამბახიძე

84 901 ლარი

ოჯახის ჯამური ვალდებულებები: 

სესხის ხელშეკრულება (იპოთეკური), 2017 წელი

ღირებულება - 43 500 დოლარი

სესხის ხელშეკრულება (იპოთეკური), 2018 წელი

ღირებულება - 50 000 დოლარი

თავდებობა, 2017 წელი

ღირებულება - 12 423 ლარი

*ფინანსური ინფორმაცია  2019 წლის დეკლარაციის მიხედვით, დეკლარაცია

**დეტალური ინფორმაცია კანდიდატზე იხ: https://bit.ly/2lWz8Wl

 

ნუგზარ სხირტლაძე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე 

                                                  

დაიბადა 1960 წლის 31 აგვისტოს, ქ.თბილისში

განათლება:

1985 დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება:

აქვს მოსამართლედ მუშაობის 21 წლიანი   გამოცდილება, აქედან 20 წელია რაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციას იკავებს.

სასამართლო სისტემაში მოსვლამდე ჯერ იუსტიციის სამინისტროში, ხოლო შემდეგ სახელმწიფო კანცელარიაში მუშაობდა. 

კავშირები:

არ ფიქსირდება

გახმაურებული საქმეები:

 არ იძებნება

გასაუბრების მიმდინარეობა და კანდიდატის შეფასება:

გასაუბრება მიმდინარეობდა 3 საათის გამავლობაში. პროცესის მანძილზე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც საბჭოს ერთ-ერთი წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის მიერ დასმული კითხვის შინაარსმა  საბჭოს ზოგიერთი წევრის გაღიზიანება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ გასაუბრება საკმაოდ ხანგრძლივად მიმდინარეობდა, კანდიდატი მთელი პროცესის მანძილზე იყო გაწონასწორებული, კითხვებს სცემდა   ვრცელ და ამომწურავ პასუხებს.

დამატებითი ინფორმაცია:

  • მისი მეუღლე გიული კალანდარიშვილი მუშაობს თბილისის საქალაქო სასამართლოში წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე.

ინფორმაცია ფინანსური მდგომარეობის შესახებ :

ოჯახის წლიური შემოსავალი: 141 285 ლარი

ნუგზარ სხირტლაძე

126 225 ლარი

გიული კალანდარიშვილი(მეუღლე)

15 060ლარი

ოჯახის ჯამური ვალდებულებები:   არ ფიქსირდება

 

* ფინანსური ინფორმაცია 2019 წლის დეკლარაციის მიხედვით, დეკლარაცია

**დეტალური ინფორმაცია კანდიდატზე იხ: https://bit.ly/2lWz8Wl

 

ზაზა თავაძე

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე

დაიბადა 1975 წლის 9 თებერვალს, ქ. ზესტაფონში

განათლება

1996 წელს დაამთავრა ღია ჰუმანიტარული ინსტიტუტი, სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციით;

2001-2002 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიული ფაკულტეტის გერმანულენოვან მაგისტრატურაზე;

2017 წელს დაამთავრა დოქტორანტურა გრიგოლ რობაქიძის  სახელობის უნივერსიტეტში.

სამუშაო გამოცდილება:

აქვს პროფესიით მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება. 2010 წლიდან არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, ხოლო 2010-2016 წლებში იყო ამავე სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. 2016 წლის 20 ოქტომბრიდან დღემდე არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

საკონსტიტუციო სასამართლომდე მუშაობდა გენერალურ პროკურატურაში და ასევე იუსტიციის სამინისტროში მინისტრის მოადგილედ.

კავშირები:

არ ფიქსირდება

გახმაურებული საქმეები:

არ იძებნება

გასაუბრების მიმდინარეობა და კანდიდატის შეფასება:

გასაუბრება მიმდინარეობდა 2 საათისა და 53 წუთის განმავლობაში. კანდიდატის პასუხები გარკვეულ კითხვებზე არ იყო სათანადოდ დასაბუთებული, ხოლო ზოგ შემთხვევებში გაჩნდა აღქმა, რომ იგი პასუხების გაცემისაგან თავის არიდებას ცდილობდა.

დამატებითი ინფორმაცია

  • 2008-2010 წლებში იყო იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მოადგილე;
  • ზაზა თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა, შემდეგი შემადგენლობით: კონსტანტინე კუბლაშვილი, მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ზაზა მეიშვილი, ვალერი ცერცვაძე, ვასილ როინიშვილი, პაატა სილაგაძე.

