საპარლამენტო ამბების პოდკასტი: 3 ივნისი
ჩვენი პოდკასტის ახალ გამოშვებაში მოისმენთ:
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრის საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით და არასამთავრობო ორგანიზაციების ვიზიტი სოფელ დიცსა და დვანში;
- პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა: მოსაზრებები და შენიშვნები;
- პარლამენტმა ორ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია: საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში და სამოქალაქო კოდექსში ცვლილებები;
- პრეზიდენტმა ვეტოს უფლება გამოიყენა კიდევ ერთ კანონპროექტთან მიმართებაში: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ადვოკატის მიერ ჩხრეკის უფლებებთან დაკავშირებული ცვლილებები;
- ახალი საკანონმდებლო ინიციატივა: სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებისათვის შესყიდვის უფლების შეჩერება;
- „აირზენას“ თბილისი-ქუთაისი და ქუთაისი-თბილისი ავიარეისები დღეიდან კვირაში სამჯერ განხორციელდება.
გვისმინეთ შემდეგ ორშაბათსაც!