ადგილობრივი მთავრობის ანგარიშვალდებულების და სწრაფი რეაგირების უნარის გაუმჯობესება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ადგილობრივი მთავრობის ანგარიშვალდებულების და სწრაფი რეაგირების უნარის გაუმჯობესება

მიზანი: ადგილობრივი მთავრობის ორგანოების მიერ მომსახურების მიწოდების და სწრაფი რეაგირების უნარის გაუმჯობესება, მოქალაქეთათვის ამ ორგანოებთან უკეთესი კომუნიკაციის და მათი ანგარიშვალდებულების მექანიზმების მიწოდება;

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“:

  • ინფრასტრუქტურასთან და მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების მონიტორინგის და აღმოფხვრის, ასევე ადგილობრივი მთავრობის მხრიდან მოქალაქეთა პრობლემებზე სწრაფი რეაგირების უნარის გაუმჯობესების მიზნით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ გააფართოვებს ვებგვერდს chemikucha.ge რომელიც თბილისში წარმატებით განხორციელდა და საქართველოს სხვა ნაწილებზეც გაავრცელებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროექტს გავავრცელებთ თვითმმართველობის მქონე ქალაქებში: რუსთავში, ბათუმში, ფოთში და ქუთაისში. დროთა განმავლობაში, ვეცდებით, პროექტმა სხვა ქალაქები და რეგიონებიც მოიცვას. პრობლემების სააშკარაოზე გამოტანით, მოქალაქის მიერ წამოყენებულ ყველა პრობლემას და საწუხარს თანაბარი წონა ექნება. უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა პრობლემის წამომყენებელი ადამიანის სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობას ან მის კავშირებს ოფიციალურ პირებთან. როცა კონკრეტულ რეგიონში საიტის chemikucha.ge პროპაგანდას დავიწყებთ, დავუკავშირდებით მთავრობის ოფიციალურ პირებს და ვებგვერდის ფუნქციონირებას და მიზანს ავუხსნით. პროცესში ჩავაბამთ ასევე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს, მედიასაშუალებებს და დაინტერესებულ მოქალაქეებს. მათ მოვუწოდებთ გახდნენ, ვებგვერდის მომხმარებლები და მისი ექსპლუატაციაში გაშვებისას  გამოიყენონ რეკლამა და წვდომის გაზრდის სხვა ღონისძიებები.
  • მხარს დაუჭერს საკანონმდებლო ცვლილებებს, რათა უკეთ განისაზღვროს ადგილობრივი მთავრობების წევრების, როგორც სახელმწიფო ოფიციალური პირების სტატუსი. ამით ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის საკითხებში არსებულ ნაკლოვანებებს მეტი ყურადღება მიექცევა. კერძოდ, მხარს დაუჭერს ადგილობრივი მთავრობების წევრების ქონებრივი დეკლარაციის შესახებ მოთხოვნის შემოღებას. ეს პროპაგანდა გატარდება როგორც რეგიონების, ისე ქვეყნის მასშტაბით (პარლამენტი, ანტიკორუფციული კომისია).
  • შემუშავდება და გამოქვეყნდება საქართველოს ადგილობრივი მთავრობების ორგანოთა ყოველწლიური რანგირების სისტემა გამჭვირვალობის თვალსაზრისით. ამ ინიციატივის მიზანია სხვადასხვა ორგანოს საინფორმაციო პოლიტიკის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა და გაუმჯობესების წახალისება. რანგირება ნაწილობრივ „საერთაშორისო გამჭვირვალობა- სლოვაკეთის“ მიერ განხორციელებული მსგავსი პროექტის გამოცდილებას დაეყრდნობა. შეფასებისას ყურადღება მიექცევა ისეთ ასპექტებს, როგორიცაა ონლაინ საშუალებებში გამოქვეყნებული ინფორმაცია, „ინფორმაციის თავისუფლების“ (FOI) მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირების უნარი და ადგილობრივი ბიუჯეტების გამჭვირვალობა.
  • “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ გაუშვა ვებგვერდი BeyondTbilisi.ge, რომელშიც თავმოყრილი და გაშუქებულია ინფორმაცია რეგიონებიდან ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის შესახებ. ეს ღონისძიება მოხალისეთა ძალისხმევის შედეგად განხორციელდა. ვებგვერდზე მომავალშიც გამოქვეყნდება რეგიონული საინფორმაციო სააგენტოებიდან მიღებული ინფორმაცია, ასევე ადგილობრივ ჟურნალისტებთან და მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ინტერვიუები. ინფორმაცია მოცემული იქნება ქართულ და ინგლისურ ენებზე.
ადგილობრივი მთავრობის ანგარიშვალდებულების და სწრაფი რეაგირების უნარის გაუმჯობესება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

Error

The website encountered an unexpected error. Please try again later.