ENG

საპარლამენტო ამბების პოდკასტი: პირველი გამოშვება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა  საქართველო“ იწყებს ყოველკვირეული აუდიო პოდკასტების გამოშვებას, რომლებშიც ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე ყველაზე საინტერესო მოვლენებს მიმოვიხილავთ. პოდკასტის გამოყენება და გავრცელება ნებისმიერ მედიასაშუალებას, ბლოგერს და დაინტერესებულ პირს ჩვენი ნებართვის გარეშე შეუძლია. 

პირველ პოდკასტს უძღვებიან ეკა გიგაური, ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ნატროშვილი, საპარლამენტო პროექტის ხელმღვანელი და კახა ურიადმყოფელი, საპარლამენტო მდივანი. 

განხილული თემები: ამნისტიის კანონპროექტი, პოლიტიკურ პატიმართა და დევნილთა სიები, არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები, პარლამენტის შენობა ქუთაისში და სხვა. 

გვისმინეთ ყოველ პარასკევს!