ENG

საპარლამენტო ამბების პოდკასტი: 4 თებერვალი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ყოველკვირეულად უშვებს აუდიო პოდკასტს, სადაც ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე ყველაზე საინტერესო მოვლენებს მიმოვიხილავთ. პოდკასტის გამოყენება და გავრცელება ნებისმიერ მედიასაშუალებას, ბლოგერს და დაინტერესებულ პირს ჩვენი ნებართვის გარეშე შეუძლია. 

4 თებერვლის გამოშვების თემებია "ქართული ოცნების“ განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებებზე, პრეზიდენტის დაგეგმილი გამოსვლა პარლამენტშ, პარლამენტარ ღვინიანიძის დაბარება პროკურატურაში და სხვა კვირის საინტერესო თემები.

პოდკასტს უძღვება: ლევან ნატროშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“-ს პროექტების ხელმძღვანელი და გიგი ჩიხლაძე, იურისტი.

გვისმინეთ ყოველ ორშაბათს!