ENG

საპარლამენტო ამბების პოდკასტი: 30 ნოემბერი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა  საქართველო“ აგრძელებს ყოველკვირეული აუდიო პოდკასტების გამოშვებას, რომლებშიც ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე ყველაზე საინტერესო მოვლენებს მიმოვიხილავთ. შეგახსენებთ, პოდკასტის გამოყენება და გავრცელება ნებისმიერ მედიასაშუალებას, ბლოგერს და დაინტერესებულ პირს ჩვენი ნებართვის გარეშე შეუძლია. 

რიგით მეორე პოდკასტს უძღვებიან ლევან ნატროშვილი, საპარლამენტო პროექტის ხელმღვანელი, კახა ურიადმყოფელი, საპარლამენტო მდივანი და გიგი ჩიხლაძე, ანალიტიკოსი. 

განხილული თემები: ამნისტია, ახალი ფრაქცია, სექსუალური ხასიათის პროდუქცია, კონფლიქტი კომიტეტის სხდომაზე, ჰაერის შემცველობა პარლამენტში. 

ინტერვიუ: თამთა ჭუმბურიძე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი

გამოყენებული მუსიკა: Parliament  Funkadelic (Bring The Funk).

გვისმინეთ ყოველ პარასკევს!