სანდრო ბარამიძე
პროგრამის მენეჯერი

სანდრო ბარამიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ 2024 წლის თებერვლიდან შეუერთდა. იგი ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერია.
.
2012 წლის ნოემბრიდან 2018 წლის ივნისამდე მას ეკავა ჯერ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ხოლო შემდეგ მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა. 2015-2019 წლებში იგი იყო ვენეციის კომისიის სათადარიგო წევრი საქართველოდან. იგი კვლავაც განაგრძობს ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობას ექსპერტის რანგში. იგი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალობით, იცავდა თავისი კლიენტების ინტერესებს შიდა სასამართლოებსა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში. საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალებში განხილულ საქმეებზე მას მომზადებული და წარდგენილი აქვს საექსპერტო დასკვნები ქართული კანონმდებლობის სხვადასხვა საკითხებზე.
სანდრო ბარამიძეს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობისა და იურიდიული ფაკულტეტები. საფუძვლიანი ტრეინინგი აქვს გავლილი ამერიკული და საერთაშორისო სამართლის აკადემიაში (პლანო, ტექსასი, აშშ) და ადვოკატთა უნარ-ჩვევების ეროვნულ ინსტიტუტში (ლუივილი, კოლორადო, აშშ).