ინფორმაცია ფინანსური მდგომარეობის შესახებ :

ოჯახის წლიური შემოსავალი:128 608 ლარი

ზაზა თავაძე

117 683 ლარი

თეა ძოწენიძე (მეუღლე)

10 925  ლარი

ოჯახის ჯამური ვალდებულებები: 

სესხის ხელშეკრულება, 2017 წელი

ღირებულება - 16 000 ლარი

სესხის ხელშეკრულება (იპოთეკური), 2017 წელი

ღირებულება - 120 000 ლარი

სესხის ხელშეკრულება (იპოთეკური), 2018 წელი

ღირებულება - 20 000 ლარი

სესხის ხელშეკრულება (იპოთეკური), 2018 წელი

ღირებულება - 137 000 ლარი

*ფინანსური ინფორმაცია 2019 წლის დეკლარაციის მიხედვით, დეკლარაცია

**დეტალური ინფორმაცია კანდიდატზე იხ: https://bit.ly/2lWz8Wl

 

ვლადიმერ კაკაბაძე

თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე

დაიბადა 1974 წლის 19 ნოემბერს, ქ. თბილისში

განათლება

1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება:

აქვს მოსამართლედ მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება. 2006-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე, ხოლო 2019 წლის ივლისში დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ, უვადოდ. მოსამართლეობამდე, 2000-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატის სამდივნოს კონსულტანტის თანამდებობაზე.

კავშირები:

არ ფიქსირდება

გახმაურებული საქმეები:

  • 2016 წელს მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძემ კომპანია „ფილიპ მორისს” სს „თბილისის თამბაქოს” სასარგებლოდ 93 მილიონ ლარამდე ანაზღაურება დააკისრა, რაც შემდგომ სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.  საქმის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში, მნიშვნელოვანი პროცესუალური დარღვევებით წარიმართა, ხოლო გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელი იყო, რომ მოსამართლის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გაჩნდა. გადაწყვეტილება ფართო კრიტიკის საგანი გახდა, ამ საქმეს ამერიკის იმდროინდელი ელჩი, იან კელიც გამოეხმაურა და განაცხადა: არსებობს აზრი, რომ საქართველოს სასამართლოები სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესს შორის არსებულ დავებში გადაწყვეტილების მიღების დროს ბოლომდე მიუკერძოებლები არ არიან.უშუალოდ ვლადიმერ კაკაბაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით იან კელიმ განმარტა: „მე ვფიქრობ, რომ ერთ - ერთი პრობლემა არის მოსამართლეთა კვალიფიკაცია, რომ მოსამართლეები ბოლომდე ვერ იგებენ საქმის სრულ დეტალებს.”
  • „ფილიპ მორისის“ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გამო საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ ვლადიმერ კაკაბაძეს კორუმპირებული უწოდა, რის შემდეგაც კაკაბაძემ ფადი ასლის უჩივლა და მისგან მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 20 000 ლარი მოითხოვა. საინტერესოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ვლადიმერ კაკაბაძის სარჩელი და ფადი ასლის მოსამართლის სასარგებლოდ 3 000 ლარი დააკისრა. საბოლოოდ, 2019 წლის აპრილში უზენაესმა სასამართლომ გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ვლადიმერ კაკაბაძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

გასაუბრების მიმდინარეობა და კანდიდატის შეფასება:

გასაუბრება გაგრძელდა 2 საათი და 09 წუთი. გასაუბრება ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, ორი არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის მიერ დასმული კითხვები კანდიდატში გაღიზიანებას იწვევდა და იგი საპასუხოდ აგრესიას გამოხატავდა. გასაუბრებისას კანდიდატი ზოგ შემთხვევაში გამოირჩეოდა ირონიული დამოკიდებულებით, საბჭოს აღნიშნული წევრების მიმართ. ერთ-ერთ კითხვაზე კანდიდატის წყობიდან გამოსვლის გამო, პროცესის შეჩერება გახდა აუცილებელი. გარკვეულ შემთხვევაში კვალიფიკაციის მიმართულებით მის მიერ გაცემული პასუხები არ გამოიყურებოდა დამაჯერებლად და დასაბუთებულად.

