გიორგი ონიანი - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

გიორგი ონიანი

აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე
giorgi.oniani@transparency.ge

გიორგი ონიანი შემოუერთდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ გუნდს 2015 წელს. ის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეა.

სხვადასხვა დროს გიორგი მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში (2001-2004), ეროვნული უშიშროების საბჭოში (2004-2005), და იყო სამი პრემიერ-მინისტრის თანაშემწე და მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა და საგარეო ეკონომიკურ საკითხებში (2005-2011). მას მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა რეფორმის დაგეგმვასა და მონიტორინგში, მათ შორის რამდენიმე ინსტიტუტის შექმნისა და რეფორმირების პროცესებში. ასეთი იყო ბიზნეს-ომბუდსმენის აპარატის შექმნა რომელშიც გიორგის უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული და სად მსახურობდა ომბუდმენის მოადგილის პოზიციაზე 2011-2013 წლებში. 2013 წელს, მან დატოვა საჯარო სამსახური და შეუერთდა IT და საკონსულტაციო კომპანიას - „ასსეკო ჯორჯია“ სადაც იყო პარტნიორი და დირექტორის მოადგილე.

გიორგის ბაკალავრის (2001) და მაგისტრის ხარისხი (2003) საერთაშორისო ურთიერთობების დარგში მიღებული აქვს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში. მას ასევე მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი (2009) ბიზნეს ეკონომიკაში, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯიდან (UCL).

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.