საპარლამენტო ამბების პოდკასტი: 13 ივლისი

გასული კვირა პარლამენტში:
- პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფას ითვალისწინებს
- გასულ კვირას ინტერფრაქციულმა ჯგუფმა „საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა“ დაამტკიცა
- პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ", რომელიც ითვალისწინებს მთაში მცხოვრები პირებისათვის სხვადასხვაგვარი შეღავათების დაწესებას
- პარლამენტმა პირველი საკომიტეტო მოსმენით განიხილა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სოციალური მუშაკების მომზადების და მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებების განსაზღვრის ვალდებულებების გადავადებას.