საპარლამენტო ამბების პოდკასტი: 18 მაისი

გასული კვირა პარლამენტში:
- თამარ კორძაია ფრაქცია „რესპუბლიკელებს“ შეუერთდა;
- საჯარო მოწოდება ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის რომელიმე სხვა საშუალებით ძალადობრივი ქმედებისკენ დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე;
- ყოველთვიური 1000 ლარიანი სახელმწიფო კომპენსაცია დაუწესდებათ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან სამსახურებრივი მოვალეობათა შესრულებისას დაღუპული ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახებს.