ზვიად ქორიძე
რეგიონული ოფისების მენეჯერიზვიად ქორიძე "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" 2019 წლის სექტემბერში შემოუერთდა. იგი არის რეგიონული ოფისების მენეჯერი.
ზვიადი არის ჟურნალისტი. იგი იყო გაზეთ "7 დღის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და თანარედაქტორი, ასევე "საქართველოს გაზეთის" მთავარი რედაქტორი. სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა "რუსთავი-2"-ის, "იმედის" და პირველი არხის საინფორმაციო სამსახურებს, მუშაობდა პროდუსერად და წამყვანად სხვადასხვა მედიასაშუალებაში.
იგი თავიდანვე იყო ჩართული BBC World Service Trust-ისა და სტუდია "რეს" ერთობლივ პროექტში "ვაკეთებთ სათემო რადიოს" და დღემდე არის ნინოწმინდისა და მარნეულის სათემო რადიოების კონსულტანტი. 2011-2012 წლებში ზვიად ქორიძე იყო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე.
2014-2018 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტთან არსებული შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. ასწავლის კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლასა და GIPA-ში. არის რამდენიმე კვლევისა და კანონპროექტის ავტორი.