საპარლამენტო ამბების პოდკასტი: 11 მაისი

გასული კვირა პარლამენტში:
- რიგგარეშე სესიაზე საკანონმდებლო ორგანომ ნდობა გამოუცხადა საქართველოს მთავრობის ახალ შემადგენლობას;
- საკანონმდებლო ორგანომ მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“;
- საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს წევრების კანდიდატურების განხილვა დაიწყო.