აქცია: #არდანიშნოკლანი
13/12/2019
პარლამენტის წინ სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია-პერფორმანსით გავაპროტესტეთ მართლმსაჯულების სისტემის საბოლოოდ მიტაცება. კანდიდატების უმრავლესობა, რომელთაც პარლამენტმა კენჭი უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად უყარა და დაამტკიცა, სასამართლოში არსებული კლანის და ხელისუფლების ინტერესების გამტარებელია. ამ შემადგენლობით უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ქვეყანაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების შექმნის პერსპექტივას.