დამატებითი ინფორმაცია:

ინფორმაცია ფინანსური მდგომარეობის შესახებ :

ოჯახის წლიური შემოსავალი:87 926 ლარი

ვლადიმერ კაკაბაძე

61 020 ლარი

ლია გოჩიაშვილი (მეუღლე)

26 906 ლარი

ოჯახის ჯამური ვალდებულებები: 

სესხის ხელშეკრულება, 2018 წელი

ღირებულება - 35 000 ლარი

სესხის ხელშეკრულება (იპოთეკური), 2018 წელი

ღირებულება - 60 000 დოლარი

სესხის ხელშეკრულება (იპოთეკური), 2016 წელი

ღირებულება - 55 000 დოლარი

*ფინანსური ინფორმაცია 2019 წლის დეკლარაციის მიხედვით, დეკლარაცია

**დეტალური ინფორმაცია კანდიდატზე იხ: https://bit.ly/2lWz8Wl

 

ნინო ქადაგიძე

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, 10 წლიანი ვადით 

                                              

დაიბადა 1969 წლის 30 ივლისს, ქ. თბილისში.

განათლება:

1993 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

სამუშაო გამოცდილება:

აქვს მოსამართლედ მუშაობის 20 წლიანი, აქედან უზენაეს სასამართლოში მუშაობის 10 წლიანი   გამოცდილება. დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა.

სასამართლოში მოსვლამდე მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე.

კავშირები:

  • 2002-2012 წლებში, მიხეილ ჩინჩალაძის უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარეობის დროს, იყო ამავე პალატის მოსამართლე.

გახმაურებული საქმეები

 არ იძებნება

გასაუბრების მიმდინარეობა და კანდიდატის შეფასება:

გასაუბრება მიმდინარეობდა 2 საათისა და 37 წუთის განმავლობაში. პროცესის მანძილზე  კანდიდატი გაწონასწორებულად და თავდაჯერებულად სცემდა დასმულ შეკითხვებს პასუხებს, მის მიერ დაფიქსირებული პოზიციები იყო დასაბუთებული.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ერთ-ერთია იმ 10 კაციანი პრობლემური სიიდან, რომელიც, 2018 წლის 24 დეკემბერს, საბჭომ პარლამენტს წარუდგინა.

ინფორმაცია ფინანსური მდგომარეობის შესახებ :

ოჯახის წლიური შემოსავალი: 90 700 ლარი

ნინო ქადაგიძე

90 700 ლარი

ოჯახის ჯამური ვალდებულებები:    არ ფიქსირდება

* ფინანსური ინფორმაცია 2019 წლის დეკლარაციის მიხედვით, დეკლარაცია

**დეტალური ინფორმაცია კანდიდატზე იხ: https://bit.ly/2lWz8Wl

 

ლევან მიქაბერიძე

თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე

დაიბადა 1982 წლის 7 მარტს, ქ. თბილისში

განათლება

2005 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2013 წელს დაამთავრა იუსტიციის უმაღლესი სკოლა.

სამუშაო გამოცდილება

აქვს მოსამართლედ მუშაობის 7 წლიანი გამოცდილება. 2013-2016 წლებში იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 2016-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დანიშნული მოსამართლეა.

კანდიდატის კარიერა დაიწყო თბილისის სააპელაციო  სასამართლოში 2006 წელს კურიერის პოზიციიდან. 2006-2013 წლებში მუშაობდა საერთო სასამართლოების სისტემაში სხვადასხვა პოზიციებზე.

კავშირები:

 არ ფიქსირდება

გახმაურებული საქმეები

  • შპს “თბილავიამშენის” პარტნიორებისა და სს”თბილავიამშენის” აქციონერების საქმე. დავა შეეხებოდა 2010 წელს თბილავიამშენის 21 აქციონერის მიერ, 67 მილიონ ლარად ღირებული ქონების სახელმწიფოსთვის ჩუქების ფაქტს. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ივლისის  გადაწყვეტილებით, მოსამართლე ლევან მიქაბერიძემ არ დააკმაყოფილა აქციონერების სარჩელი. მიუხედავად საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულებისა, სასამართლომ ხელმწიფოს სასარგებლოდ წილების დათმობა   ნების თავისუფალი გამოვლენად მიიჩნია და არა იძულებად. დავას დღეის მდგომარეობით თბილისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს.

გასაუბრების მიმდინარეობა და კანდიდატის შეფასება:

გასაუბრება მიმდინარეობდა 2 საათისა და 58 წუთის განმავლობაში.  კანდიდატი გასაუბრების მთელი პროცესის მანძილზე იყო გაწონასწორებული და დასმულ კითხვებს დასაბუთებულ პასუხებს სცემდა. კანდიდატის ხედვების დანახვა სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით არ გახდა შესაძლებელი, რადგან ამ მიმართულებით მწვავე კითხვები არ დასმულა. ამის მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ საბჭოს  არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი, რომელიც სხვა კანდიდატებთან გასაუბრების დროს სვამდა მსგავსი შინაარსის კითხვებს, სხდომას არ ესწრებოდა.

დამატებითი ინფორმაცია

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭომ 2017 წელს კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაცია შექმნა, რომელიც მაღალი ღირებულების კომერციულ დავებს განიხილავს. ამ სპეციალიზაციაში 4 მოსამართლე  გაურკვეველი კრიტერიუმების საფუძველზე დაინიშნენ. ამ მოსამართლეებიდან ერთ-ერთი  ლევან მიქაბერიძე იყო.

ინფორმაცია ფინანსური მდგომარეობის შესახებ :

წლიური შემოსავალი: 81 976 ლარი

ლევან მიქაბერიძე

81 976 ლარი

ოჯახის ჯამური ვალდებულებები: 

სესხის ხელშეკრულება, 2016 წელი

ღირებულება - 8 000 ლარი

სესხის ხელშეკრულება, 2017 წელი

ღირებულება - 10 300 ლარი

სესხის ხელშეკრულება, 2018 წელი

ღირებულება - 15 350 ლარი

სესხის ხელშეკრულება, 2018 წელი

ღირებულება - 18 000 ლარი

* ფინანსური ინფორმაცია 2019 წლის დეკლარაციის მიხედვით, დეკლარაცია

 

ქეთევან ცინცაძე

დამოუკიდებელი ინსპექტორი                                                       

დაიბადა 1988 წლის 5 სექტემბერს, ქ. თბილისში

განათლება:

2009 წელს დაამთავრა  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის მიმართულებით.

2011 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

2019 წელს  დაამთავრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი და მიენიჭა სამართლის დოქტორის ხარისხი

2019 წლიდა - დღემდე არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი

სამუშაო გამოცდილება:

აქვს პროფესიით მუშაობის 11 წლიანი გამოცდილება. 2017 წლის ნოემბრიდან დღემდე არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორი. მანამდე  უზენაეს სასამართლოში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა.

არ აქვს მოსამართლედ მუშაობის  გამოცდილება.

კავშირები:

  • იყო უზენაეს სასამართლოში  მიხეილ ჩინჩალაძის თანაშემწე.

გახმაურებული საქმეები

 არ იძებნება

გასაუბრების მიმდინარეობა და კანდიდატის შეფასება:

გასაუბრება მიმდინარეობდა 3 საათისა და 35 წუთის განმავლობაში. გასაუბრების დროს ხმაური მოჰყვა საბჭოს ერთ-ერთი წევრის ნაზი ჯანეზაშვილის შეკითხვას, რომელიც ინსპექტორის სამსახურში სავარაუდო ნეპოტიზმს ეხებოდა. თავად კანდიდატი გასაუბრების მანძილზე იყო გაწონასწორებული და კვალიფიკაციის მიმართულებით გამოიყურებოდა დამაჯერებლად.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ქეთევან ცინცაძის დამოუკიდებელი ინსპექტორობის პერიოდში ხშირი იყო რამდენიმე მოსამართლის მიერ (დიმიტრი გვრიტიშვილი,სერგო მეთოფიშვილი,ლევან მურუსიძე) მოსამართლის ეთიკის წესების საჯაროდ დარღვევა, რაც დისციპლინირების საფუძველია. არცერთ მსგავს შემთხვევაზე ამ პერიოდში დისციპლინური დევნა არ დაწყებულა. ინპექტორის სამსახურს საკითხის შესწავლის მოთხოვნით საბჭოს მოსამართლე წევრის, სერგო მეთოფიშვილის წინააღმდეგ „ქართულილ ოცნების” ყოფილმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამაც მიმართა, თუმცა ამ საქმეზე ინსპექტორის რაიმე ტიპის რეაგირების შესახებ საზოგადოებისათვის უცნობია;
  • დამოუკიდებელი ინსპექტორის დეპარტამენტში დასაქმებული 7 თანამშრომლიდან 3 ქეთევან ცინცაძის ნაცნობი ან ყოფილი თანამშრომელია, მათ შორისაა, ვანო ბოლქვაძის მეუღლე. ვანო ბოლქვაძე დღეის მდგომარეობით იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორია, ხოლო ჩინჩალაძის უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარეობის დროს სამდივნოს უფროსი და შესაბამისად, ქეთევან ცინცაძის თანამშრომელი იყო.

ინფორმაცია ფინანსური მდგომარეობის შესახებ :

ოჯახის წლიური შემოსავალი: 69 332 ლარი

ქეთევან ცინცაძე

58 880 ლარი

არჩილი მაისურაძე (მეუღლე)

10 452 ლარი

ოჯახის ჯამური ვალდებულებები: 

სამომხმარებლო სესხი, 2019 წელი 

ღირებულება - 17 680 ლარი

 იპოთეკური სესხი, 2016 წელი

ღირებულება -  34 000 დოლარი

* ფინანსური ინფორმაცია 2019 წლის დეკლარაციის მიხედვით, დეკლარაცია

**დეტალური ინფორმაცია კანდიდატზე იხ: https://bit.ly/2lWz8Wl

 

პაატა სილაგაძე

თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე

დაიბადა1976 წლის 10 ნოემბერს, ქ. თბილისში

განათლება

1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

სამუშაო გამოცდილება :

აქვს მოსამართლედ მუშაობის 14 წლიანი, აქედან უზენაეს სასამართლოში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება. 2006-2008 წლებში იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე. 2008 წლიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით გახლდათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრი და საკვალიფიკაციო პალატის თავმჯდომარე. 2013-2017 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი

კანდიდატმა კარიერა დაიწყო სასამართლო სისტემაში.

კავშირები:

  • 2006-2008 წლებში, მცხეთა-მთიანეთში მიხეილ ჩინჩალაძის პროკურორობის დროს, იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიისა და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე;
  • ლევან მურუსიძის თბილისის საოლქო სასამართლოში მუშაობის პერიოდში იყო ამავე სასამართლოს  სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის მოსამართლის თანაშემწე.
  • მიხეილ ჩინჩალაძის თბილისის საოლქო სასამართლოში მუშაობის პერიოდში იყო ამავე სასამართლოს  სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის მოსამართლის თანაშემწე

გახმაურებული საქმეები

  • პაატა სილაგაძემ  უზენაესსასამართლოში განიხილა გია გვიჩიანიასა და ნიკა ჩემიას საქმე და ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, რომლითაც მათ 15 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ. ბრალდებულები 2017 წელს უდანაშაულოდ იქნენ ცნობილი, თუმცა ამ დროისათვის მათ უკვე 11 წელი ჰქოდათ პატიმრობაში გატარებული;
  • 2010 წელს უზენაესმა სასამართლომ პაატა სილაგაძის თავმჯდომარეობით ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, რომლითაც ეკა ბესელიას შვილს 6 თვიანი პატიმრობა შეეფარდა.

გასაუბრების მიმდინარეობა და კანდიდატის შეფასება:

გასაუბრება მიმდინარეობდა 3 საათისა და 15 წუთის განმავლობაში. კანდიდატი გასაუბრების მანძილზე იყო გაწონასწორებული. მის მიერ გაცემული პასუხები პროფესიულ კითხვებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების მიმართულებით, დასაბუთებული არ იყო. კანდიდატმა მის მიერ გაცემული პასუხებით სრული მხარდაჭერა დააფიქსირა სისტემაში არსებული გავლენიანი მოსამართლეების მიმართ.

დამატებითი ინფორმაცია

  • მისი მეუღლე, თეა გიორგაძე, საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის თანამდებობას იკავებს;
  • პაატა სილაგაძე საბჭოს წევრი 2013 წელს გახდა. მოსამართლეთა კონფერენციამ იმ დროს მასთან ერთად კიდევ 6 წევრი აირჩია, ესენი იყვნენ: ზაზა მეიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, ილონა თოდუა, თამარ ალანია და ლევან მურუსიძე;
  • 2013 წელს მოსამართლეთა კონფერენციაზე პაატა სილაგაძემ ლევან მურუსიძის სასარგებლოდ მოხსნა კანდოდატურა და განაცხადა: „ღირსეული ადამიანია და ნამდვილად ვენდობი მას. ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ, რომ ჩემი კანდიდატურა არ დამეყენებინა”;
  • 2015 წელს მხარი დაუჭირა ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში დანიშვნას;
  • პაატა სილაგაძე ერთ-ერთი იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ 10 კაციანი პრობლემური სიიდან, რომელიც საბჭომ პარლამენტს 2018 წლის 24 დეკემბერს წარუდგინა.

ინფორმაცია ფინანსური მდგომარეობის შესახებ :

ოჯახის წლიური შემოსავალი:132 702

პაატა სილაგაძე

100 980

თეა გიორგაძე (მეუღლე)

31 722

ოჯახის ჯამური ვალდებულებები: 

სესხის ხელშეკრულება (იპოთეკური), 2015 წელი

ღირებულება - 60 000 ლარი

* ფინანსური ინფორმაცია 2019 წლის დეკლარაციის მიხედვით, დეკლარაცია

**დეტალური ინფორმაცია კანდიდატზე იხ: https://bit.ly/2lWz8Wl

 

ლალი ფაფიაშვილი

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე

დაიბადა 1972 წლის 22 იანვარს ქ. თბილისში

განათლება

1994 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;

1997 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა და მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი;

2000 წელს მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო - პედაგოგიური წოდება.

სამუშაო გამოცდილება

აქვს პროფესიით მუშაობის 17 წლიანი გამოცდილება. 10 წლის მანძილზე იყო  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, მათ შორის,  2016-2017 წლებში, ამავე სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე.

2004-2007 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი. 1996-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის აპარატში სხვადასხვა თანამდებობებზე.

კავშირები:

არ ფიქსირდება

გახმაურებული საქმეები

  • საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილავდა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის, შპს „ტელეკომპანია საქართველოს“, გიორგი უგულავას და ე.წ. „კაბელების“ საქმეს, სადაც მან „რუსთავი 2-ის” მიერ დედამისზე მომზადებული სიუჟეტის გამო თვითგანრიდების შუამდგომლობა დააყენა.

გასაუბრების მიმდინარეობა და კანდიდატის შეფასება:

გასაუბრება გრძელდებოდა 3 საათისა და 30 წუთის მანძილზე. გასაუბრებისას, ზოგ შემთხვევაში საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის კითხვების შინაარსი იწვევდა გაღიზიანებას საბჭოს რამდენიმე მოსამართლე წევრში. კანდიდატი გასაუბრების მანძილზე იყო გაწონასწორებული და დასმულ შეკითხვებს კვალიფიციურად და დასაბუთებულად სცემდა პასუხებს.

დამატებითი ინფორმაცია

  • 2017 წელს მთავრობამ ლალი ფაფიაშვილი, ლადო ჭანტურიასთან და ოთარ სიჭინავასთან ერთად სტრასბურგში მოსამართლეობის კანდიდატად წარადგინა. საბოლოოდ სტრასბურგის მოსამართლედ ლადო ჭანტურია დაინიშნა.

ინფორმაცია ფინანსური მდგომარეობის შესახებ :

წლიური შემოსავალი:42 565 ლარი და  2 300 ევრო

ლალი ფაფიაშვილი

42 565 ლარი

 2 300 ევრო

ოჯახის ჯამური ვალდებულებები: 

სესხის ხელშეკრულება (საკრედიტო), 2015 წელი

ღირებულება - 721 000 ლარი

სესხის ხელშეკრულება (American Express), 2015 წელი

ღირებულება - 5 000 ლარი

სესხის ხელშეკრულება (Prime Card), 2015 წელი

ღირებულება - 5 000 ლარი

განვადება, 2017 წელი

ღირებულება - 5 000 ლარი

განვადება, 2017 წელი

ღირებულება - 2 210 ლარი

* ფინანსური ინფორმაცია 2019 წლის დეკლარაციის მიხედვით, დეკლარაცია

**დეტალური ინფორმაცია კანდიდატზე იხ: https://bit.ly/2lWz8Wl

 

გოჩა ჯეირანაშვილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე

დაიბადა 1977 წლის 29 ნოემბერს, ქ. ახალციხეში

განათლება

2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი

სამუშაო გამოცდილება

აქვს მოსამართლედ მუშაობის  11 წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ადმინისტრაციულ თანამდებობებზე. დღეს არის თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დანიშნული მოსამართლე.

სასამართლო სისტემაში მოსვლამდე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურტურაში სხვადასხვა პოზიციებზე.

კავშირები:

არ ფიქსირდება

გახმაურებული საქმეები

  • 2013 წელს უდანაშაულოდ ცნო პოლიციის მაღალჩინოსნები, რომლებიც გაუპატიურება/ წამებაში იყვნენ ბრალდებულები. დაზარალებულების განცხადებით, მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილის ხელში რაიმე სამართლის მიღწევა შეუძლებელი იყო. მათივე ინფორმაციით, ის ვანო მერაბიშვილის ერთგული კადრი იყო სამცხე-ჯავახეთში.

