სამოქალაქო ჩართულობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგში
პროექტი მხარს უჭერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ჩართულობას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგში სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს ნებაყოფლობითი დამკვირვებლების მობილიზებას, რათა ზედამხედველობა გაუწიონ საარჩევნო პროცესს; საარჩევნო დარღვევების გამოვლენას და შესაბამისი საჯარო დაწესებულებებისთვის შეტყობინებას; ხმის მიცემის პროცედურების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას; და უკანონო ან უსამართლო გადაწყვეტილებების გასაჩივრებას ზემდგომ კომისიებსა და სასამართლოებში მიმართვის გზით.
Amount:
60000 EUR
Duration:
30 July, 2024 - 30 December, 2024