სერგო თურმანიძე
პროექტის მენეჯერი / ფონდების მოძიების მენეჯერისერგო თურმანიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ გუნდს 2023 წლის ნოემბერში შეუერთდა, დონორებთან ურთიერთობისა და ფონდების მოძზიების მენეჯერის პოზიციაზე. 2000 წლიდან ის მუშაობს არასამთავრობო, ბიზნეს, კვლევით და საგანმანათლებლო ორგანიზაციებში, როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ.
ბოლო ათი წლის განმავლობაში, სერგო მუშაობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (ჯიპა) სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ფონდების მოძიება, საგრანტო წინადადებების შემუშავება, პროექტების მართვა, სტრატეგიული დაგეგმვა, პროექტების მონიტორინგი და შეფასება, ანგარიშების შედგენა, დამფინანსებლებთან კომუნიკაცია, პროექტის PR-ი და ხილვადობა. გარდა ამისა, ის ეწევა აკადემიურ საქმიანობას ტრენინგების მიმართულებით მარკეტინგის, ბიზნესის განვითარების, ორგანიზაციული განვითარების, სტრატეგიული დაგეგმვის, მენეჯმენტის, კვლევის და ანალიზის, ფონდების მოძიების, გრანტების მოზიდვის და საგრანტო წინადადებების წერის საკითხებში. ასევე, ის ეწევა საექსპერტო საკონსულტაციო მომსახურებას საჯარო და კერძო ორგანიზაციებისთვის პროექტების შეფასების, კვლევის და სტრატეგიული დაგეგმვის განხრით.
2006 წელს სერგოს მიენიჭა ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო მმართველობაში, ხოლო 2009 წელს მას მიენიჭა ლონდონის კომერციის სკოლის (LSC) და კარდიფის მეტროპოლიტან უნივერსიტეტის ერთობლივი მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში.