გამჭვირვალე ელექტრონული შესყიდვები
აღნიშნული პროექტის მიზანია შესყიდვების შესახებ არსებული ინფორმაციის ანალიზი და შესწავლა, რაც ემსახურება კეთილსინდისიერების და განჭვირვალეობის ამაღლებას შესყიდვების სისტემაში. პროექტი ხორციელდება საერთაშორისო გამჭვირვალეობა სლოვაკეთის არსებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით.
ზოგადად, შესყიდვების პროექტი ფოკუსირდება ისეთი ვებ გვერდის შექმნაზე,რომელიც იქნება უფრო გამჭვირვალე, მრავლისმომცველი და მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას გაანალოზოს ტენდერების შედეგები და თვალი ადევნოს მათ განვითარებას. აღნიშნული სფეროს ანალიზი მოიცავს შესყიდვების სისტემის სუსტი და ძლიერი მხარების გამოვლენას და სხვადასხვა კონკრეტული სექტორის შესწავლას. პროექტის მიმდინარეობის პერიოდში გათვალისწინებულია ორი ანგარიშის გამოქვეყნება და რიგი ტრენინგების ჩატარება, რომელიც უფრო მეტად გაზრდის საზოგადოების ცნობიერებას ამოქმედებული ვებ გვერდის შესახებ. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 46 780 ევროს.