მედია ტრენინგი სტუდენტებისთვის
10/02/2020
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მედია გუნდის წარმომადგენლებმა, 8-9 თებერვალს, სტუდენტებს ღია მონაცემების მოძიების შესახებ ტრენინგი ჩაუტარეს. სტუდენტებმა ისწავლეს, როგორ გაუწიონ მონიტორინგი სახელმწიფო შესყიდვებს, მოიძიონ ბიზნესის მფლობელები, პოლიტიკური პარტიების შემომწირველები და ა.შ. ტრენინგი მიზნად საგამოძიებო და სამოქალაქო ჟურნალისტიკის განვითარებას ისახავდა.