რეგიონული კვლევითი პროექტი: ინფორმაციის თავისუფლება სამხრეთ კავკასიაში (მეორე ფაზა)
ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური დახმარებით „აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო გამჭვირვალობა სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო ახორციელებენ კვლევას საჯარო ინფორმაციის თავისუფლებასა და ხელმისაწვდომობაზე სამხრეთ კავკასიაში.
კვლევის შედეგად ამ სამი ქვეყნის საკანონმდებლო ბაზისა და პრაქტიკის შედარებითი ანალიზი მოხდება, ისევე როგორც შეფასდება რამდენად არის დაინტერესებული სამოქალაქო საზოგადოება და რა ინფორმაცია აქვს მას საჯარო ინფორმაციის შესახებ. შედეგად დაიწერება შედარებითი ანალიტიკური ანგარიში რეკომენდაციებით და გამოიცემა ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე. ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ მოეწყობა სემინარების სერია, სადაც სამივე ქვეყნის სამიზნე ჯგუფებს წარუდგენენ კვლევის შედეგებს. საქართველოში ჩატარებულ სემინარს დაესწრებიან სომეხი და აზერბაიჯანელი ექსპერტები.