საქართველოს კანონშემოქმედების გამჭვირვალობის და კანონშემოქმედთა ანგარიშვალდებულების გაზრდის ხელშეწყობა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საქართველოს კანონშემოქმედების გამჭვირვალობის და კანონშემოქმედთა ანგარიშვალდებულების გაზრდის ხელშეწყობა

პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია შეეცდება ხელი შეუწყოს სხვადასხვა საკანონმდებლო ორგანოების გამჭვირვალობის ზრდას ამ ორგანოებში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებით საზოგადოებისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინებების სახით და იმავე ინფორმაციის ონლაინ განთავსებით. ჩვენი ორგანიზაცია თავს მოუყრის და განასაჯაროებს ინფორმაციას საქართველოს პარლამენტიდან, აჭარის უმაღლესი საბჭოდან და თბილისის საკრებულოდან. ჩვენს ასევე შევეცდებით ვუზრუნველვყოთ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა კანონშემოქმედებით პროცესში.

პროექტის ფარგლებში გამოქვეყნდება ინფორმაცია ქართველ კანონმდებლებზე, რადგან ბევრმა რიგითმა მოქალაქემ არც კი იცის ვინაა მისი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში. ამ პროექტის დახმარებით საქართველოს მოქალაქეებს, დაინტერესების შემთხვევაში, შეეძლებათ ამომწურავი ინფორმაცია მოიძიონ თავიანთი წარმომადგენლების შესახებ საკანონმდებლო ორგანოებში.

Amount: 59528 USD
Duration: 31 October, 2011 - 30 October, 2012