საპარლამენტო ამბების პოდკასტი: 31 მარტი - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საპარლამენტო ამბების პოდკასტი: 31 მარტი

გასული კვირა პარლამენტში:

  • პარლამენტში დარეგისტრირდა და იურიდიული კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განხილულ იქნა პარლამენტის წევრის იმუნიტეტთან დაკავშირებული ცვლილება. ცვლილების მიხედვით სისხლის სამართლის კოდექსიდან ხდება იმ დებულების ამოღება, რომლის მიხედვითაც პროკურატურას დეპუტატისთვის ბრალის წასაყენებლად პარლამენტის თანხმობა ესაჭიროება. 
  • გაურკვევლობაა პრეზიდენტისა და პრემიერ მინისტრის უფლებამოსილებებში. მოქალაქეობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, პრეზიდენტის გადაწყვეტილება პირის მოქალაქედ მიღებასა და აღდგენაზე საჭიროებს პრემიერმინისტრის კონტრასიგნაციას, ანუ პრემიერმინისტრის თანხმობის გარეშე ამ გადაწყვეტილებებს ძალა არ ექნება. 
  • ახალი კანონპროექტის მიხედვით, ზოგადი განათლების მიღება პირებს მხოლოდ 6 წლის ასაკიდან შეეძლებათ. ანუ თუკი ადრე შესაძლებელი იყო ბავშვის სკოლაში 6 წლამდე შეყვანაც, ახლა ეს უკვე შეუძლებელი იქნება. 
  • შაბათს საკონსტიტუციო კომისიის მეორე სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს საორგანიზაციო საკითხები, კერძოდ: სამუშაო ჯგუფების დაკომპლექტება, სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელების არჩევა, სამუშაო ჯგუფების საქმიანობის დაგეგმვა და სხვა საკითხები.