საპარლამენტო ამბების პოდკასტი: 6 ივლისი

გასული კვირა პარლამენტში:
- კანონპროექტის განხილვა, რომელიც ითვალისწინებს გასაღების მიზნის გარეშე კანაფის, მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვის დეკრიმინალიზებას და ადმინისტრაციული ჯარიმის შემცირებას
- საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი კანონპროექტთა პაკეთს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროდან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფას ითვალისწინებს
- კანონპროექტის განხილვა, რომელიც არეგულირებს ე.წ. ფორმალური მოხალისეობით ურთიერთობებს, რაც გულისხმობს მხოლოდ ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში ფიზიკური პირის მიერ ნებაყოფლობით და უანგაროდ შესრულებულ საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობას