გვანცა დანელია
იურისტიgvantsa.danelia@transparency.ge
გვანცა დანელია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს’’ გუნდს 2024 წლის ივლისში შემოუერთდა. იგი არის ადამიანის უფლებათა იურისტი, საქართველოს კანონმდებლობის სიღრმისეული ცოდნითა და საერთაშორისოსამართლებრივ ინსტრუმენტებზე ორიენტირით. 2019 წელს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დასრულების შემდეგ, ღირებული გამოცდილება მიიღო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტში, სადაც სტაჟირებიდან უფროსი სამართლებრივი მრჩევლის პოზიციამდე დაწინაურდა. ამჟამად ასრულებს სამაგისტრო პროგრამას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში ლუნდის უნივერსიტეტში (შვედეთი), სადაც განათლების მისაღებად მინიჭებული აქვს შვედეთის ინსტიტუტის (SI) პრესტიჟული სტიპენდია გლობალური პროფესიონალებისთვის.