ვერა კინწურაშვილი - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ვერა კინწურაშვილი

ფინანსური და ადმინისტრაციული მენეჯერი
print
vera.kintsurashvili@transparency.ge

ვერა კინწურაშვილმა 2006 წელს თბილისის საბანკო საფინანსო ინსტიტუტში დაიცვა ბაკალავრის ხარისხი, სპეციალობით ფინანსები და აუდიტი. 1999 წელს მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი კომპიუტერული სისტემები და ქსელების სპეციალობით.
ის რეგულარულად მონაწილეობს ფინანსური და მენეჯერული პროფილის ტრეინინგებში პროექტის და რისკების მართვის, ასევე ბიუჯეტირების და სხვა მომიჯნავე სფეროებში. ის ასევე აქტიურად ჩართულია საგადასახადო კოდექსში არსებული ცვლილებების სხვადასხვა სემინარებში.

პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე მას აქვს ფინანსური მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილება ადგილობრივ და საერთაშორისო ინსტიტუტებში ადამიანის უფლებების, სარეკლამო, სატრანსპორტო და ინჟინრულ სფეროებში მომუშავე პროექტებში.