საპარლამენტო ამბების პოდკასტი: 8 ივნისი

გასული კვირა პარლამენტში:
- კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამოუკიდებელ უწყებად გარდაქმნის საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელეს;
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა კანონპროექტი, რომელიც უძრავი ქონებიდან სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე მფლობელის გამოსახლების შესაძლებლობას აუქმებს;
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იმსჯელა კანონპროექტზე, რომელიც ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდებისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.