ENG

საპარლამენტო ამბების პოდკასტი: 24 დეკემბერი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ყოველკვირეულად უშვებს აუდიო პოდკასტებს, რომლებშიც ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე ყველაზე საინტერესო მოვლენებს მიმოვიხილავთ. პოდკასტის გამოყენება და გავრცელება ნებისმიერ მედიასაშუალებას, ბლოგერს და დაინტერესებულ პირს ჩვენი ნებართვის გარეშე შეუძლია. 

24 დეკემბრის პოდკასტის მიმომხილველები: ეკა გიგაური, ლევან ნატროშვილი და კახა ურიადმყოფელი. 

განხილული თემები: პარლამენტის მუშაობის შეჯამება, უმცირესობის ბოიკოტი, ინციდენტი პრეზიდენტის ვიზიტისას, ნიკა გვარამიას დაკავება, სატელეფონო მოსმენები, პრეზიდენტის ვეტო, მინუს ერთი მაჟორიტარი უმცირესობას, 2013 წლის ბიუჯეტი, ამნისტია და სხვა საინტერესო დეტალები საპარლამენტო ცხოვრებიდან.

გვისმინეთ ყოველ ორშაბათს!

შენიშვნა: მე-13 წუთზე ლევან ნატროშვილი ორჯერ ახსენებს „ნიკა გილაურს“, სადაც იგულისხმება „ნიკა გვარამია“.