დისკუსია: როგორ პასუხობს საქართველო რუსულ პროპაგანდას
16/10/2019
როგორ პასუხობს საქართველო რუსულ პროპაგანდას - ეს იყო დისკუსიის თემა, რომელიც 15 ოქტომბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ორგანიზებით მედიის, ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით ჩატარდა. შეხვედრის მონაწილეებმა იმ საფრთხეებზე იმსჯელეს, რასაც ქვეყანას რუსული პროპაგანდა უქმნის, გავრცელების რა გზები გამოიყენება, როგორია სახელმწიფო პოლიტიკა ამ პრობლემის მიმართ და რა უნდა გაკეთდეს მომძლავრებულ პროპაგანდასთან საბრძოლველად.