ანტიკორუფციული კვირეული 2012: დაგეგმილი ღონისძიებები
კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 10-დან 14 დეკემბრის ჩათვლით აწყობს ანტიკორუფციულ კვირეულს, რომლის ფარგლებშიც გაიმართება პრეზენტაციები და განხილვები ჩვენი ქვეყნისათვის ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და კორუფციის აღმოფხვრა ყველა დონეზე. კვირეულის სრული განრიგი შეგიძლიათ იხილოთ ფლაერში.
დიდი იმედი გვაქვს, რომ თქვენც ჩაერთვებით ჩვენს კვირეულში! გთხოვთ დარეგისტრირდეთ თქვენთვის საინტერესო ყველა ღონისძიებაზე ქვემოთ მოცემული ბმულების მეშვეობით.
10 დეკემბერი
11 დეკემბერი
დისკუსია: კორუფცია საქართველოში და ახალი სტუდენტური პროექტი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ელსა თბილისი) (17:00 - 18:00)
დისკუსია: კორუფცია საქართველოში და ახალი სტუდენტური პროექტი. საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები (18:30 - 20:00)
12 დეკემბერი
13 დეკემბერი
დისკუსია: კორუფცია საქართველოში და ახალი სტუდენტური პროექტი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ექვემდებარება დადასტურებას)
14 დეკემბერი
კონფერენცია: საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკა. სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“ (12:00-14:00)
