განცხადება გლდანის #8 საპყრობილეში პატიმრების წამების შესახებ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

განცხადება გლდანის #8 საპყრობილეში პატიმრების წამების შესახებ

18 სექტემბერი, 2012

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ შეშფოთებას გამოთქვამს 2012 წლის 18 სექტემბერს ინტერნეტით გავრცელებული პატიმრების წამების ამსახველ ვიდეო მასალაში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით.

გავრცელებული კადრების საფუძველზე ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ადგილი აქვს საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ნორმების უხეშ დარღვევას, მათ შორის:

  1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441–1443-ე მუხლები;
  2. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი;
  3. ევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლი;
  4. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლი;
  5. 1984 წლის 10 დეკემბრის გაეროს კონვენცია "წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ" (CAT).

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოითხოვს სრულყოფილად იქნას გამოძიებული ვიდეო მასალაში აღნიშნული ფაქტები და კანონის სრული სიმკაცრით დადგეს ყველა სამართალდამრღვევი პირის პასუხისმგებლობა.