მედია ტრენინგი სტუდენტებისთვის
24/02/2020
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მედია გუნდის წარმომადგენლებმა, 22-23 თებერვალს, ბორჯომში, სტუდენტებს ღია მონაცემების მოძიების შესახებ ტრენინგი ჩაუტარეს. სტუდენტებმა ისწავლეს, როგორ გაუწიონ მონიტორინგი სახელმწიფო შესყიდვებს, მოიძიონ ბიზნესის მფლობელები, პოლიტიკური პარტიების შემომწირველები და ა.შ.