მედია ტრენინგი სტუდენტებისთვის
10/03/2020
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" წარმომადგენლებმა, 7-8 მარტს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის და სხვა მიმართულებების სტუდენტებს ღია მონაცემების შესახებ ტრენინგი ჩაუტარეს. ტრენინგი შეეხებოდა საქართველოში არსებულ, მათ შორის, ჩვენი ორგანიზაციის მიერ შექმნილ ღია მონაცემთა ბაზებთან მუშაობასა და მის პრაქტიკაში გამოყენებას.