თამუნა უჩიძე - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

თამუნა უჩიძე

რეგიონული კოორდინატორი
print
tamuna.uchidze@transparency.ge

 

თამუნა უჩიძემ 2004 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჟურნალისტიკის სპეციალობით. 2006 წელს კი მიიღო მაგისტრის ხარისხი ამავე მიმართულებით. თამუნა უჩიძე ამჟამად „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ახალციხის ოფისის კოორდინატორია.

2006 - 2017 წლებში მუშაობდა საინფორმაციო პორტალ „სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტად. 2018 - 2019 წლებში იყო ამავე გამოცემის მთავარი რედაქტორი. 2016 წელს, სამწლიანი ვადით აირჩიეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრად.  

2007 - 2010 წლებში იყო „უნივერსიტეტის გაზეთის“ მთავარი რედაქტორი,  სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა რამდენიმე მედია საშუალებასთან. 2007–2009 წლებში წერდა „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისთვის”; ასევე მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო სასწავლო პროგრამაში.

მიღებული აქვს სახალხო დამცველისა და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ჯილდოები საუკეთესო სტატიების მომზადებისთვის.