გასაუბრების მიმდინარეობა და კანდიდატის შეფასება:

გასაუბრება მიმდინარეობდა 2 საათისა და 34 წუთის განმავლობაში. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის კითხვის შინაარსმა საბჭოს რამდენიმე მოსამართლე წევრის გაღიზიანება გამოიწვია. თავად კანდიდატის მიერ მის მიმართ კვალიფიკაციის მიმართულებით დასმულ კითხვებზე გაცემული პასუხები არ იყო სათანადოდ დასაბუთებული.

ინფორმაცია ფინანსური მდგომარეობის შესახებ :

ოჯახის წლიური შემოსავალი:  86 105 ლარი

გოჩა ჯეირანაშვილი

 83 499 ლარი

მაია ფაჩულია(მეუღლე)

2 606 ლარი

ოჯახის ჯამური ვალდებულებები: 

სესხის ხელშეკრულება (იპოთეკური), 2018 წელი

ღირებულება - 74 000 ევრო

სესხის ხელშეკრულება (სამომხმარებლო), 2018 წელი

ღირებულება-  29 240 ლარი

სესხის ხელშეკრულება( განვადება), 2018 წელი

ღირებულება- 1 440 ლარი

სესხის ხელშეკრულება(სამომხმარებლო), 2018 წელი

ღირებულება - 48 500 ლარი

* ფინანსური ინფორმაცია 2019 წლის დეკლარაციის მიხედვით, დეკლარაცია

**დეტალური ინფორმაცია კანდიდატზე იხ: https://bit.ly/2lWz8Wl

 

ალექსანდრე წულაძე

იურიდიული კომპანია “CLL Law Firm”-ის მმართველი პარტნიორი

დაიბადა 1984 წლის 7 ივნისს, ქ.ბათუმში

განათლება

2006 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;

2009-2010 წლებში სწავლობდა ქ. რომში “ლა საპიენცას” უნივერსიტეტის საერთაშორისო კომერციული სამართლის მაგისტრატურაზე;

2016 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სამუშაო გამოცდილება:

აქვს პროფესიით მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება. 2017 წლიდან დღემდე არის იურიდიული კომპანია “CLL Law Firm”-ის მმართველი პარტნიორი. 2011-2012 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მრჩევლის პოზიციაზე. აქვს უზენაეს სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება.

არ აქვს სამოსამართლო საქმიანობის გამოცდილება.

კავშირები:

  • 2011-2012 წლებში, ზურაბ ადეიშვილის იუსტიციის მინისტრობის პერიოდში, მუშაობდა ამავე სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მრჩევლის პოზიციაზე;
  • 2012-2014 წლებში, როდესაც უზენაესი სასამართლოს კოტე კუბლაშვილი თავმჯდომარეობდა, იყო ამავე სასამართლოს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო 2014-2015 წლებში ამავე დეპარტამენტის უფროსი.

გახმაურებული საქმეები

არ იძებნება

გასაუბრების მიმდინარეობა და კანდიდატის შეფასება:

გასაუბრება მიმდინარეობდა 2 საათისა და 31 წუთის განმავლობაში. კანდიდატი მთელი პროცესის მანძილზე დასაბუთებულად და გაწონასწორებულად სცემდა დასმულ შეკითხვებს პასუხებს.  კვალიფიკაციის მიმართულებით გამოიყურებოდა დამაჯერებლად.

დამატებითი ინფორმაცია

ინფორმაცია ფინანსური მდგომარეობის შესახებ :

წლიური შემოსავალი: 40 817 ლარი

ალექსანდრე წულაძე

40 817 ლარი

ჯამური ვალდებულებები: 

სესხის ხელშეკრულება (იპოთეკის), 2018 წელი

ღირებულება - 35 000 დოლარი

* ფინანსური ინფორმაცია 2019 წლის დეკლარაციის მიხედვით, დეკლარაცია

 

ლაშა ქოჩიაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით

დაიბადა 1977 წლის 9 დეკემბერს, ქალაქ ქუთაისში

განათლება

1999 წელს დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება

აქვს მოსამართლედ მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება. იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და ბორჯომის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა.

კანდიდატმა კარიერა სასამართლო სისტემაში დაიწყო.

კავშირები:

არ ფიქსირდება

გახმაურებული საქმეები

  • ლაშა ქოჩიაშვილის სახელთან დაკავშირებულია „რუსთავის ფოლადის” საქმე, კერძოდ, მას კომპანია ადანაშაულებდა, რომ დახურვის საფრთხის წინაშე დააყენა. იმ დროს ლაშა ქოჩიაშვილის მიერ მიღებულმა დაუსაბუთებელმა გადაწყვეტილებებმა სასამართლოს მიმართ მიკერძოებულობის ეჭვები გააჩინა;
  • ლაშა ქოჩიაშვილი იყო შპს „სტუდია მაესტროს“ საქმის მოსამართლეც. კერძოდ, 2016 წლის 15 მარტს შპს „სტუდია მაესტროს“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება სწორედ ლაშა ქოჩიაშვილმა გამოიტანა. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას  უკავშირდება “მაესტროს” მენეჯმენტისა და სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებები.
  • ქოჩიაშვილმა განიხილა შპს „აკას” საქმე, სადაც, მათ შორის, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, სასამართლოს მიმართ მიკერძოებულობის ეჭვი გაჩნდა;
  • ასევე, ქოჩიაშვილი განიხილავს  „რუსთავი 2”-ის 9 % წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის სარჩელს. ნიჟარაძის ერთ-ერთი მოთხოვნა, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორისათვის, ნიკა გვარამიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტა იყო. რუსთვის 2-ის მაშინდელი მენეჯმენტი ამ დავას, არხის წინააღმდეგ წარმოებულ სახელისუფლებო ომად აფასებს

გასაუბრების მიმდინარეობა და კანდიდატის შეფასება:

გასაუბრება მიმდინარეობდა 1 საათისა და 55 წუთის განმავლობაში.  სხდომას არ ესწრებოდნენ  საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე.  მათ ამის შესახებ საბჭოს წინასწარ შეატყობინეს. კანტიდატის კვალიფიკაციისა და ხედვების შეფასება ვერ მოხერხდა დასმული კითხვების სიმცირის გამო. გაცემული პასუხებით შეიძლება ითქვას, რომ კანდიდატი არ იყო დამაჯერებელი, ხშირად მის მიერ გაცემული პასუხები არ იყო სათანადოდ დასაბუთებული.

დამატებითი ინფორმაცია

  • ლაშა ქოჩიაშვილი არის ერთ-ერთი ის მოსამართლე, ვინც 2017 წლის 31 მარტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ გაკეთებული კრიტიკული განცხადებების გამო ასოციაცია „მოსამართლეთა ერთობა” დატოვა.
  • იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2017 წელს კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაცია შექმნა, რომელიც მაღალი ღირებულების კომერციულ დავების განიხილავს. ამ სპეციალიზაციაში 4 მოსამართლე  გაურკვეველი კრიტერიუმების საფუძველზე დაინიშნა. ამ მოსამართლეებიდან ერთ-ერთი  ლაშა ქოჩიაშვილი იყო.
  • 2012 წლის მარტში კოალიცია „ქართული ოცნება“ ლაშა ქოჩიაშვილის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებას ითხოვდა. ამ პერიოდში ქოჩიაშვილი განიხილავდა კოალიცია „ქართულ ოცნების“ სათავო ოფისის შენობასთან დაკავშირებულ დავას, ადვოკატი ამ საქმეზე ეკა ბესელია იყო. კოალიციისვე განცხადებით, მოსამართლე უსაფუძვლოდ არღვევდა და ხელოვნურად აჭიანურებდა საქმის განხილვის ვადებს, რითაც კოალიციას პოლიტიკური საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელება ეზღუდებოდა.
  • მოსამართლის მეუღლის დედამ, ფიქრია კამლაძემ, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს 5000 ლარი შესწირა.

ინფორმაცია ფინანსური მდგომარეობის შესახებ :

ოჯახის წლიური შემოსავალი: 61 269 ლარი

ლაშა ქოჩიაშვილი

61 020 ლარი

ანა ხიჯაკაძე (მეუღლე)

249 ლარი

ოჯახის ჯამური ვალდებულებები: 

სესხის ხელშეკრულება, 2016 წელი

ღირებულება - 19 000 დოლარი

* ფინანსური ინფორმაცია 2019 წლის დეკლარაციის მიხედვით, დეკლარაცია

**დეტალური ინფორმაცია კანდიდატზე იხ: https://bit.ly/2lWz8Wl

დოკუმენტის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. ანგარიშის შინაარსზე პასუხისმგებელია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”. შეიძლება ის არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ შეხედულებებს.