დაჯილდოვება: „როგორ დავწეროთ საგამოძიებო ნაშრომი“
13/12/2019
ანტიკორუფციული კვირეულის ფარგლებში, კიდევ ერთი კონკურსის „როგორ დავწეროთ საგამოძიებო ნაშრომი“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. მიხეილ გოგუაძის და ნინო გაბისონიას საერთო ნაშრომმა საუკეთესო შეფასება და ფულადი ჯილდო დაიმსახურა. კონკურსი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ინიციატივით კავკასიის უნივერსიტეტის მედია სკოლის სტუდენტებისთვის იყო გამოცხადებული, რომლის ფარგლებში სტუდენტებმა ნაშრომები ორგანიზაციის ანალიტიკოსების მენტორობით შექმნეს.