ENG

საპარლამენტო ამბების პოდკასტი: 19 თებერვალი

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ყოველკვირეულად უშვებს აუდიო პოდკასტს, სადაც ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე ყველაზე საინტერესო მოვლენებს მიმოვიხილავთ. პოდკასტის გამოყენება და გავრცელება ნებისმიერ მედიასაშუალებას, ბლოგერს და დაინტერესებულ პირს ჩვენი ნებართვის გარეშე შეუძლია. 

დღევანდელი გამოშვების თემებია: არასამთავრობოთა კონფერენცია „100 დღე ხელისუფლებაში: კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები“, კობა დავითაშვილმა შესაძლოა უმრავლესობა დატოვოს, უქმდება სასჯელთა უპირობო შეკრებითობის პრინციპი, რეორგანიზაცია მთავრობაში – ბუნებრივი რესურსების სააგენტო ენერგეტიკის სამინისტროს გამოეყოფა და კვლავ გარემოს დაცვის სამინისტროს უბრუნდება.

გვისმინეთ მომავალ კვირაშიც!