საპარლამენტო ამბების პოდკასტი: 22 ივნისი

გასული კვირა პარლამენტში:
- სტიქიური უბედურებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით გამოყენებული იქნება საქართველოს სამხედრო ძალების ქვედანაყოფები
- საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს კომპეტენტურ სამსახურს, ტრეფიკინგის და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის მიზნით, ნებისმიერ დაწესებულებაში შესვლის უფლება ექნება
- საქართველოს პარლამენტში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინტერფრაქციული ჯგუფის სარედაქციო ჯგუფის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პარლამენტის წევრები და არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